ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკფაქტორებია საკვები ბოჭკოს დაბალი რაოდენობით მიღება და ასაკი > 50 წელი.
მუცლის მარცხენა ქვედა კვადრანტის ტკივილი
შეიძლება იყოს მსუბუქი გაურთულებელი დივერტიკულური დაავადების შემთხვევაში.
გვხვდება მწვავე დივერტიკულიტის მქონე პაციენტების დაახლოებით 70%-თან.[29]
ლეიკოციტოზი
მწვავე დივერტიკულიტის კარგი ჩვენებაა, როდესაც ასაკოვან პაციენტებში აღინიშნება დივერტიკულოზის ისტორია.
ცხელება
დივერტიკულიტის ეპიზოდს ხშირად ახლავს სუბფებრილური ცხელება.
იშვიათი
სწორი ნაწლავიდან სისხლდენა
ძირითადად უეცარი, უმტკივნეულო, პროფუზული, არტერიული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ქვედა ნაწილიდან; მწვავე დივერტიკულური დაავადების გართულება.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
გარდინგი (მუცლის დაცვითი რეფლექსი) მარცხენა ქვედა კვადრანტში
მწვავე დივერტიკულიტის შემთხვევაში.
მტკივნეულობა მარცხენა ქვედა კვადრანტში
მწვავე დივერტიკულიტის შემთხვევაში.
შებერილობა
მუცლის შებერვა ხშირად აწუხებთ დივერტიკულური დაავადების მქონე პაციენტებს.
შეკრულობა
დივერტიკულური დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ ყაბზობის პერიოდები, რომლებიც დიარეის პერიოდებს ანაცვლებენ.
მენჯის მტკივნეულობა რექტული გასინჯვისას
შეიძლება გამოვლინდეს, განსაკუთრებით მწვავე დივერტიკულიტის დროს.
იშვიათი
მუცლის დიფუზური მტკივნეულობა
თავისუფალი პერფორაციისა და გენერალიზებული პერიტონიტის შემთხვევაში.
დიარეა
დივერტიკულური დაავადების მქონე პაციენტებს ხშირად აწუხებთ დიარეის პერიოდები, რომლებიც ყაბზობის პერიოდებს ანაცვლებენ.
პალპირებადი წარმონაქმნი მუცელში
შეიძლება მიუთითებდეს აბსცესზე.
რისკფაქტორები
ძლიერი
ბოჭკოს ნაკლებობა დიეტაში
ასაკი >50 წელი
ყველაზე ძლიერი რისკფაქტორია. დივერტიკულური დაავადების ინციდენტობა იმატებს ხანდაზმულებში. დაავადება ძალზე იშვიათია ბავშვებში.[4] ეს შეიძლება აიხსნას ნაწლავის კედლების მექანიკური ძალის დაქვეითებით. კოლაგენის სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს ნაწლავის კედლის სიძლიერის ასაკობრივ კლებასთან.[34]
სუსტი
საკვები რაციონი, რომელიც მდიდარია მარილით, ხორცით და შაქრით
დივერტიკულოზის ინციდენტობის მატებასთან ასოცირებულია მარილით, ხორცითა და შაქრით მდიდარი კვების რაციონი. ასეთი ტიპის კვების რაციონი იწვევს განავლის წონის შემცირებას და ნაწლავებში ახანგრძლივებს მის გადაადგილებას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს სეგმენტური წნევის გაძლიერებას მსხვილ ნაწლავში და დივერტიკულის ჩამოყალიბებას.[28][29]
სიმსუქნე (BMI> 30)
სიმსუქნე წინაგანმწყობი ფაქტორია.[19]
სხეულის მასის ინდექსის ზომიერმა მატებამ შესაძლოა გაზარდოს დივერტიკულური დაავადების და მისი გართულებების რისკი.[20] პერფორაციები და მორეციდივე დივერტიკულიტები უფრო ხშირია 30-ზე მეტი BMI-ის მქონე ადამიანებში და მათ აქვთ დივერტიკულური სისხლდენის გაზრდილი რისკი.[35][36]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას