ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკფაქტორების არსებობა

ძირითადი რისკფაქტორებია: ბავშვები, რომლებმაც იპოვეს ან სავარაუდოდ გადაყლაპეს მცენარეები; მოზრდილები, რომლებიც საკვებად აგროვებენ ველურ მცენარეებს და არასწორად ხდება მათი ამოცნობა; მცენარეული კონცენტრატების მომზადება საკვებად მოდუღების, გამოწურვის ან დაღეჭვის გზით.

ტაქიკარდია

შესაძლოა იყოს შემდეგი ნივთიერებების პირდაპირი ეფექტი: კარდიული სისტემის სტიმულატორები (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე, ბალა, ეფედრა ან კათი); ანტიმუსკარინული ნივთიერებები (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი); ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდები (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა ან თამბაქო); შესაძლოა განვითარდეს მეორეულად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დანაკარგით გამოწვეული მოცულობის შემცირების ფონზეც.

ჰიპერტენზია

შესაძლოა იყოს შემდეგი ნივთიერებების პირდაპირი ეფექტი: კოფეინი/თეოფილინი/ეფედრინი/სინეფრინისმაგვარი სტიმულატორები (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, თამბაქო, მწვანე ჩაი, მატე, ბალა, ეფედრა); ანტიმუსკარინული ნივთიერებები (მაგ. ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი); ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდები (მაგ. ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო).

ჰიპოტენზია

შეიძლება იყოს სათითურასმაგვარი გლიკოზიდების (მაგ., ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, ზღვის ხახვი); ან მუსკარინული ნივთიერებების (მაგ. არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, პილოკარპუსის გვარის მცენარეები) პირდაპირი ეფექტი.

შესაძლოა განვითარდეს ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღებით გამოწვეული შინაგანი სისხლდენის გამო.

შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის დეპრესიის გამო, რაც თვის მხრივ განპირობებულია სათოვლიას ან გლორიოზას მიღებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@229d7987

მიოზი

შესაძლოა იყოს მუსკარინული ნივთიერებების (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, პილოკარპუსის გვარის მცენარეები) ან ოპიატური ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარეების პირდაპირი ეფექტი.

მიდრიაზი

შეიძლება იყოს: ანტიმუსკარინულების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი); ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდების (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა ან თამბაქო); ან სხვა სიმპატომიმეტურების (ნარინჯი, ეფედრა, გუარანა) პირდაპირი ეფექტი.

იშვიათი

ბრადიკარდია

შესაძლოა იყოს მუსკარინულების (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, პილოკარპუსის გვარის მცენარეები); სათითურასმაგვარი გლიკოზიდების (მაგ., ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, ზღვის ხახვი) პირდაპირი მოქმედების ეფექტი; ან ღებინების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმური ტკივილის შედეგად ცთომილი ნერვის ჭარბი სტიმულაციის არაპირდაპირი ეფექტი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@31a75d6c

შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა

შეიძლება აღინიშნოს მრავალი მცენარის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ. შესაძლოა სპეციფიკურად გამოვლინდეს ფსიქოტროპული ალკალოიდების (მაგ., აბილილი, ყაყაჩო, აბსენთი, მარიხუანა, კოკა, კაქტუსი მესკალი, ჰავაის ვარდი, ჯავზი) მიღების შემდეგ.

ცნობიერების დარღვევა შეიძლება მოჰყვეს ალიმენტური გზით ჰეპატოტოქსიკური მცენარეების (ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, კრეოზოტის ბუჩქი) მიღებას ან ფარულ სისხლდენას ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღების გამო.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@27a8818a

ჰალუცინაციები

შეიძლება აღინიშნოს მრავალი მცენარის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ. შეიძლება სპეციფიკურად აღინიშნოს ფსიქოტროპული ალკალოიდების შემცველი (მაგ. აბილილი, აბზინდა, მარიხუანა, კოკა, კაქტუსი მესკალი, ჰავაის ვარდი, ჯავზი, ნარკოტიკული სალბი, ბალახების ფალსიფიცირებული ნარევის (მაგ., სინთეზური კანაბინოიდები) ან ანტიმუსკარინული ეფექტის მცენარეებით მოწამვლის შემდეგ.

გულყრები

შესაძლოა იყოს ციკუტას/წყლის კონიოს, ციკუტას სახეობების, ავშანის, აბზინდას, ასფურცელას, სალბის, ბადიანის, ქუჩულას/გულისმრევი თხილის, სტრიქნოსის თესლის, ლურჯი კოჰოშის, დაწინწკლული კონიოს, ოქროწვიმას, ყვითელი ჟასმინის (Gelsemium sempervirens), ინდური თამბაქოს, ხანჭკოლას, ოქრწოვიმას, ნიკოტინის ან გინკგოს პირდაპირი ეფექტი; ან განვითარდეს ჰიპოგლიკემიის (მაგ,. აკეს მკვახე ნაყოფის მიღება) ან აციდოზის (მაგ., კასავას, კურკოვანი კულტურების მიღების) შედეგად. მცენარის ტოქსინით გამოწვეული გულყრები მრავლობითია და ახასიათებს გენერალიზებული კუნთოვანი სპაზმი და მიოკლონუსი, ვიდრე ფოკალური გამოვლინებები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1373d396[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3fa6b356[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6895229e[Figure caption and citation for the preceding image starts]: ავშანი/აბზინდაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4c1bbc39[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@10a3407d[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4b92dc40[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5c0fa000[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6989a718[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3378cf85[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1a6b4cf6

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

გულისრევა

შეიძლება შეგვხვდეს ფაქტიურად ნებისმიერი მცენარის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ. შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიკურად, გასტროტოქსიკური ისეთი მცენარეებით მოწამვლის შემდეგ, როგორიცაა ჭიაფერა, ამერიკული ჭიაფერა, ბაძგის/ჭყორის კენკრა, თეთრი ფითრის კენკრა, მჟაველა, იპეკო, თეთრი თუთა ან გინკგო.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@78013fa9[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1e2eae9c[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@461701fd

პირღებინება

შეიძლება შეგვხვდეს ფაქტიურად ნებისმიერი მცენარის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ. შეიძლება სპეციფიკურად აღინიშნოს გასტროტოქსიკური მცენარეებით (მაგ, ჭიაფერა, ამერიკული ჭიაფერა, ბაძგის/ჭყორის კენკრა, თეთრი ფითრის კენკრა, მჟაველა, იპეკო, თეთრი თუთა, გინკგო) მოწამვლის შემდეგ; სათოვლია, გველის სურო, ფეხფოთოლა, საგულე გლიკოზიდები, რიბოსომის მაინჰიბირებელი მე-2 ტიპის ცილები (მაგ., აბუსალათინი [Ricinus communis]), კოფეინის ან თეოფილინის შემცველი მცენარეები ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდის შემცველი მცენარეები (მაგ. ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო).

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@73e05605[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@ace733f[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7f2ff813

მუცლის ტკივილი

სპაზმური ტკივილი შესაძლოა განვითარდეს ფაქტიურად ნებისმიერი მცენარის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ. შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიკურად, გასტროტოქსიკური ისეთი მცენარეებით მოწამვლის შემდეგ, როგორიცაა ჭიაფერა, ამერიკული ჭიაფერა, ბაძგის/ჭყორის კენკრა, თეთრი ფითრის კენკრა, მჟაველა, იპეკო, თეთრი თუთა ან გინკგო.

შეიძლება ასვე აღინიშნოს ფარული სისხლდენის გამო ( სპონტანური ინტრააბდომინური სისხლდენით გამოწვეული ჰემორაგია) ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღების შემდეგ.

შეიძლება ასევე აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, ფეხფოთოლას/პოდოფილის სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ხის ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@62513340[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@663663b4[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@11664bb2[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@421ddb12

დიარეა

ვითარდება არაერთი მცენარით მოწამვლისას. შესაძლოა გამოვლინდეს სპეციფიკურად, გასტროტოქსიკური (მაგ., ჭიაფერა, ამერიკული ჭიაფერა, ბაძგის/ჭყორის კენკრა, თეთრი ფითრის კენკრა, მჟველა, იპეკო, გინკგო) ან მუსკარინული მცენარეების (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი და პილოკარპუსის გვარის მცენარეები) მიღების შემდეგ.

შეიძლება ასევე აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, ფეხფოთოლას/პოდოფილის სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ხის ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3d2f09fe[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@b0afb39[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3ab70fb0[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3cb89eb6

დისპნოე

შესაძლოა იყოს შემდეგი ნივთიერებების პირდაპირი ეფექტი: სათითურასმაგვარი გლიკოზიდები (მაგ., ტილჭირი, შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე, ზღვის ხახვი); მუსკარინულები (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, პილოკარპუსის გვარის მცენარეები), რომლებიც იწვევს ფილტვის არაკარდიოგენულ შეშუპებას; ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდები (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა ან თამბაქო), რომლებიც იწვევს სუნთქვის დათრგუნვას. საბაჰის ბოსტნეულის მიღება შეიძლება მაობლიტირებელი ბრონქიოლიტის განვითარების მიზეზი გახდეს.

შესაძლოა განვითარდეს ანემიის გამო (ფარული სისხლდენის შემდგომ) ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღების შემდეგ.

შეიძლება ასევე აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, ფეხფოთოლას/პოდოფილის სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ხის ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@34dc5393[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4fd20472

კანის სიწითლე

შესაძლოა იყოს ანტიმუსკარინული მცენარეების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი) პირდაპირი ეფექტი.

დერმატიტი

მცენარით იდუცირებული დერმატიტი და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, როგორც წესი, გამოწვეულია გამღიზიანებელი მოქმედების ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, როგორიცაა ოქსალატის კრისტალები (მაგ., ფილოდენდრონი, კალადიუმი/"ანგელოზის ფრთები", ჭინჭარი, სპატიფილუმი).[21]

გინკგოს თესლების/ფოთლის/ფოთლების ექსტრაქტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ალერგიული რეაქციები.

ფოტოდერმატიტი შეიძლება განვითარდეს ფუროკუმარინების შემცველი მცენარეების (ტეგანი, ნიახური, ლაიმი, ბერგამოტი) მიღებისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7854c550

კანის/ლორწოვანი გარსის გაღიზიანება

შესაძლოა განვითარდეს ჩილის ან ცხარე/კაიენის წიწაკებში შემავალი ფენილპროპანოიდის გამო;[34] ან ოქსალატის რაფიდის მიღებისას, რომელსაც შეიცავს ფილოდენდრონი, კალადიუმი/"ანგელოზის ფრთები", მჟაველა, სპატიფილუმი ან მექანიკურ ირიტანტებთან კონტაქტის შედეგად, როგორიცაა ჭინჭარი და კაქტუსები.[21][Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@317a7c02[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5d651adf[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@83ab5d2[Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7945c472

იშვიათი

ხილული სისხლდენა: ეპისტაქსისი, მელენა, ჰემატურია, ჰემატემეზისი, ჰემოფთიზი

ხილული სისხლდენა შესაძლოა განვითარდეს ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას, ცხენისწაბლას ან გინკგოს ალიმენტური გზით მიღების შედეგად.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7920643f

თავის ტკივილი

შესაძლოა აღინიშნოს ინტრაცერებრული ჰემორაგიის გამო, რაც თვის მხრივ განპირობებულია ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღებით.

ასევე შეიძლება გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი კულტურების მიღების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.

ტკივილ გულმკერდის არეში

შესაძლოა განვითარდეს შინაგანი სისხლდენის შედეგად, რაც თვის მხრივ განპირობებულია ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღებით.

კუნთების ტკივილი/შეშუპება

შესაძლოა განვითარდეს შინაგანი სისხლდენის გამო, რაც განპირობებულია ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღებით.

კანის სიფერმკრთალე

შესაძლოა განვითარდეს შინაგანი ან გარეგანი სისხლდენის შედეგად, რაც თვის მხრივ განპირობებულია ყვითელთავთავას, დიპტერიქსის, ენდრონიკას, ძიძოს, წითელი სამყურას ან ცხენისწაბლას მიღებით.

შეიძლება ასევე აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, ფეხფოთოლას/პოდოფილის სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ხის ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@739b6e33

მარტივი დაჟეჟილობა, ჩალურჯება

შეიძლება აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, პოდოფილის/ფეხფოთოლას სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6fe83038

პეტექიური ლაქები

შეიძლება აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, პოდოფილის/ფეხფოთოლას სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5c791e29

სიყვითლე

შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიკური მცენარეების (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვადასხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, კრეოზოტი) მიღებისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@686b9540

ასტერიქსისი

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ეს ნიშანი დროდადრო შეიძლება შეგვხვდეს ჰეპატოტოქსიკური მცენარეებით (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, კრეოზოტი) მოწამვლის შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@b43be44

ასციტი

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ეს ნიშანი დროდადრო შეიძლება შეგვხვდეს ჰეპატოტოქსიკური მცენარეებით (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, კრეოზოტი) მოწამვლის შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5f40cb8b

ხელისგულის ერითემა

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ეს ნიშანი დროდადრო შეიძლება შეგვხვდეს ჰეპატოტოქსიკური მცენარეების (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, მწვანე ჩაის კაფსულები) მოწამვლის შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5b502925

ობობასებრი ანგიომა

ღვიძლის ქრონიკული დაავადების ეს ნიშანი დროდადრო შეიძლება შეგვხვდეს ჰეპატოტოქსიკური მცენარეების (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, თავყვითელა, თავყვითელას სხვა სახეობები, კროტალარია, ჰელიოტროპის სახეობები, ატრაქტილისი, კავა, მწვანე ჩაის კაფსულები) მოწამვლის შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4f708087

ოფლიანობა

შესაძლოა იყოს მუსკარინული ნივთიერებების (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი, პილოკარპუსის გვარის მცენარეები) ან ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდების (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო) პირდაპირი ეფექტი.

კანის სიმშრალე

შეიძლება იყოს ანტიმუსკარინული მცენარეების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი) პირდაპირი ეფექტი ან გამოწვეული იყოს გასტროენტერიტით, რაც განვითარდა გასტროტოქსიკური მცენარეების მიღებით.

ცხელება

შესაძლოა იყოს ანტიმუსკარინული ნივთიერებების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი) ან ნიკოტინისმსგავსი ალკალოდების (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო) პირდაპირი ეფექტი.

შეიძლება ასევე აღინიშნოს ძვლის ტვინის სუპრესიასთან ერთად სათოვლიას, უცუნას, მადაგასკარის გველის სუროს, ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლას, ფეხფოთოლას/პოდოფილის სახეობების, აბუსალათინის ან აკეს ხის ნაყოფის ალიმენტური გზით მიღების შემდეგ.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@25c0fa0f

შარდვის შეკავება

შეიძლება იყოს ანტიმუსკარინული მცენარეების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი) პირდაპირი ეფექტი.

შეკრულობა

შესაძლოა განვითარდეს ანტიმუსკარინული მცენარეების (მაგ., ლემა, Astragalus-ის და Oxitropis გვარის მცენარეები, ბელადონა, შავი ლენცოფა, ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი) მიღების შემდეგ.

ჰიპერვენტილაცია

შესაძლოა გამოვლინდეს კასავას ან კურკუროვანი მცენარეების მოხმარების შემდგომ განვითარებული აციდოზის გამო.

ფასციკულაციები

შეიძლება იყოს ნიკოტინისმსგავსი ალკალოიდების (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა ან თამბაქო) პირდაპირი ეფექტი.

ნერვ-კუნთოვანი სისუსტე

შეიძლება იყოს ნეიროტოქსიკური მცენარეების (ტილჭირი, ჯუნგაარის ტილჭირი, "ეშმაკის ჩაფხუტი", ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი, Chondrodendron tomentosum, შხამიანი სტრიქნოსი, ჩვეულებრივი მატიტელა, Astralgus-ის სახეობები, იელი, მანანასებრნი, კალმიას სახეობები, კოიოტილა, ტულიდორა) პირდაპირი მოქმედების ეფექტი.

დაზიანებული მგრძნობელობა

შეიძლება იყოს ნეიროტოქსიკური მცენარეების (ტილჭირი, ჯუნგაარის ტილჭირი, "ეშმაკის ჩაფხუტი", ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი, Chondrodendron tomentosum, შხამიანი სტრიქნოსი, ჩვეულებრივი მატიტელა, Astralgus-ის სახეობები, იელი, მანანასებრნი, კალმიას სახეობები, კოიოტილა, ტულიდორა) პირდაპირი მოქმედების ეფექტი.

რისკფაქტორები

ძლიერი

ველური მცენარეების ძებნა საკვებად

მცენარის ზუსტად ამოცნობა შესაძლოა ძნელი იყოს და მოყვარულ მცენარეთა მაძიებლები საკვებად ხშირად შეცდომით ამოცნობილ მცენარეებს მიირთმევენ.[1]

ველური მცენარეებისგან ნახარშის მომზადება

მცენარეთა უმეტესი ნაწილის მცირე რაოდენობით მიღება იწვევს მინიმალურ სიმპტომებს, მაგრამ მათი კონცენტრირებული ექსტრაქტის მიღებისას სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს ძალიან მცირე რაოდენობის მიღების შემთხვევაშიც.

ბავშვები, რომლებმაც იპოვეს ან შესაძლოა გადაყლაპეს მცენარეები.

როგორც წესი, შემთხვევითი გადაყლაპვის და ბავშვის მიერ გარემოს "დაინტერესების" შედეგად ვითარდება. ზოგადად, ბავშვების მიერ გადაყლაპული მცენარეების რაოდენობა მეტწილად მცირეა და ისინი ხშირად ამოცნობილი/იდენტიფიცირებულია.[1]არსებობს რამდენიმე მცენარე (მაგ. შხამიანი ან წყლის კონიო/დაწინწკლული კონიო, სათოვლია, გლორიოზა, ფეხფოთოლა, "კიბორჩხალას თვალები", ურთხელის ფოთლები), რომელთა მცირე რაოდენობით მიღებაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული, თუმცა ბავშვების მიერ მათი გადაყლაპვის ფაქტები იშვიათად ფიქსირდება. დაუშვებელია სახლის დეკორაციისთვის პოტენციურად შხამიანი მცენარეების გამოყენება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას