ფართოდ გავრცელებული ტოქსიკური მცენარეებით მოწამვლა
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
ყველა პაციენტის
დაკვირვება და სიმპტომური მკურნალობა
მცენარით მოწამვლის უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობის ქვაკუთხედია სიმპტომური თერაპია და დამხმარე მოვლა. რაიმე სპეციფიკური მკურნალობა ან ანტიდოტი საჭიროა მცენარეების ძალიან მცირე რაოდენობის სახეობასთან ექსპოზიციის დროს.[40]Borys DJ, Setzer SC, Hornfeldt CS. A retrospective review of plant exposures as reported to the Hennepin Regional Poison Center in 1985. Vet Hum Toxicol. 1987 Feb;29(1):83-5. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3824883?tool=bestpractice.com
ასიმპტომურ პაციენტებზე, რომელთაც მოგვმართეს შეფასებისთვის პოტენციურად შხამიანი მცენარის მოხმარების შემდეგ, დაკვირვება უნდა მოხდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და ძალისხმევა მიმართული იყოს მცენარის სწორად ამოცნობისკენ.
ღებინების საწინააღმდეგო ± ინტრავენური სითხეები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
მცენარის ტოქსინით გამოწვეული გულისრევის, ღებინების, მუცლის სპაზმური ტკივილის და დიარეის კონტროლი შესაძლოა რთული გახდეს. შესაძლებელია მკურნალობის შემდეგი მეთოდების გამოყენება: ინტრავენური სითხეების გადასხმა, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები და კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი აგენტები, თუმცა მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტის სიმპტომების კონტროლისთვის აღნიშნული ხშირად არასაკმარისია.
გულისრევის სამკურნალოდ შესაძლებელია ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატების, მაგ. ფენოთიაზინების, ბენზოდიაზეპინების, მეთოკლოპრამიდის ან 5-HT3 ანტაგონისტების გამოყენება. თავი უნდა ავარიდოთ ფენოთიაზინების გამოყენებას ღებინების ან გულისრევის დროს იმ მცენარეებით მოწამვლისას, რომლებიც იწვევს გულყრებს ან გულის გამტარებლობის შენელებას (მაგ., ტილჭირი, ურთხელი, ომბალო).
როგორც წესი, პაციენტები შედარებით უკეთ გრძნობენ თავს 24 საათის შემდეგ და არ საჭიროებენ შემდგომ მკურნალობას; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მეთოკლოპრამიდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ 5 დღით (ნებისმიერი ჩვენებით), რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნევროლოგიური ან სხვა არასასურველი ეფექტების განვითარების რისკი. ამ ჩვენებით ის არ არის რეკომენდებული ბავშვებში.[51]European Medicines Agency. European Medicines Agency recommends changes to the use of metoclopramide. July 2013 [internet publication]. http://www.ema.europa.eu/docs/en_GB/document_library/Press_release/2013/07/WC500146614.pdf
პირველადი პარამეტრები
პროქლორპერაზინი: ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 0.4 მგ/კგ/დღეში პერორალურად, დაყოფილი დოზით ყოველ 6-8 საათში ერთხელ; ან 0.1 - 0.15 მგ/კგ კუნთში, ყოველ 6-8 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ; მოზრდილები: 10 მგ პერორალურად, 6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, ან 5-10 მგ ინტრავენურად/ინტრამუსკულარულად ყოველ 4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 40 მგ/დღეში
მეტი პროქლორპერაზინიგამოიყენეთ მხოლოდ ღებინების გახანგრძლივების შემთხვევაში. თავი აარიდეთ მის გამოყენებას, თუ მცენარე იწვევს გულყრებს ან გულის გამტარებლობის შენელებას. ბავშვებში არ გამოიყენოთ ინტრავენურად.
ან
დიაზეპამი: ბავშვები: 0.12-დან 0.8 მგ/კგ-მდე დღეში, პერორალურად, დაყოფილი დოზით ყოველ 6-8 საათში საჭიროებისამებრ. მოზრდილები: 5-10 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
დროპერიდოლი: ბავშვები: 5 მგ/მ2 ინტრავენურად ყოველ 2-4 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 6 დოზა 24 საათში; მოზრდილები: 1.25 - 2.5 მგ ინტრავენურად ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
მეტი დროპერიდოლიგამოიყენეთ მხოლოდ ღებინების გახანგრძლივების შემთხვევაში. თავი აარიდეთ მის გამოყენებას, თუ მცენარე იწვევს გულყრებს ან გულის გამტარებლობის შენელებას.
ან
ონდანსეტრონი: ბავშვები: 8-14 კგ/წონაზე: 2 მგ პერორალურად; ბავშვები 15-30 კგ: 4 მგ პერორალურად; ბავშვები >30 კგ: 8 მგ პერორალურად; მოზრდილები: 0.15 მგ/კგ ინტრავენურად/კუნთში ყოველ 8 საათში ერთხელ
ან
გრანისეტრონი: ბავშვები: 10-20 მიკროგრამი/კგ პერორალურად; მოზრდილები: 2-4 მგ პერორალურად ერთხელ ან ორჯერ დღეში
ან
პრომეთაზინი: ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 0.25-1 მგ/კგ კუნთში/პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ; მოზრდილები: 12.5-25 მგ კუნთში/პერორალურად 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ
მეტი პრომეთაზინიინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების მძიმე დაზიანება, ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ.
მეორეული ვარიანტები
მეტოკლოპრამიდი: ბავშვები 12 წლის ასაკისიდან: დოზირების საკითხზე კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს
კუჭის მჟავიანობის დამაქვეითებელი აგენტები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
შეიძლება ანტაციდების, H2 ანტაგონისტების ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენება.
გასათვალისწინებელია, რომ ციმეტიდინი მეტაბოლიზდება CYP 450 3A4-ის საშუალებით და ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებაში შედის მთელ რიგ მედიკმენტებთან.
პირველადი პარამეტრები
ბისმუტის სუბსალიცილატი: 3-6 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ პერორალურად ყოველ 2-4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 8 დოზა/დღეში; 7-9 წლის ასაკის ბავშვები: 10 მლ პერორალურად ყოველ 2-4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 8 დოზა/დღეში; 10-12 წლის ასაკის ბავშვები: 15 მლ პერორალურად ყოველ 2-4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 8 დოზა/დღეში; ბავშვები 12 წლის ასაკიდან და მოზრდილები: 30 მლ პერორალურად ყოველ 2-4 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ
ან
ალუმინის ჰიდროქსიდი/მაგნიუმის ჰიდროქსიდი: 5-10 მლ პერორალურად ყოველ 4 საათში საჭიროებისამებრ
მეორეული ვარიანტები
ფამოტიდინი: ახალშობილები და 3 თვემდე ასაკის ჩვილები: 0.5-1 მგ/კგ პერორალურად, დღეში ერთხელ; ბავშვები 3 წლის ასაკიდან: 0.5 - 1 მგ / კგ პერორალურად დღეში ორჯერ, მაქსიმუმ 80 მგ დღეში; მოზრდილები: 20 - 40 მგ პერორულად, ერთხელ ან ორჯერ დღეში
ან
ციმეტიდინი: ახალშობილები: 5-20 მგ/კგ ინტრავენურად/ინტრამუსკულარულად/პერორალურად ყოველ 6-12 საათში ერთხელ; ჩვილები: 10-20 მგ/კგ ინტრავენურად/ინტრამუსკულარულად/პერორალურად ყოველ 6-12 საათში ერთხელ; ბავშვები: 20-40 მგ/კგ ინტრავენურად/ინტრამუსკულარულად/პერორალურად ყოველ 6 საათში ერთხელ; მოზრდილები: 300 მგ ინტრავენურად/ინტრამუსკულარულად/პერორალურად ყოველ 6 საათში ერთხელ, მაქსიმუმ 2400 მგ/დღეში
მესამე ვარიანტები
ომეპრაზოლი: ბავშვები: 0.6-0.7 მგ/კგ პერორალურად დღეში ერთხელ; მოზრდილები: 20 მგ პერორალურად დღეში ერთხელ
ან
ესომეპრაზოლი: მოზრდილები: 20-40 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ
ან
პანტოპრაზოლი: მოზრდილები: 40 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ
N-აცეტილცისტეინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ინტრავენური ან პერორალური N-აცეტილცისტეინი შესაძლოა სასარგებლო იყოს პაციენტებში, რომელთაც ჰეპატოტოქსიკური მცენარეების გამო განუვითარდათ ღვიძლის ტოქსიკურობა და დაზიანება ან აღენიშნებათ ჰეპატოტოქსიკურობის რისკი.[41]Stegelmeier BL, Edgar JA, Colegate SM, et al. Pyrrolizidine alkaloid plants, metabolism and toxicity. J Nat Toxins. 1999 Feb;8(1):95-116. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10091131?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
აცეტილცისტეინი: მოზრდილები: 150 მგ/კგ ინტრავენურად 1 საათის განმავლობაში, შემდეგ 50 მგ/კგ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ/კგ 16 საათის განმავლობაში; ან 140 მგ/კგ პერორალურად, შემდეგ 70 მგ/კგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4 საათში ერთხელ
მეტი აცეტილცისტეინიბოლო ინფუზია შეიძლება გაგრძელდეს იმავე სიჩქარით, სანამ ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები არ ალაგდება.
რეფერალი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრში
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გახანგრძლივებული აციდოზი (pH <7.3) მაქსიმალური რეანიმაციული ძალისხმევის მიუხედავად ან ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დარღვევით (მაგ. კოაგულოპათიით), ჰეპატოტოქსიკურობის ოპტიმალური მართვისთვის ესაჭიროებათ რეფერალი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ცენტრში. ღვიძლის დაზიანების ნიშანი და შრატში ამინოტრანსფერაზების ან ბილირუბინის მატება თავისთავად არ წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიზეზს.
ბენზოდიაზეპინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
იმ შემთხვევაში, როდესაც მოწამვლა იწვევს სიმპატომიმეტურ ან ანტიმუსკარინულ კარდიულ ეფექტებს, ნაჩვენებია ტაქიკარდიის სტანდარტული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ინტრავენური ბენზოდიაზეპინების გამოყენებას პაციენტის სედაციისა და ამასთანავე კატექოლამინების გადინების შემცირებისთვის.
პირველადი პარამეტრები
ლორაზეპამი: ბავშვები: 0.05 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 4-8 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 2 მგ/დოზა; მოზრდილები: 2 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
დიაზეპამი: ბავშვები: 0.04-0.2 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-4 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 0.6 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ; მოზრდილები: 5-10 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
მიდაზოლამი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 0.05-0.1 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-3 წუთში, მაქსიმუმ 6 მგ; 6-12 წლის ასაკის ბავშვები: 0.025-0.05 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-3 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 10 მგ; მოზრდილები: 2-4 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 10 მგ
ატროპინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ბრადიკარდიის მკურნალობა დამოკიდებული უნდა იყოს ჰემოდინამიკური დარღვევის სიმძიმესა და პარკუჭშიდა გამტარებლობის დაყოვნებაზე, ატროპინის, ვაზოპრესორების/ინოტროპულების ან ჩვენების მიხედვით, პეისმეიკერის გამოყენებით.
პირველადი პარამეტრები
ატროპინი: ბავშვები: 0.02 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 5 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 1 მგ; მოზრდილები: 0.5 მგ ინტრავენურად ყოველ 3-5 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 3 მგ
ვაზოპრესორები/ინოტროპულები ან პეისმეიკერი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ბრადიკარდიის მკურნალობა დამოკიდებული უნდა იყოს ჰემოდინამიკური დარღვევის სიმძიმესა და პარკუჭშიდა გამტარებლობის დაყოვნებაზე, ატროპინის, ვაზოპრესორების/ინოტროპულების ან ჩვენების მიხედვით, პეისმეიკერის გამოყენებით.
დიგოქსინ- სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტები
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
აღწერილია რამდენიმე შემთხვევა დიგოქსინ-სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტების (digoxin immune Fab) გამოყენების თაობაზე ბრადიკარდიისა და ჰიპოტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც მოიწამლნენ საგულე გლიკოზიდების შემცველ მცენარეთა კონცენტრატების მიღების შემდეგ. აღნიშნული ყველაზე კარგად დოკუმენტირებულია ოლეანდრეთი მოწამვლისთვის.
დოზირების რეკომენდაციები ემპირიულია და ეფუძნება კლინიკურ მონაცემებს. ეს მოიცავს 30 ფლაკონს კრიტიკულად მძიმე ან არასტაბილური პაციენტებისთვის, უფრო შერჩევითი დოზირება (თავდაპირველი დოზა- 5 ფლაკონი, შემდეგ ტიტრაცია 5 ფლაკონით ზრდა, სიმძიმის მიხედვით) გამოიყენება სტაბილურ, სიმპტომურ პაციენტებში.[9]Dasgupta A, Hart AP. Rapid detection of oleander poisoning using fluorescence polarization immunoassay for digitoxin: effect of treatment with digoxin-specific Fab antibody fragment (ovine). Am J Clin Pathol. 1997 Oct;108(4):411-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/9322594?tool=bestpractice.com [52]Roberts DM, Buckley NA. Antidotes for acute cardenolide (cardiac glycoside) poisoning. Cochrane Database Syst Rev. 2006 Oct 18;(4):CD005490. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD005490.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17054261?tool=bestpractice.com
დოზა შეყვანა ხდება ინტრავენურად 15-30 წუთის განმავლობაში. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 1-3 საათში. საბოლოო შედეგია არითმიის, ჰიპოტენზიის კუპირება და ნორმოკალიემია.
იმის გამო, რომ მცენარეებით მოწამვლისას შრატში დიგოქსინის დონე არ არის 100%-იანი ჯვარედინი რეაქციის მქონე, ეს დონე არ უნდა გამოიყენოთ დიგოქსინ- სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტების დოზის გამოსათვლელად. დოზირება მსგავსია ბავშვებსა და მოზრდილებში; თუმცა უფრო მაღალი დოზის გამოყენებისას გასათვალისწინებელია სითხით ჭარბად დატვირთვა.[52]Roberts DM, Buckley NA. Antidotes for acute cardenolide (cardiac glycoside) poisoning. Cochrane Database Syst Rev. 2006 Oct 18;(4):CD005490. https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD005490.pub2/full http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17054261?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
დიგოქსინ- სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტები: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.
ნატრიუმის ბიკარბონატი ± კალიუმით შევსება, თუ ჰიპოკალიემიაა
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
თუ პაციენტი მოწამლულია კარდიოტოქსიკური მცენარეებით, რომლებიც იწვევს QRS კომპლექსის გახანგრძლივებას 100 მილიწამზე მეტად, უნდა ჩაუტარდეს შრატის გატუტიანება ინტრავენური ბიკარბონატით.
ნატრიუმის ბიკარბონატი უნდა მიეწოდოს პირდაპირი ინტრავენური ინექციით- 1-2 მილიექვ./კგ, შემდეგ უწყვეტი ინფუზიით 150 მილიექვ./ლ გახსნილი 5%-იან დექსტროზას ხსნარში 200-250 მლ/წთ სიჩქარით (1/5-2x შემანარჩუნებელი სითხეები). ტიტრაცია ისე, რომ შრატის pH იყოს 7.45-7.55 . ჰიპოკალიემია (კალიუმი <3.8 მილიექვ./ლ) შეიძლება გამოწვეული იყოს ნატრიუმის ბიკარბონატით, რადგან კალიუმი უჯრედის შიგნით გადანაცვლდება; შესაბამისად, საჭიროა კალიუმის შევსება.
ბენზოდიაზეპინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
მცენარის მოწამვლით გამოწვეული ნევროლოგიური ტოქსიკურობის მკურნალობა ტარდება ბენზოდიაზეპინებით, რათა შემცირდეს კატექოლამინების სიჭარბე და გაიზარდოს გულყრების განვითარების ზღურბლი.
პირველადი პარამეტრები
ლორაზეპამი: ბავშვები: 0.05 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 4-8 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 2 მგ/დოზა; მოზრდილები: 2 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
დიაზეპამი: ბავშვები: 0.04-0.2 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-4 სთ ერთხელ საჭიროებისამებრ, არაუმეტეს 0.6 მგ/კგ ყოველ 8 საათში ერთხელ; მოზრდილები: 5-10 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
ან
მიდაზოლამი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 0.05-0.1 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-3 წუთში, მაქსიმუმ 6 მგ; 6-12 წლის ასაკის ბავშვები: 0.025-0.05 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 2-3 წუთში ერთხელ, მაქსიმუმ 10 მგ; მოზრდილები: 2-4 მგ ინტრავენურად ყოველ 1-2 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 10 მგ
ფენობარბიტალი ან პროპოფოლი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
რადგანაც მცენარეებით გამოწვეული გულყრების დიდი ნაწილის აქტივობა გამაამინოერბომჟავას (GABA) ინჰიბირებას უკავშირდება, ბენზოდიაზეპინების გარდა შეიძლება ეფექტური იყოს სხვა GABA აგენტები. ესაა ბარბიტურატები, მათ შორის ფენობარბიტალი. ის ანტიკონვულსანტია, რომელიც შესაძლოა ეფექტური იყოს გახანგრძლივებული მოქმედების გამო და შეუძლია მცენარეების მოწამვლით გამოწვეული მრავლობითი, განმეორებითი გულყრების კონტროლი. ის ასევე მოქმედებს ბენზოდიაზეპინების სინერგიულად. ფენობარბიტალის დიდი დოზით მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის დათრგუნვა.
შესაძლო ალტერნატიული აგენტია პროპოფოლი, გამაამინოერბომჟავას (GABA) აგონიზმისა და N-მეთილ-D-ასპარტატ-ის (NMDA) ანტაგონიზმის გამო. თუმცა, პროპოფოლის ანტიკონვულსიური ეფექტი იხსნება მედიკამენტის შეწყვეტის შემდეგ.
პირველადი პარამეტრები
ფენობარბიტალი: 5 მგ/კგ ინტრავენურად ყოველ 15-30 წუთში, ჯამური დოზა 15-20 მგ/კგ
ან
პროპოფოლი: 5 მიკროგრამი/კგ/წთ ინტრავენურად 10-15 წუთი, შემდეგ გაზარდეთ დოზა 5-10 მიკროგრამი/კგ/წთ-ში ყოველ 10-15 წუთში ზოგადი ანესთეზიის მისაღწევად და ეეგ იმპულსების სუპრესიისთვის
ციანიდის ანტიდოტი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ციანოგენური გლიკოზიდებით (მაგ. კასავა ან კურკოვანი კულტურები) მოწამლულ სიმპტომურ პაციენტებს მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ ციანიდის ანტიდოტით, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურაში აღწერილი არ არის აღნიშნულის თაობაზე.
დოზირების რეკომენდაციები ისეთივეა, როგორიც ციანიდის ანტიდოტების რუტინული გამოყენებისას.
Nithiodote® შეიცავს ნატრიუმის ნიტრიტს და ნატრიუმის თიოსულფატს. Cyanokit® შეიცავს ჰიდროქსიკობალამინს. ნატრიუმის ნიტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოტენზია. ჰიდროქსიკობალამინმა შეიძლება გამოიწვიოს კანის შეწითლება და შეცვალოს კოლორიმეტრული ლაბორატორიული ტესტები (მაგ., კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციური სინჯი). ამ ნაკრების ბრენდის სახელები არის აშშ-ს ბრენდის სახელები და ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვა ქვეყნებში; გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ადგილობრივი წამლის ფორმულირებით ან პროტოკოლით
თუ ციანიდის ანტიდოტები ხელმისაწვდომი არ არის, დამხმარე ღონისძიებების (მაგ., ოქსიგენაციის და ინტუბაციის) სათანადოდ ჩატარება ხშირად დაკავშირებულია კარგ გამოსავალთან.
პირველადი პარამეტრები
ნატრიუმის ნიტრიტი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
და
ნატრიუმის თიოსულფატი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
ან
ჰიდროქსიკობალამინი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
ტრანსფუზია საჭიროებისამებრ + ინფექციაზე მონიტორინგი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ანემიის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ტრანსფუზია.
თუ პაციენტს უვლინდება თრომბოციტოპენია, შეიძლება საჭირო გახდეს თრომბოციტების ტრანსფუზია.
პანციტოპენია და სისხლის ყველა შტოს ზოგადი დაქვეითება ლეიკოციტების ჩათვლით (ნეიტროპენია) იწვევს იმუნუკომპრომისს, რის გამოც საჭიროა ინფექციებზე გაძლიერებული მონიტორინგი. სასარგებლო დამატებითი ნაბიჯი შეიძლება იყოს ერითროპოეტინის ან გრანულოციტების მასტიმულირებელი ფაქტორის გამოყენება.
ფიტომენადიონი (K ვიტამინი), საჭიროებისამებრ
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა გამოწვეულია მცენარიდან გამოყოფილი კუმარინის ნაერთით, K ვიტამინმა შეიძლება შეაჩეროს კოაგულოპათია. K ვიტამინის ანტაგონისტებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მართვის რეკომენდაციები INR-ის (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის) მომატებისას შეიძლება შეიცვალოს ინდივიდუალურად, თუ დაფიქსირდა მცენარეული კუმარინის დერივატების მოწამვლით გამოწვეული კოაგულოპათია. აღნიშნული რეგულირდება ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლით.[47]Holbrook A, Schulman S, Witt DM, et al; American College of Chest Physicians. Evidence-based management of anticoagulant therapy: antithrombotic therapy and prevention of thrombosis, 9th ed: American College of Chest Physicians evidence-based clinical practice guidelines. Chest. 2012 Feb;141(2 suppl):e152S-e184S. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3278055 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/22315259?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
ფიტომენადიონი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
ტოპიკური ემოლიენტი და კორტიკოსტეროიდი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
საპნითა და წყლით დეკონტამინაციის შემდეგ მცენარით მოწამვლის დერმატოლოგიური გამოვლინების უმეტესობა ექვემდებარება ტოპიკური ემოლიენტებითა და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობას.
პირველადი პარამეტრები
ჰიდროკორტიზონი ადგილობრივად: (1%-დან 2.5%-მდე) წაუსვით დაზიანებულ არე(ებ)ს სამ- ან ოთხჯერ დღეში საჭიროების შემთხვევაში
კარიოპულმონური რეანიმაცია + რეჰიდრატაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
დამხმარე მოვლა გადამწყვეტია, ინტენსიურ კარდიოპულმონურ მონიტორინგთან და აციდემიის კორეგირებისთვის ინტრავენურად სითხის გადასხმასთან ერთად.
კარდიოფილტვის მონიტორინგი, ტემპერატურის მონიტორინგი, სითხის რეანიმაცია ± ფიზოსტიგმინი ან რივასტიგმინი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ანტიმუსკარინული ტოქსიკურობის მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს დამხმარე მოვლას, კარდიოპულმონურ და ტემპერატურის მონიტორინგს და ინტრავენური სითხის გადასხმას.[50]43rd International Congress of the European Association of Poisons Centres and Clinical Toxicologists (EAPCCT), 23–26 May 2023, Palma de Mallorca, Spain. Clin Toxicol. 2023;61(suppl 1):1-129. https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15563650.2023.2192024
ფიზოსტიგმინი შეიძლება ნაჩვენები იყოს პაციენტებში, რომელთაც აქვთ მკაფიოდ გამოხატული ანტიმუსკარინული ტოქსიდრომი და უვლინდებათ მძიმე ცენტრალური ტოქსიკურობა შეცვლილი ფსიქიკური სტატუსით, დელირიუმით, რომელიც საჭიროებს ქიმიურ და/ან ფიზიკურ გაკავებას. ანტიმუსკარინული ტოქსიკურობის დროს ფიზოსტიგმინის გამოყენების შემთხვევები იზრდება და არსებობს სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ის ეფექტურია და აქვს მინიმალური ქოლინერგული გვერდითი ეფექტები.[48]Watkins JW, Schwarz ES, Arroyo-Plasencia AM, et al. The use of physostigmine by toxicologists in anticholinergic toxicity. J Med Toxicol. 2015 Jun;11(2):179-84. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4469718 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25510306?tool=bestpractice.com [49]Moore PW, Rasimas JJ, Donovan JW. Physostigmine is the antidote for anticholinergic syndrome. J Med Toxicol. 2015 Mar;11(1):159-60. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4371033 http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25339374?tool=bestpractice.com Physostigmine არ არის კომერციულად ხელმისაწვდომი შეერთებულ შტატებში, მაგრამ ის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი დროებითი იმპორტის სერვისით საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის მეშვეობით.[38]U.S Food and Drug Administration. Temporary importation of anticholium ® (physostigmine salicylate) ampules with foreign, non-U.S. labeling to address supply shortage. Sep 2023 [internet publication]. https://www.fda.gov/media/173483/download?attachment [39]U.S. Food and Drug Administration. Temporary importation available for physostigmine injection. Oct 2023 [internet publication]. https://www.fda.gov/drugs/drug-shortages/october-31-2023-temporary-importation-available-physostigmine-injection ფიზოსტიგმინი შეიძლება ასევე არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ქვეყნებში; გაიარეთ კონსულტაცია თქვენი ადგილობრივი წამლის ფორმულირებისთვის.
ეკგ რეკომენდირებულია ფიზოსტიგმინის გამოყენებამდე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს არითმიები. არ არის რეკომენდებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით საეჭვო ან ცნობილი ინტოქსიკაციის მქონე პაციენტებში. შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა, კრუნჩხვები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია ატროპინით. ფიზოსტიგმინის გამოყენებამდე რეკომენდებულია კონსულტირება ტოქსიკოლოგიის ცენტრთან, რადგან საჭიროა შესაბამისი გარემო და მიღებაზე მონიტორინგი.
თუ ფიზოსტიგმინი არ არის ხელმისაწვდომი, ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს რივასტიგმინის გამოყენებას; თუმცა, ეს არის არალეიბლური გამოყენება.[50]43rd International Congress of the European Association of Poisons Centres and Clinical Toxicologists (EAPCCT), 23–26 May 2023, Palma de Mallorca, Spain. Clin Toxicol. 2023;61(suppl 1):1-129. https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/15563650.2023.2192024
პირველადი პარამეტრები
ფიზოსტიგმინი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
მეორეული ვარიანტები
რივასტიგმინი: დოზირების შესახებ იხ. ადგილობრივი სპეციალისტის პროტოკოლი
კარდიოპულმონური მონიტორინგი, ტემპერატურის მონიტორინგი + რეჰიდრატაცია
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ქოლინომიმეტიკური ტოქსიკურობა მეტწილად დამხმარე ჩარევებით, კარდიოპულმონური და ტემპერატურის მონიტორინგით და ინტრავენური გადასხმებით იმართება.
ატროპინი ან იპრატროპიუმი
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
ატროპინი გამოიყენება ბრონქორეის, ბრონქოსპაზმის, ბრადიკარდიის და ფილტვის შეშუპების სამკურნალოდ. მას ემატება ოქსიგენაცია, სუნთქვის დამხმარე დამატებითი თერაპია, ენდოტრაქეული ინტუბაცია ან საჭიროებისამებრ- მექანიკური ვენტილაცია.
იპრატროპიუმი შეიძლება გამოგვადგეს ბრონქოსპაზმის მოსახსნელად.
პირველადი პარამეტრები
ატროპინი: ბავშვები: დოზირების თაობაზე გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან; მოზრდილები: თავდაპირველად 2 მგ ინტრავენურად, შემდეგ გაორმაგებული დოზებით (მაგ. 4 მგ, 8 მგ, 16 მგ და ა.შ.) ყოველ 5 წუთში ერთხელ მანამ, სანამ სეკრეცია არ გაკონტროლდება
ან
საინჰალაციო იპრატროპიუმი: (20-40 მიკროგრამი) 1-2 შესხურება ყოველ 6-8 საათში ერთხელ: ან 250-500 მიკროგრამი ნებულაიზერით ყოველ 6-8 საათში ერთხელ
ქიმიური კარდიოვერსია ან გარე ცირკულატორული დახმარება (ინტრააორტული ბალონური ტუმბო ან ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია ან მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა ან აორტოკორონარული შუნტირება)
დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან
მაგნიუმის სულფატი, ფლეკაინიდი, ამიოდარონი არჩევის პირველი რიგის თერაპიაა აკონიტინთან დაკავშირებული ვენტრიკულური არითმიის დროს, რომელიც ხშირად რეფრაქტერულია კარდიოვერსიის მიმართ. თუ ვენტრიკულური არითმია აღინიშნება გახანგრძლივებული QTc-ის ფონზე, ამიოდარონი შეიძლება არ იყოს სათანადო მედიკამენტი, რადგან ის ბლოკავს კალიუმის არხებს. თუ აღნიშნული მკურნალობა წარუმატებელია და გამოხატულია კარდიოგენული შოკი, შეიძლება განიხილებოდეს შემდეგი ვარიანტები: ინტრააორტული ბალონური ტუმბოს გამოყენება, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაცია, მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა ან აორტოკორონარული შუნტირება.[10]Chan TY. Aconite poisoning. Clin Toxicol (Phila). 2009 Apr;47(4):279-85. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19514874?tool=bestpractice.com [43]Adaniya H, Hayami H, Hiraoka M, et al. Effects of magnesium on polymorphic ventricular tachycardias induced by aconitine. J Cardiovasc Pharmacol. 1994 Nov;24(5):721-9. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/7532749?tool=bestpractice.com [44]Sawanobori T, Adaniya H, Hirano Y, et al. Effects of antiarrhythmic agents and Mg2+ on aconitine-induced arrhythmias. Jpn Heart J. 1996 Sep;37(5):709-18. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8973383?tool=bestpractice.com [45]Kolev ST, Leman P, Kite GC, et al. Toxicity following accidental ingestion of Aconitum containing Chinese remedy. Hum Exp Toxicol. 1996 Oct;15(10):839-42. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/8906434?tool=bestpractice.com [46]Clara A, Rauch S, Überbacher CA, et al. High-dose magnesium sulfate in the treatment of aconite poisoning [in German]. Anaesthesist. 2015 May;64(5):381-4. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25812545?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
მაგნიუმის სულფატი: ბავშვები: 25-50 მგ/კგ ინტრავენურად 10-20 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმ 2 გ/დოზა; მოზრდილები: 1-2 გ ინტრავენურად 5-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ 3-20 მგ/წთ ინფუზია (მაქსიმუმ 12 გ/24 სთ)
მეტი მაგნიუმის სულფატიმოზრდილებში გამოყენებულია უფრო მაღალი საწყისი დოზა, 6 გრამამდე; თუმცა, აღნიშნული მაღალი დოზის თაობაზე საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.
ან
ამიოდარონი: ბავშვები და მოზრდილები: დოზაზე მითითებისთვის მიიღეთ სპეციალისტის კონსულტაცია
ან
ფლეკანიდი: ბავშვებში: დოზირებასთან დაკავშირებით მიმართეთ სპეციალისტს; მოზრდილებში: 200-300 მგ პერორალურად, ერთჯერადი დოზის სახით
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას