კრიტერიუმები

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები: ტრიქოთეცენ მიკოტოქსინით მოწამვლის კლინიკური შემთხვევის განსაზღვრება[24]

შესაძლო:

  • შემთხვევა, რომლის დროსაც შესაძლოდ ექსპოზირებული პირი ფასდება სამედიცინო პროფესიონალების მიერ მოწამვლაზე კონკრეტული ქიმიური აგენტით; თუმცა, სპეციფიკური დაზუსტებული საფრთხე არ არსებობს.

სავარაუდო:

  • კლინიკურად შესაბამისი შემთხვევა, ეჭვის მაღალი ხარისხით (საფრთხე ან პაციენტის ანამნეზი დროისა და ადგილმდებარეობის შესახებ) ტრიქოთეცენ მიკოტოქსინებთან ექსპოზიციაზე, ან ეპიდემიოლოგიური კავშირი შემთხვევასა და ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევას შორის.

დადასტურებული:

  • კლინიკურად შესაბამისი შემთხვევა, როდესაც გარემოდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული ტესტირება ადასტურებს ექსპოზიციას. (შენიშვნა: შემთხვევის დადასტურება შესაძლებელია ლაბორატორიული ტესტირების გარეშეც იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა კონკრეტული ქიმიური აგენტის არსებობის თაობაზე მიმანიშნებელი ბევრი კლინიკური და არასპეციფიკური ლაბორატორიული ნიშანი ან აგენტის ეტიოლოგია 100%-იანი სიზუსტითაა ცნობილია).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას