პროგნოზი
ტოქსიკური მცენარეებით გამოწვეული მოწამვლის უმეტესი ნაწილი კლინიკურად უმნიშვნელოა და სიმპტომები სრულად ალაგდება ნარჩენი მოვლენების განვითარების გარეშე. 1983-2014 წლებში აშშ-ში ტოქსიკოლოგიური ცენტრების მიერ აღირიცხა მცენარით გამოწვეული სიკვდილობის 62 შემთხვევა.[19] AAPCC: annual data reports Opens in new window სავარაუდოდ სიკვდილობა ამ მიზეზით უფრო ხშირია აზიასა და აფრიკაში, მაგრამ აღნიშნული მონაცემების შეგროვება არ ხდება ყოველწლიურად, როგორც ეს მიღებულია და ტარდება აშშ-ში. 2001-2010 წლებშიტაილანდში ჩატარებული რეტროსპექტული კვლევით ჯამში იდენტიფიცირდა ტოქსიკურ მცენარეებთან ექსპოზიციის 2901 შემთხვევა, სიკვდილობის მაჩვენებელი შეადგენდა 0.9%-ს.[53] ამ კვლევაში მცენარით მოწამვლასთან დაკავშირებული სიკვდილობის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო კასავას/მანიჰოტის (Manihot esculenta) ალიმენტური გზით მიღება.
უფრო მძიმედ მოწამლულ პაციენტებში პროგნოზი ცუდია და მათ უფრო ინტენსიური მართვა ესაჭიროებათ. შედარებით იშვიათია მოწამვლა ლეტალური შედეგების გამომწვევი ისეთი მცენარეებით, როგორიცაა, მაგ. დაწინწკლული კონიო, ლემა, ტილჭირი, სათოვლია, ოლეანდრე. გამონაკლისია ჭიაფერა. შეტყობინება აღნიშნულ მცენარეებთან ექსპოზიციის თაობაზე იშვიათია. მიუხედავად იმისა, რომ აბუსალათინი (შეიცავს რიცინს, Ricinus communis) და "კიბორჩხალას თვალები" (შეიცავს აბრინს; Abrus precatorius ) ითვლება ძალიან ტოქსიკურ მცენარეებად, სიკვდილის შემთხვევები არ აღრიცხულა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ტოქსიკური მცენარეების მიღება იშვიათად იწვევს სიკვდილს და აშშ-ში ადამიანთა მოწამვლის მიზეზების პირველ ოცეულში არ შედის მცენარეებით მოწამვლა.
AAPCC: annual data reports
Opens in new window[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოლეანდრეGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: აბუსალათინიGerald O'Malley-ს პირადი კოლექცია [Citation ends].
მცენარით მოწამვლა კარდიული შედეგებით
შესაბამისი დამხმარე მოვლის ფონზე დიგოქსინ- სპეციფიკური ანტისხეულის ფრაგმენტების (digoxin immune Fab), ატროპინის, ვაზოპრესორების, ანტიარითმიული საშუალებებისა და ნატრიუმის ბიკარბონატის (ჩვენებების მიხედვით) გამოყენებით პაციენტთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდება. აკონიტინთან ექსპოზიციის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის დროს განვითარებული სიკვდილობის მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ს შეადგენს. აუცილებელია არითმიისა და კარდიოგენული შოკის აგრესიული მკურნალობა.[10]
მცენარით მოწამვლა ნევროლოგიური შედეგებით
სათანადო დამხმარე მოვლის, გულყრების აგრესიული კონტროლისა და პაციენტის ჰიპოთერმული მდგომარეობის შემთხვევაში, მათი უმრავლესობა გამოჯანმრთელდება.
მცენარით მოწამვლა გასტროინტესტინური შედეგებით
პაციენტების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება ადეკვატური დახმარე მოვლით, რაც მოიცავს ინტრავენურ გადასხმებს, ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების, ანტაციდების (მაგ., H2 ანტაგონისტების ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების) გამოყენებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას