ეტიოლოგია

ბავშვებში მოწამვლის განვითარებისთვის როგორც წესი, საკმარისია მცენარის ძალიან მცირე რაოდენობასთან ექსპოზიცია და ეს ძირითადად, მცენარის შემთხვევითი გადაყლაპვის ან ბავშვების მიერ გარემოს "დაინტერესების" შედეგად ვითარდება. ბავშვები განსაკუთრებით დაუცველნი არიან სამკურნალო მცენარეული პროდუქტების ტოქსიკურობის მიმართ.[31]

მოზრდილებში მცენარით მოწამვლა, როგორც წესი, გულისხმობს მცენარის შედარებით დიდ რაოდენობასთან ექსპოზიციას და შემთხვევის მიზეზი ხშირად მცენარის სახეობის შეცდომით ამოცნობაა ან მცენარის კონცენტრირებული ექსტრაქტისა თუ ნახარშის სახით მიღებასთანაა დაკავშირებული.

დაბინძურებული, გაუფილტრავი წყლის მოხმარება რიგ შემთხვევებში იწვევს ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების პეპტიდური მიკროცისტინების ორგანიზმში მოხვედრას.[6]

პათოფიზიოლოგია

ზოგიერთი მცენარის ალიმენტური გზით მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მუცლის სპაზმური ტკივილი, ღებინება და/ან დიარეა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე პირდაპირი გამღიზიანებელი ეფექტის შედეგად ან არაპირდაპირი ეფექტით, ცთომილი ნერვის ტონუსის გაძლიერების გზით. ღებინება და მუცლის სპაზმური ტკივილი შესაძლოა შეგვხვდეს პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის მიღების შემდეგ. ბევრ მცენარეს ასევე შეუძლია დიარეის გამოწვევა ქოლინერგული ალკალოიდების მიერ მუსკარინული რეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციით ან არაპირდაპირ, ნაწლავის მოცულობითი და ოსმოსური სტიმულაციის გზით. ტოქსინებია:

  • ფიტოლაკას ტოქსინი და მიტოგენი (ჭიაფერასა და ამერიკული ჭიაფერადან)

  • საპონინი- მცენარეული გლიკოზიდები (ბაძგის/ჭყორის კენკრიდან)[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@45935304

  • ვისკუმინი (თეთრი ფითრიდან)

  • ემეტინი და ცეფალინის ალკალოიდები (იპეკოს სიროფიდან)

  • სოლანინი ძაღლყურძენასებრი მცენარეებიდან

  • რობოსომის მაინჰიბირებელი ცილა 2 (აბუსალათინი [შეიცავს რიცინს; Ricinus communis], "კიბორჩხალას თვალები" [შეიცავს აბრინს; Abrus precatorius], ცრუაკაცია [Robinia pseudoacacia]).

ღვიძლის ნეკროზი შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:

  • ატრაქტილოზიდი (მაგ. ატრაქტილისი): გლიკოზიდი, რომელიც ახდენს ჟანგვითი ფოსფორილირების ინჰიბირებას ღვიძლში.

  • პეპტიდური მიკროცისტინები (მაგ. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებიდან): ციანოტოქსინები, რომლებიც ჰეპატოციტების დაშლის, შეშუპებითი დეგენერაციისა და სისხლის ღვიძლშიდა შეგუბების გზით იწვევს ღვიძლის ნეკროზს.

  • პიროლიზიდინის ალკალოიდი (მაგ. თავყვითელას, თავყვითელას სხვა სახეობებიდან, კროტალარიადან და ჰელიოტროპის სახეობებიდან): მეტაბოლიზდება პიროლებად, რომელიც ჰეპატოციტებში უკავშირდება ცილებსაც და ნუკლეინის მჟავებსაც. პიროლები ჰეპატოციტებში ავლენს ანტიმიტოზურ ეფექტს, რის შედეგადაც წარმოქმნის მეგალოციტებს, რომლებიც შემდგომ იშლება და ნორმალური ჰეპატოციტების ნაცვლად ჩანაცვლდება ფიბროზული ქსოვილით. საბოლოოდ, ჰეპატოცელულარული სიკვდილისა და ფიბროზის გამო ვითარდება ღვიძლის უკმარისობა.[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@63801226

  • კავალაქტონი, კავაინი და ფლავოკაინი B (მაგ., კავა ): ღვიძლის დაზიანების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ციტოტოქსიკურობის დემონსტრირება შესაძლებელია ცხოველურ მოდელებში.

  • ნორდიჰიდროგუაიარეტის მჟავა (მაგ. კრეოზიტის ბუჩქიდან): პოლიფენოლი, რომელიც იწვევს ჰეპატოციტების მემბრანის ლიპიდების პეროქსიდაციას და დნმ-ის ორმაგი ჯაჭვის გახლეჩას. მისი შეყვანა იწვევს შრატში ალანინამინოტრასფერაზას, ასევე ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის სერიულ და დოზაზე დამოკიდებულ მატებას, რაც მიანიშნებს ღვიძლის დაზიანებაზე.

ბრადიარითმია და გულის ბლოკადა შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:

  • საგულე გლიკოზიდები (მაგ. შროშანა, ფუტკარა, ოლეანდრე და ზღვის ხახვის სახეობები): კარდიოაქტიური სტეროიდები, რომლებიც გულზე ფაქტიურად დიგოქსინის მსგავსად მოქმედებს. დიგოქსინისმსგავსი კარდიოაქტიური სტეროიდები იწვევს ბრადიკარდიას უჯრედშიდა კალციუმის გაზრდის გზით, რაც განაპირობებს ატრიოვენტრიკულურ კვანძში ელექტრული გამტარებლობის შენელებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4963f3c8

ვენტრიკულური არითმია შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:

  • ტაქსინის ალკალოიდები (მაგ. ურთხელის ფოთლებისა და თესლებიდან): იწვევს ნატრიუმის არხების ბლოკადას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1d8c4493[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@44307827

  • აკონიტინის ალკალოიდები (ტილჭირიდან): იწვევს ნატრიუმის არხის გახსნას და კალციუმის არხების ბლოკადას.

  • ჭიაფერაში შემავალი საპონინები: ცთომილი ნერვის სტიმულაციის გზით იწვევს გულის ბლოკადას.

ტაქიარითმია და ჰიპოტენზია შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:[8]

  • ნიკოტინისმსგავსი ალკალოიდები (მაგ., ლურჯი კოჰოში, შხამიანი კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები და თამბაქო): უმაგრდება აცეტილქოლინის ნიკოტინურ რეცეპტორებს, ზრდის ზოგიერთი ნეიროგადამტანის დონეს და ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეში არსებული ვისცერული ნერვებიდან ადრენალინის გამოთავისუფლებას.[32]

  • კოფეინი, თეოფილინი, სინეფრინი, ნორეფედრინი (ფენილპროპანოლამინი) და ეფედრინისმსგავსი სტიმულატორები (მაგ., მწვანე ჩაი, მატე/პარაგვაული ჩაი, ნარინჯი, ბალა, ეფედრა): ეფედრინი სიმპატომიმეტური ამინია, რომელიც ზრდის ნორადრენერგული რეცეპტორების პოსტსინაფსურ აქტივობას, რაც განაპირობებს გულისცემის სიხშირისა და არტერიული წნევის მომატებას. ვინაიდან ეფედრინი კარგად არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, მისი ეფექტები ყველაზე მეტად გამოხატულია პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.

  • კათინონი (მაგ., კათი) და კათინონის სინთეზური დერივატივები (მეფედრონი): მონოამინოალკალოიდი, რომელიც ქიმიურად ამფეტამინის მსგავსია. ის იწვევს დოპამინის გამოთავისუფლებას, რაც ზრდის გულისცემის სიხშირეს და არტერიული წნევას.

პერიფერიული ნეიროპათიები და ნერვ-კუნთოვანი სისუსტე შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზებით:[16][17]

  • აკონიტინის ალკალოიდები (მაგ., ტილჭირიდან): იწვევს ნეირონებში ნატრიუმის არხების გახსნას, რის შედეგადაც მცირდება მოქმედების პოტენციალის გადაცემა.

  • სტრიქნინის ალკალოიდები (მაგ., ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი): მოქმედებს, როგორც გლიცინის მაინჰიბირებელი რეცეპტორის ანტაგონისტები (ზურგისა და თავის ტვინში მდებარე ლიგანდით შეკავშირებული ქლორიდის არხი). ეს იწვევს დიდი ზომის კუნთების ჯგუფზე კონტროლის დაკარგვას, ფსიქიკური სტატუსი შეცვლის გარეშე.

  • კურარეს ალკალოიდები (მაგ. Chondrodendron tomentosum-ისა და შხამიანი სტრიქნოსიდან): კონკურენტული ანტაგონისტები აცეტილქოლინის ნიკოტინურ რეცეპტორზე (nAChR), აცეტილქოლინის (ACh) ორი ტიპის რეცეპტორიდან ერთ-ერთი. D-ტუბოკურარე იკავებს აცეტილქოლინის ადგილს, რაც იწვევს კუნთების ფასციკულაციას, სისუსტესა და გულყრებს.

  • ბრუცინის ალკალოიდები (მაგ., ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი): სტრუქტურულად და ქიმიურად, ასევე ტოქსიკურობით სტრიქნინის ალკალოიდების მსგავსია (თავისა და ზურგის ტვინში გლიცინის რეცეპტორებზე ანტაგონისტური მოქმედება).

  • გრეიანოტოქსინი/ანდრომედოტოქსინი (მაგ. იელიდან , მანანასებრის, კალმიას სახეობებიდან): უჯრედის მემბრანაში უკავშირდება სპეციფიკურ ნატრიუმის იონების არხებს (რეცეპტორის ის ნაწილი, რომელიც ჩართულია აქტივაცია-ინაქტივაციაში). ისინი ხელს უშლის უჯრედის მემბრანის ინაქტივაციას და მგრძნობიარე უჯრედებს ტოვებს დეპოლარიზებულ და პარალიზებულ მდგომარეობაში.

  • კარვინსკიას ტოქსინი (მაგ., ხეშავი, კოიოტილა, ტულიდორა): იწვევს შვანის უჯრედების დესტრუქციას.

გულყრები შეიძლება განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზებით:[18][33]

  • ციკუტოქსინი (მაგ. ციკუტას/წყლის კონიოს, ციკუტას სხვა სახეობებიდან): ითვლება გამაამინოერბომჟავას (GABA) ანტაგონისტად, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხელს უშლის ქლორიდების მაიჰიბირებელ უჯრედშიდა ნაკადს, რაც თავის მხრივ იწვევს ცნს-ის სტიმულაციას და გულყრებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@614017fa[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@503a5fcb[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6d73c918

  • ნიკოტინი (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა, ინდური თამბაქო, ხანჭკოლა, laburnum-ის გვარის მცენარეები ან თამბაქო): იწვევს ცენტრალური ნერვულის სტიმულაციას პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ნიკოტინურ რეცეპტორებზე სტიმულაციის გზით.

  • ტუიონი (მაგ., აბზინდა, ასფურცელა, სალბი, აბსენთი): გამაამინოერბომჟავა-A რეცეპტორის (GABA-A) ანტაგონისტი. GABA-A რეცეპტორის ინჰიბირებით ირღვევა ბალანსი აგზნებით და შემაკავებელ ნეიროტრანსმისიას შორის, რაც განაპირობებს უწყვეტ სტიმულაციას და თავის მხრივ იწვევს კუნთების სპაზმსა და კრუნჩხვებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ავშანი/აბზინდაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5b12c028[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@366728d0[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@24890d9d

  • ანისატინი (მაგ., ბადიანი): ითვლება GABA-ს ძლიერ ანტაგონისტად, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხელს უშლის ქლორიდების მაინჰიბირებელ უჯრედშიდა ნაკადს, რაც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციას და გულყრებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@25da35ee[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@52c9406c[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@fd3c81a

  • სტრიქნინის ალკალოიდები (მაგ., ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი): მოქმედებს, როგორც გლიცინის მაინჰიბირებელი რეცეპტორის ანტაგონისტები (ზურგისა და თვის ტვინში მდებარე ლიგანდით შეკავშირებული ქლორიდის არხი). იწვევს დიდი ზომის კუნთების ჯგუფზე კონტროლის დაკარგვას, ფსიქიკური სტატუსის შეცვლის გარეშე.

  • ჰიპოგლიცინი A და B (მაგ., აკეს ნაყოფი, ლიჩის ნაყოფი): იწვევს ჰიპოგლიკემიას.

  • ციანოგენური გლიკოზიდი ამიგდალინი (მაგ. კასავა): თესლების დაღეჭვამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი მიტოქონდრიული ურთიერთქმედებისა და ჟანგვითი ფოსფორილირების დაწყვილების ხელის შეშლის გზით.

  • ციანოგენური გლიკოზიდი ლინამარინი (მაგ. კურკოვანი კუტლურების სახეობებში): თესლების დაღეჭვა იწვევს აციდოზს მიტოქონდრიასთან ურთიერთქმედების და ჟანგვითი ფოსფორილირების დაწყვილების ხელის შეშლის გზით.

  • ალკალოიდი გელსემინი ბლოკავს ნიკოტინის რეცეპტორებს და იწვევს გულყრებს.[14]

ჰალუცინაციები შეიძლება აღინიშნოს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:[12]

  • ლიზერგინის მჟავა/LSA (მაგ., ჰავაის ვარდი და აბილილი): აქვს ჰალუცინოგენური ეფექტები. როგორც მიიჩნევენ, აღნიშნული გამოწვეულია 5-HT2A რეცეპტორებისადმი ძლიერი, ნაწილობრივ აგონისტური ეფექტით, რაც, სავარაუდოდ, იწვევს გლუტამატის ჭარბ გამოთვისუფლებას და თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესის განვითარებას.

  • მესკალინის ალკალოიდი (მაგ., კაქტუსი მესკალიდან): ითვლება, რომ მესკალინის ჰალუცინოგენური ეფექტები ლიზერგინის მჟავას ეფექტების მსგავსია და გამოწვეულია 5-HT2A რეცეპტორებისადმი ძლიერი, ნაწილობრივი აგონისტური ეფექტით. აღნიშნული თვის მხრივ განაპირობებს გლუტამატის ჭარბ გამოთვისუფლებას და თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესების განვითარებას.

  • ტუიონი (მაგ., აბზინდის ზეთი, სალბის ზეთი, კედრის ზეთი): გამაამინოერბომჟავა-A (GABA-A) რეცეპტორის ანტაგონისტი. გამაამინოერბომჟავა-A რეცეპტორის ინჰიბირებით ირღვევა ბალანსი აგზნებით და შემაკავებელ ნეიროტრანსმისიას შორის, რაც განაპირობებს უწყვეტ სტიმულაციას და თავის მხრივ იწვევს კუნთების სპაზმს და კრუნჩხვებს.

  • ოპიატები (მაგ. ხაშხაშის თესლებიდან): იწვევს ოპიატის მიუ- რეცეპტორების აქტივაციას.

  • ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მაგ., მარიხუანა) და CB1-ის სინთეზური აგონისტები (JWH 018): CB1 კანაბინოიდის რეცეპტორის აგონისტები ( G ცილასთან შეწყვილებული ყველაზე ჭარბი რაოდენობით არსებული რეცეპტორი თავის ტვინში).

  • კოკაინის ალკალოიდი (მაგ., კოკადან): დოპამინის უკუმიტაცების ინჰიბიოტორი, ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი და სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი, რომლებიც ერთდროულად იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპერმგრძნობელობას.

  • ჯავზი: ძალიან დიდი რაოდენობით მიღება იწვევს დელირიუმს, სახეზე სისხლის მიწოლის შეგრძნებას, ეიფორიასა და დისოციაციას.

  • სალვინორინ A კაპა ოპიატის რეცეპტორის სელექტიური აგონისტია, რომელიც არ ახდენს გავლენას 5-HT2A რეცეპტორებზე.

  • დელირიუმი და ჰალუცინაციები შეიძლება განვითარდეს ბელადონას ალკალოიდების შემცველი მცენარეების (ლემა, "ანგელოზის საყვირი"/ბრუგმანსია, ბრუგმანსიას სახეობები) ანტიმუსკარინული ცენტრალური ეფექტის შედეგად.

    [Figure caption and citation for the preceding image starts]: დატურა თეთრი ყვავილიL_A_V-ით Pixabay-ის მეშვეობით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@10758bd5[Figure caption and citation for the preceding image starts]: დატურის თესლიPublicDomainPictures-ის მიერ Pixabay-ის საშუალებით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@48ff3999

  • კათინონი (კათიდან) და სინთეზური კათინონები (მეფედრონი) ავლენს ამფეტამინის მსგავს ეფექტს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაციის გზით.

კოაგულოპათია შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:[23]

  • კუმარინის შემცველი ფენილპროპანოიდები/გინკგოლიდები (მაგ., ყვითელთავთავა, დიპტერიქსი, ენდრონიკა, ძიძო, წითელი სამყურა და ცხენისწაბლა): თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას.

ძვლის ტვინის სუპრესია შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზებით:[24]

  • კოლხიცინის ალკალოიდები (მაგ., სათოვლია, უცუნა): ავლენს ანტიმიტოზურ ეფექტებს.

  • ვინკრისტინის და ვინბლასტინის ალკალოიდები (მაგ., მადაგასკარის გველის სურო): აქვს ანტიმიტოზური ეფექტები.

  • ფეხფოთოლას/პოდოფილის ალკალოიდები (მაგ. ჩრდილოამერიკულ ფეხფოთოლადან, პოდოფილის სხვა სახეობებიდან): აქვს ანტიმიტოზური ეფექტი.

  • რიცინის მსგავსი (მე-2 ტიპის) რიბოსომის მაინჰიბირებელი ცილები (მაგ. აბუსალათინის ზეთში [Ricinus communis]): აქვს ციტოტოქსიკური ეფექტი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6bc12469

  • A და B ჰიპოგლიცინები (მაგ. აკეს ნაყოფი): აქვს ციტოტოქსიკური ეფექტები.

დერმატიტი და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:[21]

  • ფენილპროპანოიდი (წიწაკა ჩილიდან ან ცხარე/კაიენის წიწაკიდან): ლოკალური მგრძნობიარე ნერვის დაბოლოებიდან იწვევს P ნივთიერების გამოთვისუფლებას, რაც განაპირობებს ინტენსიური მწველი ხასიათის ტკივილის განვითარებას.[34][Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@629d1021[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@281d5d5d[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7c02763d

  • ოქსალატებისგან შემდგარი რაფიდი (ფილოდენდრონი, კალადიუმი ან სპატიფილუმი): როგორც წესი, ჩხვლეტისას ხვდება მისი ნემსისმაგვარი კრისტალები; გადაყლაპვისას ვითარდება დაუყოვნებელი ტკივილი; შესაძლოა შეიცავდეს პროტეოლიზურ ფერმენტებს, ჰისტამინსა და აცეტილქოლინს. რაფიდი კალციუმის ოქსალატის ან კარბონატის ნემსის ფორმის კრისტალებია.

  • ფუროკუმარინები ან ფსორალენები, რომლებიც ფოტომასენსიბილიზებელი ნივთიერებებია (ნიახური, ძირთეთრა, ლაიმი, ბერგამოტი, ლეღვი, კამა, მდოგვი, სტაფილო, გიგანტური/მანტაგაციის დიყი [Heracleum mantegazzianum]).

  • საბაჰის ბოსტნეულის (Sauropus androgynus) ხანგრძლივად მოხმარების შედეგად შესაძლოა განვითარდეს ფილტვის ტოქსიკურობა (მაობლიტირებელი ბრონქიოლიტი).

აციდოზი შესაძლოა განვითარდეს ჩამოთვლილი მიზეზების გამო:[26]

  • ციანოგენური გლიკოზიდი ამიგდალინი (მაგ. კასავა): თესლების დაღეჭვამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი მიტოქონდრიული ურთიერთქმედებისა და ჟანგვითი ფოსფორილირების დაწყვილების ხელის შეშლის გზით.

  • ციანოგენური გლიკოზიდი ლინამარინი (მაგ. კურკოვანი კუტლურების სახეობებში): თესლების დაღეჭვა იწვევს აციდოზს მიტოქონდრიასთან ურთიერთქმედების და ჟანგვითი ფოსფორილირების დაწყვილების ხელის შეშლის გზით.

  • ნებისმიერი მცენარე, რომელიც იწვევს გულის გაჩერებას, შოკს ან გულყრებს.

მულტიორგნაული უკმარისობის განვითარება შესაძლებელია ჩამოთვლილი მიზეზების გამო:

  • ნიკოტინისმაგვარი ალკალოიდები (მაგ., ლურჯი კოჰოში, დაწინწკლული კონიო, ოქროწვიმა,laburnum-ის გვარის მცენარეები და ინდური თამბაქო): იწვევს ნიკოტინის რეცეპტორების ჭარბ სტიმულაციას.

  • სოლანინის ალკალოიდები (მაგ., არეკის კაკალი, შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი და პილოკარპუსის გვარის მცენარეები): იწვევს მუსკარინულ ეფექტებს მუსკარინული რეცეპტორების სტიმულაციის გზით.

  • ბელადონას ალკალოიდები (მაგ., ლემა/გლერძი, ბელადონა, შავი ლენცოფა და ევროპული/ჭეშმარიტი მანდრაგორი): ავლენს ანტიმუსკარინულ ეფექტებს მუსკარინული რეცეპტორების ინჰიბირების გზით.

  • კოლხიცინის ან პოდოფილოტოქსინის შემცველი მცენარეები (სათოვლია, გლორიოზა ან ფეხფოთოლა).

  • ვინკრისტინი/ვინბლასტინი გველის სუროდან.

  • ურთხელში შემავალი ტაქსოლი.

კლასიფიკაცია

გასტროტოქსიკური მცენარეები

ბევრმა მცენარემ შეიძლება გამოიწვიოს გასტროინტესტინური მძიმე სპაზმური ტკივილები ღებინებასა და დიარეასთან ერთად.

  • ჭიაფერა/ამერიკული ჭიაფერა (Phytolacca americana): შეიცავს ფიტოლაკას ტოქსინს და მიტოგენს; ყველაზე მეტი კონცენტრაციით ფესვებშია.

  • ბაძგის/ჭყორის (ბაძგისებრთა სახეობები) კენკრა: შეიცავს საპონინს -მცენარეულ გლიკოზიდებს, რომელსაც შეუძლია გასტროენტერიტის გამოწვევა 6-ზე მეტი კენკრის გადაყლაპვისას.[2][Figure caption and citation for the preceding image starts]: ბაძგი/ჭყორიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@75f4c3ab

  • ჩრდილოამერიკული თეთრი ფითრი (Phoradendron flavescens) და ევროპული თეთრი ფითრი (Viscum album): კონცენტრირებული ნახარშის ან ექსტრაქტის მიღება იწვევს ღებინებას და მუცლის ძლიერ სპაზმურ ტკივილს. თეთრი ფითრის კენკრის მცირე რაოდენობით მიღების შემდეგ განვითარებული ავადმყოფობის დაფიქსირებული ერთეული შემთხვევები ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ განპირობებული იყოს იზოლირებული იდიოსინკრაზიით; სისტემური ანალიზის მიხედვით, გასტროენტერიტის გარდა სხვა რაიმე ტოქსიკურობის მტიცებულება ძალიან მწირია.[3]

  • იპეკო (Cephaelis ipecacuanha): სიროფი შეიცავს ემეტინისა და ცეფალინის ალკალოიდებს, რომლებიც იწვევს შეუპოვარ ღებინებასა და სპაზმურ ტკივილს.

  • მჟაველა (Oxalis triangularis): შეიცავს მჟაუნმჟავას, რომელიც დიდი რაოდენობით მიღებისას ტოქსიკურია და არღვევს ნორმალური მონელების პროცესს.[4][Figure caption and citation for the preceding image starts]: მჟაველაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@59f523ff

  • გინკგო ( Ginkgo biloba ): მცენარის თესლების/ ფოთლების/ ფოთლის ექსტრაქტის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, დიარეა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@1fa18dc9

  • რიბოსომის მაინჰირებელ ცილა 2-ის შემცველ მცენარეებს (აბუსალათინი [შეიცავს რიცინს; Ricinus communis], "კიბორჩხალას თვალები" [შეიცავს აბრინს; Abrus precatorius] და ცრუაკაცია [Robinia pseudoacacia]) ახასიათებს პირდაპირი ციტოტოქსიკურობა, რაც ვლინდება მძიმე გასტროენტერიტის ადრეული ნიშნებით.

  • სესბანიას სახეობები (ბაგპოდი, ჭორფლი) შეიცავს საპონინებს და ციტოტოქსიურ სესბანიმიდს. 2021 წელს დაფიქსირდა ერთი გარდაცვალება.[5]

ჰეპატოტოქსიკური მცენარეები

მცენარით ინდუცირებული ჰეპატოტოქსიკურობა შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს განპირობებული და აღირიცხება ზოგიერთი მცენარის მოხმარების შემდეგ.[6]

  • თავყვითელა (Senecio jacobeae), თავყვითელას სხვა სახეობები, ჭრელი სარეველა/კროტალარია (კროტალარიას სახეობები) და ჰელიოტროპი, სამკურნალო ლაშქარა (Symphytum officinale), ვარდკანაფას სახეობები, ვირისტერფა: პიროლიზიდინის ალკალოიდების (რომელსაც შეუძლია ღვიძლის ნეკროზის გამოწვევა) შემცველი არაერთი მცენარის ნიმუში.[7][Figure caption and citation for the preceding image starts]: თავყვითელაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@52534ece

  • ატრაქტილისი (Atractylis gummifera): შეიცავს ატრაქტილოზიდს.

  • კავა (Piper methysticum): შეიცავს კავალაქტონს, კავაინს, ფლავოკავაინ B-ს. ყველა ჰეპატოტოქსიკურია.

  • კრეოზოტის ბუჩქი (Larrea tridentate): შეიცავს ნორდიჰიდროგუაიარეტის მჟავას.

  • ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები: შეიცავს პეპტიდ მიკროცისტინს.

  • ომბალო (Mentha pulegium) და ამერიკული ცრუ პენიროიალი/Hedeoma pulegiodes: შეიცავს პულეგონს.

  • ჭარელა (Teucrium charnaedrys): შეიცავს ტეუკრინ A-ს.

  • სინამაქის ფოთოლი შეიცავს სენოზიდებს, რომელიც ნაწლავის ბაქტერიების მიერ მეტაბოლიზდება რეაქტიული ჰეპატოტოქსიკური ნაერთამდე - რაინ ანთრონად.

კარდიოტოქსიკური მცენარეები

მრავალი მცენარე სხვადასხვა კონცენტრაციით შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, რომელთა გულზე ზემოქმედება ფაქტიურად, დიგოქსინის იდენტურია.[8]

  • შროშანა (Convallaria), ფუტკარა (Digitalis), ოლეანდრე (Nerium), ცერბერა-"სუიციდის ხე" (Cerbera odollam), რძიანა (Asclepias) და ზღვის ხახვის (Urginea) სახეობები: შეიცავს კარდიოაქტიურ სტეროიდებს, რომლებიც იწვევს ბრადიკარდიას, ჰიპოტენზიას და გულის ბლოკადას.[9][Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@491684

  • ტილჭირი შეიცავს ალკალოიდებს: აკონიტინს, მეზაკონიტინსა და ჰიპაკონიტინს, რომლებიც იწვევს არითმიას ნატრიუმის არხების გააქტიურების გზით.[10]

  • მწვანე ჩაი (Camellia sinensis), მატე/პარაგვაული ჩაი (Ilex paraguariensis), ბალა (Sida cordifolia) და ეფედრას (Ephedra) სახეობები: შეიცავს ისეთ მასტიმულირებელ საშუალებებს - კოფეინს, თეოფილინს და ეფედრინს, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს ტაქიარითმია და ჰიპერტენზია.

  • ურთხელის ფოთლები და თესლი (Taxus სახეობები) შეიცავს ტაქსინს, რომელიც იწვევს ნატრიუმისა და კალციუმის არხების ბლოკადას და შესაძლოა განაპირობოს პარკუჭოვანი არითმიების განვითარება.[11][Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@32d1e007[Figure caption and citation for the preceding image starts]: ურთხელიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@77ac2ba1

  • Tejocote (Crataegus mexicana) და სანთელი (Aleurites moluccanus), რომლებიც იყიდება როგორც დიეტური დანამატი ინტერნეტით, ხშირად იცვლება Oleander peruviana-ით.

  • ლურჯი კოჰოში (Caulophyllum thalictroides), დაწინწკლული კონიო (Conium masculatum), ოქროწვიმა (Laburnum anagyroides), ინდური თამბაქო (Lobelia inflata), ხანჭკოლა (Lupinus სახეობები) და თამბაქო (Nicotiana tabacum): შეიცავს ნიკოტინისმსგავს ალკალოიდებს და შეიძლება გამოიწვიოს ტაქიარითმია.

  • კათი (Catha edulis): შეიცავს კათინონს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტაქიარითმია.

  • ნარინჯი (Citrus aurantium): შეიცავს ალფა-რეცეპტორის აგონისტს, სინეფრინს, რომელსაც შეუძლია ტაქიარითმიის გამოწვევა.

ნეიროტოქსიკური მცენარეები

მცენარით ინდუცირებული ნეიროტოქსიკურობის მექანიზმი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ ნერვული სისტემის რა ფუნქციაა დაზიანებული. მცენარის ზოგიერთი სახეობა იწვევს ჰალუცინაციებს მოწევის, (მაგ. მარიხუანა, კოკა) ან საკვების ან სასმელის სახით მიღების შემთხვევაში. თუმცა, ჰალუცინაციები ყველაზე ხშირად აღრიცხულია ლიზერგინის მჟავას და მესკალინის ალკალოიდების შემცველი მცენარეების და კაქტუსების ალიმენტური გზით მიღებისას.[12]

  • ხაშხაშის თესლები (Papaver somniferum): შეიცავს ოპიუმს და ბევრ რაფინირებულ ოპიატს, მათ შორის მორფინს, თებაინს, კოდეინს, პაპავერინსა და ნოსკაპინს.

  • მარიხუანა (Cannabis sativa): შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს.

  • კოკა (Erythroxylum coca): შეიცავს კოკაინის ალკალოიდებს.

  • აბზინდა (Artemisia absinthium): შეიცავს ტუიონს.

  • კაქტუსი მესკალი/პეიოტის კაქტუსი (Lophophora williamsii): შეიცავს მესკალინს (ძალიან მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც კი შესაძლებელია ჰალუცინაციების განვითარება).

  • ჯავზი (Myristica fragrans): ალიმენტური გზით მისი ძალიან დიდი რაოდენობით მიღება იწვევს დელირიუმს, თავში სისხლის მიწოლის შეგრძნებას, ეიფორიასა და დისოციაციას.[13]

  • ჰავაის ვარდი (Argyreia nervosa): შეიცავს ლიზერგინის მჟავას.

  • აბილილი (Rivea corymbosa, Ipomoea violacea, Argyreia): შეიცავს ლიზერგინმჟავას ამიდს და ერგონოვინს.

  • ნარკოტიკული სალბი (Salvia divinorum) შეიცავს ძლიერ ჰალუცინოგენს, სალვინორინ A-ს.

  • კრატომი (Mitrogyna speciosa): შეიცავს ინდოლის ალკალოიდ მიტრაგინინს, რომელიც ასტიმულირებს მიუ- და დელტაოპიატურ რეცეპტორებს.

  • ზოგიერთი მცენარეული ნარევი ფალსიფიცირებულია ჰალუცინოგენური თვისებების მქონე (როგორიცაა, JWH018, HU210 და მეფედრონი) არამარკირებული ქიმიური ნივთიერებებით.

  • კათი (Catha edulis): შეიცავს კათინონს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულაცია.

  • მექსიკური კალეა (Calea zacatechichi) იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვას. მიზეზი უცნობია.

  • აიაჰუასკა მიქსტურაა, რომელიც შეიცავს Banisteriopsis caapi-ის (ჰარმინს და ჰარმალინს -მონოამინოქსიდაზას [მაო] ინჰიბიტორებს) და მწვანე ფსიქოტრიას- Psychotria viridis (N,N-დიმეთილტრიპტამინის შემცველი).

  • ყვითელი ჟასმინი (Gelsemium sempervirens) შეიცავს ინდოლის ალკალოიდებს (გელსემინს), რომელიც ბლოკავს ნიკოტინის რეცეპტორებს და შესაძლოა გამოიწვიოს ატაქსია, კუნთების გამოხატული სისუსტე და გულყრები.[14]

  • რამბუტანის (Nephelium lappaceum) თესლები შეიცავს გამაამინოერბომჟავას (GABA) და ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორს, ასევე გლიკოპროტეინს, რომელიც იწვევს ანაფილაქსიას.[15]

პერიფერიული ნეიროპათია და ნერვ-კუნთოვანი სისუსტე შესაძლოა განვითარდეს აკონიტინის, სტრიქნინის, კურარესა და ბრუცინის ალკალოიდების, გრეიანოტოქსინის/ანდრომედოტოქსინის და შვანის უჯრედების დამშლელი კარვინსკიას ტოქსინის მიღებისას.[16][17]

  • ტილჭირი, ჯუნგაარის ტილჭირი და "ეშმაკის ჩაფხუტი" (Aconitum-ის სახეობები): შეიცავს აკონიტინის ალკალოიდებს.

  • ქუჩულა/გულისამრევი თხილი, სტრიქნოსის თესლი (Strychnos nux-vomica): შეიცავს სტრიქნინის და ბრუცინის ალკალოიდებს.

  • Chondrodendron tomentosum (სუროსებრთა ოჯახიდან) და შხამიანი სტრიქნოსი (Strychnos toxifera): შეიცავს კურარეს ალკალოიდებს.

  • იელი (Rhododendron სახეობები), მანანასებრნი (Leucothoe fontanesiana) და კალმიას სახეობები: შეიცავს გრეიანოტოქსინს.

  • ხეშავი, კოიოტილა, ტულიდორა (Karwinskia humboldtiana): შეიცავს კარვინსკიას ტოქსინს.

გულყრები ყველაზე ხშირად აღირიცხება ციკუტოქსინის და სტრიქნინის ალკალოიდების მიღების შემდგომ და რიგ მცენარეულ ქსენობიოტიკთან, მათ შორის, ნიკოტინთან, ტუიონთან, ჰიპოგლიცინ A, ჰიპოგლიცინ B-თან, ციანოგენურ გლიკოზიდებსა (მაგ. ამიგდალინი, ლინამარინი) და ანისატინთან ექსპოზიციისას.[18]

  • ციკუტა/დაწინწკლული კონიო (Cicuta maculata) და ციკუტას სხვა სახეობები: შეიცავს ციკუტოქსინს. ციკუტა/დაწინწკლული კონიო ფატალური შემთხვევების ყველაზე ხშირი გამომწვევი მცენარეა.[19] ის ჩვეულებრივ ერევათ ველურ ძირთეთრასა ან თალგამში და მას ძირითადად მოზრდილები მიირთმევენ.[20][Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@10108b52[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6c23756d[Figure caption and citation for the preceding image starts]: ციკუტაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7c203bab

  • აბზინდა/ავშანი (Artemisia absinthium), აბზინდა (Artemisia absinthium), ასფურცელა (Tanacetum vulgare), სამკურნალო სალბი (Salvia officinalis) და ტუიას ხე: შეიცავს ტუიონს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ავშანი/აბზინდაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@58f4b58e[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@63c1a41a[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლურჯი სალბიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@38c3709e

  • იაპონური ვარსკვლავიანი ანისი (Illicium anisatum, Illicum lanceolatum): შეიცავს ანისატინს, ხოლო ჩინური ვარსკვლავი (Illicum verum) შეიცავს ვერანისატინს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@289524e8[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2371d607[Figure caption and citation for the preceding image starts]: ბადიანიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@615bfee0

  • ქუჩულა (გულისამრევი თხილი), სტრიქნინოსის თესლი (Strychnos nux-vomica): შეიცავს სტრიქტნინის ალკალოიდებს.

  • ლურჯი კოჰოში (Caulophyllum thalictroides), დაწინწკლული კონიო (Conium masculatum), ოქროწვიმა (Laburnum anagyroides), ინდური თამბაქო (Lobelia inflata), ხანჭკოლა (Lupinus სახეობები), laburnum-ის გვარის მცენარეები და თამბაქო (Nicotiana tabacum): შეიცავს ნიკოტინისმსგავს ალკალოიდებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის რეცეპტორების ჭარბი სტიმულაცია.

  • გინკგო (Ginkgo biloba): გინკგოტოქსინს შეიცავს გინკგოს ნედლი თესლები, რომელთა დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი; აღნიშნულ ტოქსინს ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს გინკგოს ფოთოლი და ფოთლის ექსტრაქტი.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@aa32597

ნეფროტოქსიკური მცენარეები

რიგი მცენარეებისა შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება.

  • ძირმწარას (Aristolochia) სახეობები: შეიცავს არისტოლოქის მჟავას, რაც იწვევს შეუქცევად ინტერსტიციულ ნეფრიტს.

  • ეფედრას სახეობები: შეიცავს ეფედრინს, რომელიც კრისტალიზდება კონცენტრირებულ შარდში და იწვევს თირკმლის კენჭების წარმოქმნას.

  • კარამბოლა (Averrhoa carambola): შეიცავს ხსნად ოქსალატებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ოქსალატური ნეფროპათია და ენცეფალოპათია.

  • აკეს ნაყოფი (Blighia sapida): შეიცავს ჰიპოგლიცინ A და B-ს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია და გულყრები.

დერმატოტოქსიკური მცენარეები

მცენარით ინდუცირებული დერმატიტისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანება როგორც წესი, გამოწვეულია გამღიზიანებელი მოქმედების ისეთი ქიმიური ნივთიერებით, როგორიცაა ოქსალატის კრისტალები.

  • ფილოდენდრონის, კალადიუმის და სპატიფილუმის/"მშვიდობის შროშანის" (Spathiphyllum) სახეობები: შეიცავს ოქსალატის კრისტალებს, რაც დაღეჭვის ან პირის ღრუში გაჭყლეტისთანავე იწვევს უეცარ ტკივილს.[21]

  • ჩილი ან ცხარე/კაიენის წიწაკა (Capsicum annuum): შეიცავს ფენილპროპანოიდს, რომელიც ლოკალური მგრძნობიარე ნერვის დაბოლოებიდან იწვევს P ნივთიერების გამოთავისუფლებას და მცენარესთან შეხებაში არსებულ სხეულის ნებისმიერ ადგილზე იწვევს ინტენსიური მწველი ტკივილის განვითარებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@33b2c5d4[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7668ed2a[Figure caption and citation for the preceding image starts]: წიწაკაGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@27d62fd4

  • გინკგო ( Ginkgo biloba ): უროშიოლისმსგავსი ალკილფენოლების გამო თესლების/ფოთლების/ფოთლის ექსტრაქტის მიღება იწვევს კანის ალერგიულ რეაქციებს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@2dfc6afa

  • ჭინჭარს (Urtica dioica) აქვს მსუსხავი თმები, რომლებიც გამოყოფს ჰისტამინს, აცეტილქოლინს და სეროტონინს. ხის ჭინჭარს (Dendrocnide ან Laportea სახეობები) აქვს მსუსხავი ბუსუსები, რომლებიც შეიცავს კალციუმის ოქსალატს.

  • კრაზანა (Hypericum perforatum) შეიცავს ფოტომასენსიბილიზებელ ნივთიერება ჰიპერიცინს.

  • ფოტომასენსიბილიზებელ ნივთიერებებს, ფუროკუმარინს ან ფსორალენს შეიცავს არაერთი მცენარე (ნიახური, ძირთეთრა, ლაიმი, ბერგამოტი, ლეღვი, კამა, მდოგვი, სტაფილო, გიგანტური დიყი/მანტეგაცის დიყი [Heracleum mantegazzianum]).

  • ჩვეულებრივი სურო (Hedera helix) შეიცავს კონტაქტურ მასენსიბილიზებელ ნივთიერება ფალკარინოლს.

  • ფოტოდერმატიტს იწვევს ისეთი მცენარეები, როგორიცაა აზიმინა (Asimina triloba), ძირთეთრა (Pastinaca sativa) და ტეგანი (Ruta graveolens).

  • ზოგიერთი ველური ბალახი წარმოქმნის ბალახის ყვავილედს (ყვავილის შემცველი ნაწილი), რომელსაც მდელოს მელაკუდას უწოდებენ. მცენარე შეიცავს წვეტიან წინა და ეკლიან უკანა ნაწილს, რაც აადვილებს თანდათანობით გადაადგილებას ძალის გამოყენების შემდეგ. რეტროგრადული მოძრაობის პრევენციას უზრუნველყოფს მყარი მცოცავი თავთუნები. ბავშვები თამაშის დროს ამ ბალახს ენაზე გადააადგილებენ, რაც იწვევს ასპირაციას. ბალახის წვეროები ორგანიზმში მოხვედრისას გადაადგილდება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას, ბრონქოექტაზიას, ფილტვის აბსცესს და მიგრაციას პლევრის ღრუში.[22]

ჰემატოტოქსიკური მცენარეები

მცენარით ინდუცირებული კოაგულოპათია, როგორც წესი, განპირობებულია კუმარინის შემცველი ფენილპროპანოიდების ან გინკგოლიდების დიდი რაოდენობის მიღებით, რაც იწვევს ანტიაგრეგანტულ ეფექტს.[23]

  • ყვითელთავთავას (Anthoxanthum odoratum), კუმარუს მარცვლების (Dipteryx odorata), ენდრონიკას (Galium triflorum), ძიძოს (Melilotus), წითელი სამყურას (Trofilum pratense) და ცხენისწაბლას (Aesculus hippocastanum) სახეობები: შეიცავს კუმარინს ან კუმარინის დერივატებს. ზემოთჩამოთვლილი მცენარეების ალიმენტური გზით დიდი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სისხლდენა.[23]

  • გინკგოს (Ginkgo biloba): ნედლი თესლები შეიცავს გინკგოტოქსინს, რომელიც ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს); თესლების დიდი რაოდენობით მიღებამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი; გინკგოს ფოთოლი და მისი ექსტრაქტი შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობით გინკგოტოქსინს.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გინკგო (ორნაკვთიანი გინკგო)Gerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@598807d3

მცენარით ინდუცირებულ ძვლის ტვინის სუპრესია დაკავშირებულია ანტიმიტოზური ისეთი ალკალოიდების მიღებასთან, როგორიცაა კოლხიცინი, ვინკრისტინი, ვინბლასტინი და პოდოფილუმი, ასევე სხვა ციტოტოქსინებთან, როგორიცაა რიცინის მსგავსი (ტიპი 2) რიბოსომის მაინჰიბირებელი ცილები (RIP2) და ჰიპოგლიცინი A და B.[24]

  • სათოვლია/უცუნა (Colchicum autumnale): შეიცავს კოლხიცინის ალკალოიდებს.

  • მადაგასკარის გველის სურო (Catharanthus roseus/Vinca rosea): შეიცავს ვინკრისტინის და ვინბლასტინის ალკალოიდებს.

  • ჩრდილოამერიკული ფეხფოთოლა (Podophyllum peltatum), სამხრეთ-დასავლეთ ჩინური ფეხფოთოლა (Podophillum aurantiocaule), Podophyllum delavayi და პოდოფილის სხვა სახეობები: შეიცავს პოდოფილის ალკალოიდებს.

  • აბუსალათინი (Ricinus communis): შეიცავს რიცინს, რიბოსომის მაინჰიბირებელ მე-2 ტიპის ცილას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5a3230a3

  • "კიბორჩხალას თვალები"/ვარდისფერი ბარდა (Abrus precatorius) შეიცავს აბრინს, რიბოსომის მაინჰიბირებელ მე-2 ტიპის ცილას.

  • ცრუაკაცია (Robina pseudoacacia) შეიცავს რობინს, რიბოსომის მაიჰიბირებელ მე-2 ტიპის ცილას.

მულტიორგანული ტოქსიკური მცენარეები

ანტიმუსაკრინული ეფექტები ვლინდება ბელადონას ალკალოიდის შემცველი მცენარეების ალიმენტური გზით მიღების დროს.

  • ჯიმსონის სარეველა/ლემა (Datura stramonium), ბელადონა (Atropa belladonna), შავი ლენცოფა (Hyoscyamus niger) და ევროპული ან ჭეშმარიტი მანდრაგორი (Mandragora officinarum) შეიცავს ბელადონას ალკალოიდებს, რომელთა ალიმენტური გზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიმუსკარინული ეფექტის მძიმე სიმპტომები.[16]

მუსკარინული ეფექტი ვლინდება სოლანინის ალკალოიდის შემცველი მცენარეებით მოწამვლის შემთხვევაში.

  • არეკის კაკალი/ფუფალა (Areca catechu), შხამიანი ფიზოსტიგმა/კალაბარის ცერცვი (Physostigma venenosum) და ჟაბორანდის/პილოკარპუსის სახეობები შეიცავს მუსკარინის ალკალოიდებს, რომლის მიღება იწვევს მუსკარინულ სიმპტომებს.[25]

ნიკოტინისმსგავსი ალკალოიდებით ნიკოტინის რეცეპტორების ჭარბი სტიმულაცია იწვევს სხვადასხვა არასასურველ გამოვლინებას.

  • ლურჯი კოჰოში (Caulophyllum thalictroides) შეიცავს მეთილციტიზინს.

  • დაწინწკლული კონიო (Conium maculatum) იწვევს რაბდომიოლიზს და თირკმლის უკმარისობას ალიმენტური გზით აღნიშნული მცენარის ან იმ ჩიტების მირთმევის შემდგომ, რომლებმაც თავად მიიღეს ეს მცენარე.

  • ოქროწვიმა (Laburnum anagyroides), ინდური თამბაქო (Lobelia inflata), ხანჭკოლა (ხანჭკოლას სახეობები), laburnum-ის გვარის მცენარეები და თამბაქო (Nicotiana tabacum): ყველა შეიცავს ნიკოტინისმსგავს ალკალოიდებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნიკოტინის რეცეპტორების ჭარბი სტიმულაცია.[8]

აციდოზი შეიძლება განვითარდეს გარკვეული თესლების სრულად დაღეჭვის შედეგად.

  • კასავა/საკვები მანიჰოტი (Manihot esculenta) და კურკოვანი კულტურის სახეობები შეიცავს ციანოგენურ გლიკოზიდებს, ამიგდალინსა და ლინამარინს, რომლებიც გამოიყოფა მცენარის თესლების დაღეჭვისას.[26]

მულტიორგანული უკმარისობა შესაძლოა განვითარდეს მთელ სხეულში მიკრომილაკების წარმოქმნის დათრგუნვის შედეგად.

  • კოლხიცინის ალკალოიდები სათოვლიასა და გლორიოზადან.

  • ფეხფოთოლაში შემავალი პოდოფილოტოქსინი.

  • ვინკრისტინი/ვინბლასტინი გველის სუროდან.

  • ურთხელში შემავალი ტაქსოლი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას