დიფერენციული დიაგნოზები
ენდომეტრიოზი
ნიშნები / სიმპტომები
ღრმა, ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში; ტკივილი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ; მტკივნეული მენსტრუალური სისხლდენა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე; ნაწლავების ციკლურად შეცვლილი მოქმედება მენსტრუალური სისხლდენის დროს; უნაყოფობა.
კვლევები
ტრანსვაგინალური ულტრაბგერით კვლევა, ტრანსაბდომინალური ექოსკოპია ან მენჯის მრტ.
შესაძლოა სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპია იყოს საჭირო საეჭვო შემთხვევებში, როდესაც სხვა ტესტების შედეგები ნორმალურია.
კოლორექტული სიმსივნე
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ნაწლავების მოქმედების შეცვლა, ანემია, პოლიპები მსხვილ ნაწლავში და დადებითი ოჯახური ანამნეზი, რაც კოლორექტული კიბოზე მიუთითებს.
კვლევები
CT სკანირებით ვლინდება კარცინომის ნიშნები: წარმონაქმნი, სტრიქტურა და ობსტრუქცია.
ანემია ხშირია ნაწლავური კიბოს დროს, ხოლო პოლიმორფონუკლეური ლეიკოციტოზი გვხვდება მწვავე დივერტიკულიტის დროს.[49]
აპენდიციტი
ნიშნები / სიმპტომები
მწვავე აპენდიციტის მქონე პაციენტები მეტწილად უფრო ახალგაზრდები არიან, ვიდრე მწვავე დივერტიკულიტის მქონე პაციენტები. პროდრომული სიმპტომების არსებობა.
აპენდიციტის დროს ტკივილი გვხვდება მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტში, ხოლო დივერტიკულიტის დროს- მარცხენა ქვედა კვადრანტში. გამონაკლისს წარმოადგენს უფრო იშვიათი, მარჯვენამხრივი დივერტიკულიტი.
კვლევები
კომპიუტერულ-ტომოგრაფიულმა სკანირებამ შესაძლოა გამოავლინოს მწვავე აპენდიციტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები; მაგ, >6 მმ დიამეტრის ჭია ნაწლავი, რომელსაც ირგვლივ ახლავს ანთება.
წყლულოვანი კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ვლინდება უფრო ახალგაზრდებში, მაგრამ ინციდენტობა ისევ მატულობს 70 წლის ასაკისთვის.[53]
წყლულოვანი კოლიტი უფრო ხშირად გვხვდება თეთრკანიან ადამიანებში, რომლებსაც წყლულოვანი კოლიტი აღენიშნებათ ოჯახურ ანამნეზში.[53][54]
კვლევები
მწვავე წყლულოვანი კოლიტის შემთხვევაში შეზღუდული დრეკადი სიგმოიდოსკოპია ადრეულ სტადიაზე ავლენს დიფუზურ ანთებას და დაწყლულებას.[55] შემდგომში ტარდება კოლონოსკოპია და ბიოფსია. წყლულოვანი კოლიტის შემთხვევათა >65%-ში გვხვდება ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები.
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად ვლინდება უფრო ახალგაზრდებში, მაგრამ ინციდენტობა ისევ მატულობს 70 წლის ასაკისთვის.[53]
კრონის დაავადება უფრო ხშირად გვხვდება თეთრკანიან ადამიანებში, რომლებსაც კრონის დაავადება აღენიშნებათ ოჯახურ ანამნეზში.[53][54]
კვლევები
Saccharomyces cerevisiae-ის ანტისხეულები სისხლის ანტისხეულების ანალიზის დროს შესაძლოა კრონის დაავადებაზე მიუთითებდეს; შემდგომში ტარდება კოლონოსკოპია და ბიოფსია.
საშარდე გზების ინფექცია (UTI)
ნიშნები / სიმპტომები
ხშირი შარდვა და შარდვის უეცარი მოთხოვნილება. თან ახლავს მწველი ტკივილი, დიზურია და ტკივილი მუცლის ქვედა არეში.
კვლევები
შარდის ანალიზი საშარდე გზების ინფექციის დროს ავლენს ლეიკოციტების მომატებულ რაოდენობას, ბაქტერიებს ან ნიტრიტების არსებობას.
პიელონეფრიტი
ნიშნები / სიმპტომები
ცხელება, ჟრჟოლა, ლეიკოციტოზი, ფერდქვეშა ტკივილი და თირკმლის მტკივნეულობა.
კვლევები
შარდის ანალიზი პიელონეფრიტის დროს ავლენს ლეიკოციტების მომატებულ რაოდენობას, ბაქტერიებს ან ნიტრიტების არსებობას.
იშემიური კოლიტი
ნიშნები / სიმპტომები
უმეტესად გვხვდება ხანდაზმულებში, რომელთაც აღენიშნებათ გენერალიზებული ათეროსკლეროზი და ვლინდება მუცლის ტკივილითა და სწორი ნაწლავიდან სისხლდენით.
კვლევები
მუცლის რენტგენზე შეიძლება გამოვლინდეს ნაწლავის კედლის შეშუპება და წერტილოვანი წყლულები მარჯვენა ნაწლავში იშემიური კოლიტის ფონზე.
იშემიური კოლიტის დროს CT სკანირება უფრო დეტალურად ავლენს მსგავს ცვლილებებს. დიაგნოზს ადასტურებს ანგიოგრაფია.
შეზღუდული დრეკადი სიგმოიდოსკოპია ჰაერით გაბერვის გარეშე შეიძლება დაგვეხმაროს იშემიური ლორწოვანის გამოსავლენად.
მენჯის ანთებითი დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
გამონადენი შარდსადინრიდან/საშოდან, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მტკიცებულება; საშვილოსნოს ყელის გამოძრავებისას ტკივილი.
კვლევები
პირდაპირი მიკროსკოპიით, კულტურით ან სხვა ტესტებით მიკროორგანიზმების იზოლირება შარდსადინრის/საშოს ნაცხებიდან.
ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
ძირითადად გვხვდება ახალგაზრდა პაციენტებში, რომელთაც რომის IV კრიტერიუმები აღენიშნებათ და სისტემური ავადმყოფობის ნიშნები არ აქვთ.[56]
კვლევები
ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები ნორმაშია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას