პირველადი პრევენცია

პირველადი პრევენცია იწყება ძვლების მასის ადექვატური პიკის მიღწევიდან. ამის შემდეგ, პირველადი პრევენცია დამოკიდებულია ძვლოვანი მასის შემცირების მინიმალიზაციასა და ჩონჩხის მიკროარქიტექტურის შენარჩუნებაზე, როგორიცაა ტრაბეკულების და კორტიკალური სისქე.[3]

განათლება

სისტემური მიმოხილვის მტკიცებულებებით მხარდაჭერილია, რომ პაციენტის განათლება შეიძლება ეფექტური მეთოდი იყოს ოსტეოპოროზის თაობაზე ცოდნისა და მიდგომის გასაუმჯობესებლად, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ქცევის (როგორიცაა რძის პროდუქტებით საკმარისი კალციუმის მიღება) და ფიზიკური ფუნქციის გასაუმჯობესებლად, რაც აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის. თუმცა ოსტეოპოროზის მაჩვენებლის ზრდა არ არის ნანახი იმ პაციენტებში, რომლებიც ახორციელებდნენ რეგულარული ვარჯიშის პროგრამას.[36][37]​​

ფიზიკური დატვირთვა (ვარჯიში)

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (The American College of Obstetrics and Gynecology) რეკომენდაციას უწევს რუტინულ აერობულ და სხეულის წონის დატვირთვით ვარჯიშებს, ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ძვლოვანი მასის დაკარგვის პრევენციისთვის.[24]

ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ფიზიკური აქტივობა, 65 წლის და მასზე უფროსი ასაკის ადამიანებში, თავის როლს თამაშობს ოსტეოპოროზის პრევენციაში, აუმჯობესებს ხერხემლის წელის ნაწილის და უფრო მცირე ხარისხით, ბარძაყის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს (BMD). უფრო ეფექტური აღმოჩნდა აქტივობები, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ვარჯიშს და ასევე რეზისტენტულ ვარჯიშებს.[38]

საკვები დანამატები

საკვებში კაცლიუმისა და D ვიტამინის დამატება პრევენციული საშუალებაა, რისი მიზანიც ოსტეოპოროზის პრევენცია და მოტეხილობების ინციდენტობის შმეცირებაა.[24]​ აშშ-ის პრევენციული სერვისების სამუშაო ჯგუფის (The US Preventive Services Task Force) გაიდლაინების და რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის მტკიცებულების მიხედვით, არასაკმარისია მტკიცებულებები იმისათვის, რომ შეფასდეს D ვიტამინის და კალციუმის დანამატების (ცალ-ცალკე ან კომბინაციით) სარგებლისა და რისკის ბალანსი მოტეხილობების პირველადი პრევენციისთვის უსიმპტომო მამაკაცებში, პრემენოპაუზის ან პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში, რომლებიც არ ცხოვრობენ მოხუცთა საცხოვრებელში ან სხვა ინსტიტუციურ დაწესებულებაში.[39][40]​​​ ჯანმრთელი შუახნის ასაკის პირებსა ან ხანდაზმულებში მოტეხილობის რისკის შემცირებისთვის D ვიტამინის დანამატების გამოყენება, პლაცებოსთან შედარებით, არაეფექტური აღმოჩნდა.[41] მიუხედავად ამისა, ძვლების ჯანმრთელობის და ოსტეოპოროზის ფონდის (BHOF) რეკომენდაციით, საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს ადეკვატური რაოდენობით კალციუმი (1000 მგ/დღეში, 50-70 წლის მამაკაცებისთვის; 1200 მგ/დღეში 51 წლის და მასზე უფროსი ასაკის ქალებისთვის და 71 წლის და მასზე უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის) და D ვიტამინი (800-1000 საერთაშორისო ერთეული/დღეში 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისა და ქალებისთვის). თუ საკვებ რაციონში მათი შემცველობა არასაკმარისია, მიზანშეწონილია საკვები დანამატების გამოყენება.[42] ​ BHOF-ის რეკომენდაციით, უფრო მაღალი დოზები შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთი მოზრდილისთვის, მაგალითად, მალაბსორბციის მქონე პაციენტისთვის.[42] არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ ჯანმრთელ პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში რძის პროდუქტების მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის მინერალური სიკმკვრივე (BMD).[43]

რალოქსიფენი

პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში, ოსტეოპენიითა და ძვლის მინერალური სიმკვრივის T ქულით -2.5-სა და -2.0-ს შორის, რალოქსიფენის გამოყენება, პლაცებოსთან შედარებით, დაკავშირებული იყო BMD-ის მნიშვნელოვნად გაზრდასთან.[44] ქალებში, პირველადი პრევენციისთვის რალოქსიფენის ინდივიდუალურ გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ ვენური თრომბოზისა და ინსულტის რისკები, ხერხემლის მოტეხილობისა ძუძუს ესტროგენის რეცეპტორზე დადებითი კიბოს რისკების შემცირების პოტენციურ სარგებელთან შედარებით.

გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზი

ქრონიკულად კორტიკოსტეროიდების მომხმარებელი პაციენტების 30-50%-ს უვითარდება მოტეხილობა.[45] კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზი კომპლექსური დაავადებაა, რომელიც მოიცავს როგორც ძვლების გაძლიერებულ რეზორბციას, ისე მისი დეფექტის ფორმირებას. ამ პოპულაციაში ბისფოსფონატების - ალენდრონის მჟავას და რიზედრონატის გამოყენებამ ეფექტურად შეამცირა ძვლის მოტეხილობა. [ Cochrane Clinical Answers logo ] [მტკიცებულების დონე A]​​ მათი მიღება გასათვალისწინებელია ყველა პაციენტთან, რომლებიც 3 თვეზე ხანგრძლივად მკურნალობენ კორტიკოსტეროიდებით, იღებენ პრედნიზოლონს ყოველდღიურად, დოზით 2.5 -დან ≥7.5 მგ და ასევე პაციენტებში, ანამნეზში გადატანილი მოტეხილობით.[46][47]

ამასთან ერთად, კალციუმის და ვიტამინ D-ს ადექვატური რაოდენობა უნდა მივცეთ პაციენტებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად.[46]

მეორეული პრევენცია

ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები, მიუხედავად ანამნეზში არსებული მოტეხილობებისა, უნდა შეამოწმოთ დაცემის რისკზე გაწერამდე და ურჩიოთ მიზნობრივი ინტერვენციების შესახებ დაცემის სპეციფიკური რისკების შესამცირებლად.

ბარძაყის პროტექტორები არ არის სარგებლიანი დაცემის პრევენციისთვის პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში არიან.[172]

შსიარულის დარღვევის ან სისუსტის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ფიზიოთერაპია ან პროფესიონალური თერაპია.

რეკომენდებულია წონით დატვირთვის და ბალანსის შემანარჩუნებელი ვარჯიშები.

რეკომენდებულია კაცლიუმის და D ვიტამინის დამატების შენარჩუნება. NIH: calcium and vitamin D - important at every age Opens in new window

უზრუნველყოფილი უნდა იუყოს კონსულტაცია და მკურნალობა მოწევის და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შეწყვეტის შესახებ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას