მონიტორინგი

როგორც წესი, საყურადღებო ნიშნებისა და სიმპტომების უმეტესობა ვითარდება მცენარით მოწამვლიდან ხანმოკლე პერიოდში, შესაბამისად, ხანგრძლივი შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი აუცილებელი არ არის. მნიშვნელოვანი გამონაკლისია პიროლიზიდინურ ალკალოიდებთან (მაგ. თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები და სათოვლიას ალკალოიდები [სათოვლია]) ექსპოზიციის შემდგომ განვითარებული ღვიძლის ტოქსიკურობა. ღვიძლის ფუნქციის ინტენსიური მონიტორინგი საჭიროა სიმპტომების ალაგებამდე ან ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე. სიმპტომების კუპირებამდე დაუშვებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებიდან ან საავადმყოფოდან პაციენტების სახლში გაწერა. მონიტორინგის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაცინეტის ინდივიდუალური რისკის შეფასებაზე. სათოვლიას მნიშვნელოვანი რაოდენობით მიღების შემდეგ პაციენტებმა შეიძლება დაძლიონ მწვავედ განვითარებული გულისრევა, ღებინება და სისტემური უკმარისობა მხოლოდ იმისთვის, რომ 5-7 დღის შემდეგ არ განვითარდეს ძვლის ტვინის უკმარისობა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@16c980a9

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას