მიდგომა
მცენარით მოწამვლის შემდეგ კლინიკური გამოვლინება მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტულად მოხმარებულ მცენარეზე. ზოგადად, სიმპტომები ვითარდება მცენარის (ან მისგან დამზადებული კონცენტრირებული ექსტრაქტის ან ნახარშის) დიდი რაოდენობით მოხმარებისას. შხამიანი მცენარის იდენტიფიცირებისთვის კლინიცისტებს მართებთ სრული ძალისხმევა, თუმცა მკურნალობის ფოკუსი უნდა იყოს გამოვლენილი სიმპტომები, ვიდრე მცენარის მოხმარების შესაძლო შედეგები.[1]ასიმპტომურ პაციენტებზე, რომელთაც მოგვმართეს შეფასებისთვის პოტენციურად შხამიანი მცენარის მოხმარების შემდეგ, დაკვირვება უნდა მოხდეს რამდენიმე საათის განმავლობაში და ძალისხმევა მიმართული იყოს მცენარის სწორად ამოცნობისკენ. ზოგიერთი ძლიერტოქსიკური მცენარეებით მოწამვლისას (მაგ., შხამიანი ან წყლის კონიო/დაწინწკლული კონიო, შროშანა, სათოვლია, გლორიოზა, ფეხფოთოლა, "კიბორჩხალას თვალები", ურთხელის ფოთლები) შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ინტენსიური შეფასება და დაკვირვება.
ანამნეზის ფაქტორები
ანამნეზის შეკრებისას გვეხმარება როგორც მიღებული მცენარის რაოდენობისა და მისი მიღების გზის, ასევე მცენარის ტიპის განსაზღვრა. მაგალითად, ნეიროტოქსიკური სიმპტომების განვითარებისთვის კაქტუს მესკალის სულ მცირე რაოდენობაც საკმარისია, მაშინ, როდესაც იგივე ეფექტის მისაღებად ჯავზის დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. ზოგადად, ბავშვების მიერ გადაყლაპული მცენარეების რაოდენობა მეტწილად მცირეა და ისინი ხშირად ამოცნობილი/იდენტიფიცირებულია.[1]მოზრდილების მიერ მოკრეფილი/შეგროვებული და საკვებად მიღებული ველური მცენარეები ხშირად მცდარად არის ამოცნობილი და ჩვეულებრივ, მისი დიდი რაოდენობაა მოხმარებული. მოწამვლას ყველაზე სავარაუდოდ იწვევს მცენარისგან მომზადებული კონცენტრატები (ნახარშის სახით ან გამოწურვის გზით მიღებული). მოხმარების აღნიშნული მეთოდი ტოქსიკურობის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია.[1]
სიმპტომების აღწერა ძალიან მნიშვნელოვანია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმურ ტკივილს, ღებინებას და/ან დიარეას შესაძლოა უჩიოდნენ ის პაციენტები, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ჭიაფერა, ამერიკული ჭიაფერა, ბაძგის/ჭყორის კენკრა (როგორც წესი, 6 ან მეტი), თეთრი ფითრის კენკრა, მჟაველა ან იპეკო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
პაციენტები, რომლებაც ალიმენტური გზით მიიღეს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა ან მწვანე ჩაის კაფსულა, შესაძლოა უჩიოდნენ ღვიძლის მწვავე უკმარისობის სიმპტომებს (მაგ. კანის სიყვითლეს, კონფუზიას, მეხსიერების პრობლემებს, პიროვნულ ცვლილებებს, ლეთარგიას).[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

გულ-სისხლძარღვთა სიმპტომები (მაგ., გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ქოშინი, დაღლილობა, გულის ფრიალი) ვითარდება პაციენტებში, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს: ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, ზღვის ხახვი, ლურჯი კოჰოში, შხამიანი კონიო/დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე/პარაგვაული ჩაი, ბალა, ეფედრა ან კათი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

პაციენტები, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს, ნაზალურად ან პერორალურად შეისუნთქეს აბილილის, ლემას, ყაყაჩოს თესლები, აბზინდა, მარიხუანა, კოკა, კაქტუსი მესკალი (მცირე რაოდენობაც საკმარისია), ჰავაის ვარდი, კალეა/"ოცნების ყვავილი", ნარკოტიკული სალბი, კრატომი, ან დიდი რაოდენობით ჯავზი, შესაძლოა უჩიოდნენ ჰალუცინაციებს და/ან კონფუზიას.
ტილჭირის, ჯუნგაარის ტილჭირის, "ეშმაკის ჩაფხუტის", ქუჩულას/გულისამრევი თხილის, სტრიქნოსის თესლის, Chondrodendron tomentosum, შხამიანი სტრიქნოსის, ჩვეულებრივი მატიტელას, იელის, მანანასებრის, კალმიას სახეობების, ხეშავის, კოიოტილას ან ტულიდორას ალიმენტური გზით მიღებისას, პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ კიდურების სისუსტეს, დაბუჟებას ან ტკივილს.
პაციენტები, რომლებმაც მიიღეს ციკუტა/წყლის კონიო, ციკუტას სხვა სახეობები, ავშანი, აბზინდა, ასფურცელა, სალბი, ქუჩულა/გულისმარევი თხილი, სტრიქნოსის თესლი, ყვითელი ჟასმინი (Gelsemium sempervirens) ან ბადიანი, შესაძლოა კლინიკაში გულყრების განვითარების შემდეგ მოხვდნენ. გულყრები ხასიათდება გენერალიზებული კუნთოვანი სპაზმითა და მიოკლონიით, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური სტატუსის ცვლილება.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ავშანი/აბზინდაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
კანის გაღიზიანება ან ლორწოვანი გარსის ტკივილი/წვა შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს: ფილოდენდრონი, კალადიუმი("ანგელოზის ფრთები"), მჟველა, სპატიფილუმი, ჩილი ან ცხარე/კაიენის წიწაკა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
მძიმე სისხლდენის სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს: ყვითელთავთავა, დიპტერიქსი, ენდრონიკა, ძიძო, წითელი სამყურა ან ცხენისწაბლა. სისხლდენა შეიძლება იყოს ხილული (მაგ., ეპისტაქსისი, მელენა, ვაგინალური ჰემორაგია, ჰემატურია, ჰემატემეზისი, ჰემოფთიზი, პეტექიური ლაქები) ან ფარული, რომელიც სისხლდენის წარმოშობის შესაბამისად ვლინდება სხვადასხვა სიმპტომებით (მაგ., თავის ტკივილი, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, სინკოპე, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, მუცლის ტკივილი ან კუნთების ტკივილი და შეშუპება).
პაციენტები, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს სათოვლია, მადაგასკარის გველის სურო, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლა, პოდოფილის/ფეხფოთოლას სახეობები, აბუსალათინი (Ricinus communis) ან აკეს ნაყოფი, შესაძლოა უჩიონენ ძვლის ტვინის სუპრესიასთან დაკავშირებულ სიმპტომებს, რაც კლინიკურად ვლინდება სისუსტით, ქოშინით, კანის სიფერმკრთალით, სისხლნაჟღენთების ადვილად განვითარებით, პეტექიებით, მუცლის ტკივილის, ცხელების, გამონაყრისა და დიარეის სახით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

ანტიმუსკარინულ სიმპტომებს (მაგ., ცხელებას, კანის სიმშრალეს, კანის ჰიპერემიას, ჰალუცინაციებს, შარდის გამოყოფის გაძნელებას და ღებინებას) შესაძლოა უჩიოდნენ პაციენტები, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს, ნაზალურად ან პერორალურად შეისუნთქეს: ლემას თესლები, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა ან ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი.[16]
პაციენტები, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს: არეკის კაკალი, ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი და პილოკარპუსის გვარის მცენარეები, შესაძლოა უჩიოდნენ მუსკარინულ სიმპტომებს (ოფლიანობას, გულის წასვლის შეგრძნებას, თავბრუსხვევას, ქოშინს, დაღლილობას, გულის ფრიალს და დიარეას).[25]
ძლიერი ღებინება, ოფლიანობა, ტრემორი, ცხელება, გულის ფრიალი, გულყრები და ქოშინი შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს: ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა ან თამბაქო.[8]
პაციენტები, რომელთაც გადაყლაპეს კასავა/მანიჰოტი ან კურკუროვანი მცენარეები, შეიძლება უჩიოდნენ გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, ქოშინს, ჰიპერვენტილაციას და, მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით, თავი ტკივილსა და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას.[26]
ფიზიკური გამოკვლევა
გასინჯვით მიღებული მონაცემები ასევე მნიშვნელოვანია.
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების, თავყვითელას, თავყვითელას სხვა სახეობების, კროტალარიას, ჰელიოტროპის სახეობების, ატრაქტილისის, კავას ან მწვანე ჩაის კაფსულების ალიმენტური გზით მიღებისას, პაციენტების შესაძლოა ჰქონდეთ ღვიძლის მწვავე უკმარისობის ნიშნები (მაგ. სიყვითლე, ცნობიერების დარღვევა, ასტერიქსისი, ასციტი, ხელისგულის ერითემა, ობობასებრი ანგიომა).[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

სუსტი პულსი, ბრადიკარდია და/ან ჰიპოტენზია შესაძლოა აღინიშნოთ პაციენტებს, რომლებმაც გადაყლაპეს ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე ან ზღვის ხახვი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

ტაქიკარდია და ჰიპერტენზია შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე/პარაგვაული ჩაი, ბალა, ეფედრა, ნარინჯი ან კათი.
პაციენტებს, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ტილჭირი, ჯუნგაარის ტილჭირი,"ეშმაკის ჩაფხუტი", ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი, Chondrodendron tomentosum, შხამიანი სტრიქნოსი, ჩვეულებრივი მატიტელა, იელი, მანანასებრნი, კალმიას სახეობები, ხეშავი, კოიოტილა ან ტულიდორა, შესაძლოა აღენიშნოს სისუსტე და მგრძნობელობის დაქვეითება ნევროლოგიური გასინჯვის დროს.
ანტიმუსკარინული ნიშნები, მათ შორის მიდრიაზი (თვალის გუგების გაფართოება), ცხელება, კანის სიმშრალე, ჰიპერემიული კანი, ტაქიკარდია და შარდის შეკავება შესაძლოა გამოუვლინდეთ პაციენტებს, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ლემას თესლები, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა ან ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი.[16]
მუსკარინული ნიშნები, მათ შორის მიოზი (თვალის გუგების შევიწროება), დიაფორეზი, ბრადიკარდია, ჰიპოტენზია და ფილტვის აუსკულაციით ბაზალურ წილებში ხიხინი შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტებთან, რომლებმაც გადაყლაპეს არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი ან პილოკარპუსის გვარის მცენარეები.[25]
დიაფორეზის ნიშნები, მიდრიაზი, ფასციკულაცია, ცხელება, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია და სუნთქვის დათრგუნვა შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტებში, რომლებმაც მიიღს ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო.[8][32]
კვლევები
ნებისმიერი შხამიანი მცენარის ალიმენტური გზით მიღებისას პაციენტს რუტინული გასინჯვის ფარგლებში უტარდება ეკგ.
არითმია შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც მიიღეს: ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, ზღვის ხახვი, ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, მწვანე ჩაი, მატე, ბალა ან ეფედრა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].

ბრადიარითმია გულის ბლოკადით ან მის გარეშე შესაძლოა დაფიქსირდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე ან ზღვის ხახვი.
ტაქიარითმია შესაძლოა გამოვლინდეს იმ პაციენტების ეკგ-ზე, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე, ბალა, ეფედრა ან კათი.
ეკგ-ზე ვენტრიკულური არითმია შესაძლოა დაფიქსირდეს იმ პაციენტებთან, რომლებმაც გადაყლაპეს ურთხელის ფოთლები ან თესლები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
ლაბორატორული ტესტები
სისხლის საერთო ანალიზი შეიძლება დაგვეხმაროს მცენარით ინდუცირებული ძვლის ტვინის სუპრესიის შეფასებაში ან შინაგანი სისხლდენის ნიშნების გამოაშკარავებაში; შრატის ელექტროლიტები, შარდოვანა და კრეატინინი შესაძლოა სასარგებლო იყოს მცენარით ინდუცირებული გასტროენტერიტის/ნეფროტოქსინების შესაფასებლად.
არტერიული სისხლის აირებისა და შრატის ლაქტატის განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ციანოგენური გლიკოზიდის შემცველი მცენარეების მიღების ან მცენარით გამოწვეული გულყრის შემდეგ აციდოზის შესაფასებლად.
საგულე გლიკოზიდის შემცველი მცენარეების მიღების შემდეგ შრატში შეიძლება დადებითი იყოს დიგოქსინის დონე, მაგრამ იმის გამო, რომ ანალიზის ჩატარებისას ვლინდება განსხვავება შეკავშირების აფინურობას შორის, შრატში მისი დონე არ არის გამოსადეგი და მკურნალობა ეფუძნება სიმპტომების სიმძიმეს. საგულე გლიკოზიდების მიღების მიუხედავად, კვლევის შედეგები შესაძლოა უარყოფითი იყოს.
ღვიძლის ფუნქციური სინჯი სასარგებლოა პოტენციურად ჰეპატოტოქსიკური მცენარეების ალიმენტური გზით მიღების შემდეგ, ხოლო საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების ტესტი (INR) კი დაგვჭირდება იმ მცენარეებით მოწამვლისას, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა/ჰეპატოტოქსიკურობა.
ხსნადი ოქსალატის შემცველი მცენარეების (რევანდის, ღოლოს, მჟაუნას, კარამბულას) მიღების შემდეგ შეიძლება დაქვეითდეს შრატში კალციუმის დონე.
აკეს მკვახე ნაყოფის გადაყლაპვის შემდეგ შრატში შესაძლოა დაქვეითებული იყოს გლუკოზის დონე.
ტროპონინების დონის განსაზღვრა შეიძლება კარდიოტოქსიკურობის პროგნოზული მაჩვენებელი იყოს კოლხიცინით მოწამვლისას.
პაციენტებს, რესპირატორული ან კარდიოვასკულური სიმპტომებით (მაგ., ქოშინით, ხველით, ტკივილით გულმკერდის არეში) ესაჭიროებათ გულმკერდის რენტგენოგრაფია.
ფილტვის არაკარდიოგენული შეშუპება შეიძლება აღენიშნებოდეთ პაციენტებს, რომლებმაც ალიმენტური გზით მიიღეს არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი ან პილოკარპუსის გვარის მცენარეები. აღნიშნული შესაძლოა გამოვლინდეს გულმკერდის რენტგეონგრაფიაზეც, რაც თავის მხრივ მოწამვლის სიმძიმეზეა დამოკიდებული.
ფიზოსტიგმინზე პასუხი ანტიმუსკარინული ეფექტის მქონე მცენარით მოწამვლის შესაძლო შემთხვევაში
ფიზოსტიგმინი აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორია, რომელიც მოქმედებს ხანმოკლე პერიოდის (0.5-6 საათი) განმავლობაში და შეუძლია მოკლე დროში მოხსნას ზოგიერთი მედიკამენტისა და ტოქსინის ანტიმუსკარინული ეფექტი.
ანტიმუსკარინული მცენარით მოწამვლის დროს, როდესაც პაციენტის ცხელების, ტაქიკარდიის და ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილების ეტიოლოგია აუხსნელია, შეიძლება საჭირო გახდეს ფიზოსტიგმინის, როგორც დიაგნოსტიკური დამხმარე საშუალების გამოყენება. ფიზოსტიგმინზე პასუხი გვეხმარება გავარჩიოთ ანტიმუსკარინული მოწამვლა სხვა ეტიოლოგიისაგან, როგორიცაა ინფექცია ან სიმპატომიმეტური აგენტით მოწამვლა. ფიზოსტიგმინის გამოყენება შეგვიძლია მკურნალობის სახითაც. მისი საშუალებით აგზნების კონტროლი, რიგ შემთხვევებში, უფრო ეფექტურად ხდება, ვიდრე ბენზოდიაზეპინების გამოყენებით.[36]
მცენარის ამოცნობა (იდენტიფიკაცია)
პაციენტებმა შეიძლება იცოდნენ მათ მიერ მიღებული მცენარე ან მეტიც, აჩვენონ ის (ან ჰქონდეთ მისი ფოტო) ექიმს. ასეთ შემთხვევებში მცენარის იდენტიფიცირებაში შესაძლოა დაგვეხმაროს ადგილობრივი ტოქსიკოლოგიის კონტროლის ცენტრები, უნივერსიტეტები, კოლეჯები და დენდრარიუმები/სანერგეები/სასათბურეები.[1][37] აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA) ასევე აქვს ონლაინ საძიებო მონაცემთა ბაზა მცენარეების შესახებ. US FDA: PLANTOX poisonous plant identification database Opens in new window თუმცა, ძალიან ხშირად პაციენტები ცდებიან მცენარის ამოცნობაში. კლინიცისტებს მართებთ ძალისხმევა მცენარის სახეობის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა ყურადღების ფოკუსი უნდა იყოს გამოვლენილი ნიშნები და სიმპტომები.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას