მონიტორინგი

პაციენტებზე დაკვირვება ხანგრძლივად უნდა მიმდინარეობდეს, სიმპტომების ხარისხის მიხედვით. ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქრონიკული ანთების შემცირება და ისეთი გამწვავებების გაიშვიათება, რომლებიც ანტიბიოტიკოთერაპიას საჭიროებს. პაციენტებს მოუწოდებენ განაგრძონ ფონური მდგომარეობების მკურნალობა (მაგ. ასთმა, ალერგიული რინიტი). განმეორებითი შეფასებისთვის საჭიროა ნაზალური ენდოსკოპია. პოსტოპერაციული მართვა მოიცავს სერიულ ენდოსკოპიას. პაციენტების კლინიკაში დაბრუნდებიან სიმპტომების განმეორების შემდეგ, 6-12 თვიანი ინტერვალებით, თერაპიაზე პასუხის მიხედვით. სინუსის კულტურა ითესება ინფექციის განმეორების შემთხვევაში, როდესაც ცხვირის ღრუს ქირურგიულად წმენდს ოტორინოლარინგოლოგი. სინუსის ენდოსკოპიური გასუფთავება ან ქირურგიული წმენდა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში ხშირად ტარდება პირველი და სავარაუდოდ მეორე პოსტოპერაციული ვიზიტის დროს. იღებენ ოპერაციის შემდგომ განვითარებულ კოლტებსა და ქერქებს. ენდოსკოპიური კულტურები საჭიროა გამწვავებების შესაფასებლად, რადგანაც ამ შემთხვევაში შესაძლოა სასარგებლო იყოს კულტურაზე ორიენტირებული ანტიბიოტიკოთერაპია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას