ზედმიწევნით კლინიკურ გასინჯვა მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასასმელად, რადგანაც ეს მდგომარეობა უსიმპტომოა მოტეხილობის გამოვლინებამდე. კლინიკური შეფასება ეფუძნება რისკფაქტორების ისტორიას და სკრინინგის გეგმას. დაბალი ზეგავლენის პათოლოგიური მოტეხილობის არსებობა ანამნეზში ამ მდგომარეობის ინდიკატორია. ლაბორატორიული კვლევები ტარდება ძვლოვანი მასის დაქვეითების შექცევადი მეორადი მიზეზების გამოსარიცხად.
კლინიკური შეფასება
პაციენტის ანამნეზის საკვანძო კომპონენტებია: ასაკი, სქესი, ეთნიკურობა, ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდის არსებობა, ანამნეზში იმობილიზაცია და ადრინდელი მოტეხილობები.[24]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Osteoporosis prevention, screening, and diagnosis: ACOG clinical practice guideline no. 1. Obstet Gynecol. 2021 Sep 1;138(3):494-506.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2021/09000/Osteoporosis_Prevention,_Screening,_and_Diagnosis_.30.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34412075?tool=bestpractice.com
თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარების შემცირება, ჰეპარინის, ანტიკონვულსანტების, გლუკოკორტიკოიდების და არომატაზას ინჰიბიტორის (ქალები) ან ანდროგენებით მკურნალობის(მამაკაცებში) შემცირება უნდა მოხდეს მოტეხილობების პრევენციისთვის.[24]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Osteoporosis prevention, screening, and diagnosis: ACOG clinical practice guideline no. 1. Obstet Gynecol. 2021 Sep 1;138(3):494-506.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2021/09000/Osteoporosis_Prevention,_Screening,_and_Diagnosis_.30.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34412075?tool=bestpractice.com
[48]Qaseem A, Forciea MA, McLean RM, et al. Treatment of low bone density or osteoporosis to prevent fractures in men and women: a clinical practice guideline update from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2017 Jun 6;166(11):818-39.
http://annals.org/aim/fullarticle/2625385/treatment-low-bone-density-osteoporosis-prevent-fractures-men-women-clinical
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28492856?tool=bestpractice.com
პაციენტმა შესაძლოა აღნიშნოს სიმაღლის (განსაკუთრებით კიფოზის), სხეულის წონის, დიეტის და ტკივილის ინტენსივობის ცვლილებები.[24]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Osteoporosis prevention, screening, and diagnosis: ACOG clinical practice guideline no. 1. Obstet Gynecol. 2021 Sep 1;138(3):494-506.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2021/09000/Osteoporosis_Prevention,_Screening,_and_Diagnosis_.30.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34412075?tool=bestpractice.com
მოტეხილობის რისკი ფასდება და ხდება ანამნეზში წინა მოტეხილობების შემთხვევების გამოკვლევა.[49]Harvey NC, Odén A, Orwoll E, et al. Falls predict fractures independently of FRAX probability: a meta-analysis of the Osteoporotic Fractures In Men (MrOS) study. J Bone Miner Res. 2018 Mar;33(3):510-6.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5842893
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/29220072?tool=bestpractice.com
გასინჯვა
გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს უსიმპტომო მოტეხილობით გამოწვეული დაბალი სხეულის მასის ინდექსი ან ხერხემლის კიფოზი.
დაცემის და მოტეხილობის რისკი შესაძლოა შეფასდეს მხედველობის შემომწების, პაციენტის ბალანსის, სიარულის და ქვედა კიდურების სიძლიერის შეფასების შედეგად.
გამოსახულების მიღება
ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია
ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზომვა ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიით არის ოქროს სტანდარტი ოსტეოპოროზის დასადგენად პაციენტებში, რომელთაც არ აღენიშნებათ ოსტეოპოროზული მოტეხილობა.[3]WHO Scientific Group on the Prevention and Management of Osteoporosis. Prevention and management of osteoporosis: report of a WHO scientific group. (WHO technical report series: 921.) Geneva, Switzerland: WHO; 2000.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42841
[24]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Osteoporosis prevention, screening, and diagnosis: ACOG clinical practice guideline no. 1. Obstet Gynecol. 2021 Sep 1;138(3):494-506.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2021/09000/Osteoporosis_Prevention,_Screening,_and_Diagnosis_.30.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34412075?tool=bestpractice.com
[48]Qaseem A, Forciea MA, McLean RM, et al. Treatment of low bone density or osteoporosis to prevent fractures in men and women: a clinical practice guideline update from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2017 Jun 6;166(11):818-39.
http://annals.org/aim/fullarticle/2625385/treatment-low-bone-density-osteoporosis-prevent-fractures-men-women-clinical
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28492856?tool=bestpractice.com
[50]American College of Radiology. ACR appropriateness criteria: osteoporosis and bone mineral density. 2022 [internet publication].
https://acsearch.acr.org/docs/69358/Narrative
[51]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Management of postmenopausal osteoporosis: ACOG clinical practice guideline no. 2. Obstet Gynecol. 2022 Apr 1;139(4):698-717.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/35594133?tool=bestpractice.com
ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრიით რისკფაქტორების მქონე პაციენტების სკრინინგი ოსტეოპოროზზე ავლენს დიაგნოზს მოტეხილობის განვითარებამდე. თუმცა, გარკვეული დებატები არსებობს ძვლის მინერალური სიმკვრივის ანალიზის სათანადო გამოყენების შესახებ. მაგალითად, ოსტეოპოროზული მოტეხილობების პრევენციის შეფასების კონტექსტში, ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და კლინიკური დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტის სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ 75 წლის ან უფროსი ასაკის ქალები, რომლებსაც აქვთ ორი ან მეტი დამოუკიდებელი კლინიკური რისკფაქტორი მოტეხილობისთვის ან ძვლის დაბალი მინერალური სიმკვრივის ინდიკატორები, ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია შესაძლოა არ იყოს აუცილებელი, თუ ექიმი ჩათვლის მას კლინიკურად შეუსაბამოდ ან შეუსრულებლად.[52]National Institute for Health and Care Excellence. Raloxifene and teriparatide for the secondary prevention of osteoporotic fragility fractures in postmenopausal women. Feb 2018 [internet publication].
https://www.nice.org.uk/guidance/ta161
მიუხედავად ამისა, საყოველთაოდ შეთანხმებულია, რომ პათოლოგიური მოტეხილობების (მცირე ტრავმული მოტეხილობა), ესტროგენების ან ტესტოსტერონის დეფიციტი, სიმაღლის დაკარგვის, რადიოგრაფიული ოსტეოპენიის, რევმატოიდული ართრიტის (კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას ან მის გარეშე) მქონე პაციენტებისთვის და მათთვის ვინც პერორალურ კონტრაცეპტივებზე არიან, BMD ანალიზი უნდა ჩაუტარდეთ.[53]Adams J, Bishop N. DXA in adults and children. In: Rosen CJ, Compston JE, Lian JB, et al, eds. Primer on the metabolic bone diseases and disorders of mineral metabolism. 7th ed. Washington, DC: American Society for Bone and Mineral Research; 2008:152-8.
რაოდენობრივი ულტრაბგერითი გამოკვლევა
ქუსლების რაოდენობრივი ულტრაბგერითი კვლევა (QUS) შესაძლოა გამოყენებულ იქნას ალტერნატივის სახით, თუ DXA ხელმიუწვდომელია, მაგრამ DXA-თვის განსაზღვრული იგივე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს ვერ გამოვიყენებთ ამ ტექნიკისთვის.[3]WHO Scientific Group on the Prevention and Management of Osteoporosis. Prevention and management of osteoporosis: report of a WHO scientific group. (WHO technical report series: 921.) Geneva, Switzerland: WHO; 2000.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42841
[54]Fu Y, Li C, Luo W, et al. Fragility fracture discriminative ability of radius quantitative ultrasound: a systematic review and meta-analysis. Osteoporos Int. 2021 Jan;32(1):23-38.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7755656
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32728897?tool=bestpractice.com
[55]So E, Rushing C, Prissel MA, et al. The role of secondary imaging techniques for assessing bone mineral density in elderly ankle fractures. J Foot Ankle Surg. 2022 Jan-Feb;61(1):149-56.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34312077?tool=bestpractice.com
QUS არ არის ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასების მეთოდი, არამედ ძვლის სიმტკიცის უცნობი ელემენტების გაზომვაა. რაოდენობრივი ულტრაბგერითი კვლევა (QUS) შესაძლოა იყოს პოპულაციაზე დაფუძნებული (და არა ინდივიდუალური) მოტეხილობის კარგი პროგნოზული ფაქტორი. ამასთან ერთად, T ქულები ტესტირებულია მხოლოდ DXA-თვის და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული QUS-თვის.
რენტგენოლოგიური კვლევა
რენტგენის მეშვეობით შეიძლება გამოვლინდეს ოსტეოპენია და/ან მოტეხილობები (მაგ. ხერხემლის მალების მოტეხილობები), მაგრამ გამოკვლევის ეს მეთოდი ვერ ადგენს დიაგნოზს.[56]Grados F, Fechtenbaum J, Flipon E, et al. Radiographic methods for evaluating osteoporotic vertebral fractures. Joint Bone Spine. 2009 May;76(3):241-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19196531?tool=bestpractice.com
ის გამოიყენება DXA შეფასების ჩატარების აუცილებლობის დასადგენად, როდესაც ოსტეოპენია შემთხვევით ვლინდება. მასზე უნდა ვიფიქროთ პაციენტებში, რომლებსაც ტკივილი აქვთ ხერხემლის გულმკერდისა და წელის არეში, სიმაღლის დაკარგვა ან გულმკერდის კიფოზი. რენტგენი ასევე გამოიყენება საცდელი მკურნალობისას მოტეხილობის ინციდენტობის შესაფასებლად.[56]Grados F, Fechtenbaum J, Flipon E, et al. Radiographic methods for evaluating osteoporotic vertebral fractures. Joint Bone Spine. 2009 May;76(3):241-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19196531?tool=bestpractice.com
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში გულ-მკერდის რენტგენი ძვლოვანი მასის განლევასა და დეფორმაციას აჩვენებსBMJ Case Reports 2009; doi:10.1136/bcr.07.2008.0359. Copyright ©BMJ publishing group 2010 [Citation ends].
რაოდენობრივი კტ
როდესაც ორმაგი ენერგიის რენტგენული აბსორბციომეტრია არ არის ხელმისაწვდომი, გამოიყენება რაოდენობრივი კომპიუტერული ტომოგრაფია.[50]American College of Radiology. ACR appropriateness criteria: osteoporosis and bone mineral density. 2022 [internet publication].
https://acsearch.acr.org/docs/69358/Narrative
[57]Cheng X, Wang L, Wang Q, et al. Validation of quantitative computed tomography-derived areal bone mineral density with dual energy X-ray absorptiometry in an elderly Chinese population. Chin Med J (Engl). 2014;127(8):1445-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24762586?tool=bestpractice.com
[58]Cann CE, Adams JE, Brown JK, et al. CTXA hip--an extension of classical DXA measurements using quantitative CT. PLoS One. 2014 Mar 17;9(3):e91904.
https://journals.plos.org/plosone/article?id=10.1371/journal.pone.0091904
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24637515?tool=bestpractice.com
მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი
მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი შეიმუშავა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოტეხილობის რისკის შესაფასებლად. მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი აერთიანებს მოტეხილობის კლინიკურ რისკფაქტორებს და ძვლის მინერალური სიმკვრივის ქულებს ბარძაყის ძვლის კისერზე, 10-წლიანი მოტეხილობის რისკის გმოსათვლელად კაცებში და ქალებში.
ექიმთა ამერიკული კოლეჯის რეკომენდაციით, ექიმებმა თავად უნდა განსაჯონ მოტეხილობის რისკი კლინიკური რისკფაქტორების გათვალისწინებით; მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ რისკის შეფასების ინსტურმენტი, მაგ. მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი, რათა გადაწყვიტონ ფარმაკოლოგიური მკურნალობის მიზანშეწონილობა.[48]Qaseem A, Forciea MA, McLean RM, et al. Treatment of low bone density or osteoporosis to prevent fractures in men and women: a clinical practice guideline update from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2017 Jun 6;166(11):818-39.
http://annals.org/aim/fullarticle/2625385/treatment-low-bone-density-osteoporosis-prevent-fractures-men-women-clinical
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28492856?tool=bestpractice.com
ექიმთა ამერიკული კოლეჯის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოტეხილობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი ფართოდ გამოიყენება, ამ ინსტრუმენტით მიღებული ქულის მკურნალობის ეფექტურობასთან კავშირის შესახებ მტკიცებულებები არ არის საკმარისი.[48]Qaseem A, Forciea MA, McLean RM, et al. Treatment of low bone density or osteoporosis to prevent fractures in men and women: a clinical practice guideline update from the American College of Physicians. Ann Intern Med. 2017 Jun 6;166(11):818-39.
http://annals.org/aim/fullarticle/2625385/treatment-low-bone-density-osteoporosis-prevent-fractures-men-women-clinical
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28492856?tool=bestpractice.com
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი (The American College of Obstetricians and Gynecologists) გვთავაზობს, რომ FRAX ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება შეიზღუდოს, როცა შეუძლებელია ალკოჰოლის მოხმარების კონკრეტული რაოდენობის, დოზის ან ხანგრძლივობის განსაზღვრა, კორტიკოსტეროიდების მიღებისას, თამბაქოს მოწევის შემთხვევაში ან როცა ვერ დგინდება ადრინდელი მოტეხილობების რაოდენობა. მოდელი არ მოიცავს ბოლოდროინდელი დაცემის ანამნეზს და ხერხემლის BMD-ს, ორივე ზრდის ოსტეოპოროზული მოტეხილობის რისკს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პაციენტებისთვის რისკის არასათანადოდ შეფასება.[24]ACOG Committee on Clinical Practice Guidelines–Gynecology. Osteoporosis prevention, screening, and diagnosis: ACOG clinical practice guideline no. 1. Obstet Gynecol. 2021 Sep 1;138(3):494-506.
https://journals.lww.com/greenjournal/Fulltext/2021/09000/Osteoporosis_Prevention,_Screening,_and_Diagnosis_.30.aspx
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/34412075?tool=bestpractice.com
ლაბორატორიიული კვლევები
ძვლის რეზორბციის ბიოქიმიური მარკერები BMD-თან ერთად შესაძლოა მოტეხილობის რისკის სასარგებლო პროგნოზული ფაქტორი იყოს და ტიპურად უკვეთავენ მკურნალობის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.[3]WHO Scientific Group on the Prevention and Management of Osteoporosis. Prevention and management of osteoporosis: report of a WHO scientific group. (WHO technical report series: 921.) Geneva, Switzerland: WHO; 2000.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42841
ძვლის განახლების მარკეები შესაძლოა გამოყენებულ იქნას სპეციფიკურად მკურნალობაზე პასუხის მონიტორინგისთვის და არა სამკურნალო მიდგომისთვის.[59]Allende-Vigo MZ. The use of biochemical markers of bone turnover in osteoporosis. P R Health Sci J. 2007 Jun;26(2):91-5.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17722420?tool=bestpractice.com
[60]Vasikaran S, Eastell R, Bruyère O, et al. Markers of bone turnover for the prediction of fracture risk and monitoring of osteoporosis treatment: a need for international reference standards. Osteoporos Int. 2011 Feb;22(2):391-420.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21184054?tool=bestpractice.com
ლაბორატორიული შეფასება დიაგნოზის დადგენის შემდეგ ხორციელდება, რათა დადგინდეს, რომ ფონური გამომწვევი დაავადება არ არსებობს, რომელზეც ეჭვი არსებობდა ანამნეზიდან და გასინჯვიდან გამომდინარე.[2]NIH Consensus Development Panel on Osteoporosis Prevention, Diagnosis, and Therapy. Osteoporosis prevention, diagnosis, and therapy. JAMA. 2001 Feb 14;285(6):785-95.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/11176917?tool=bestpractice.com
საწყისი ლაბორატორიული კვლევებით ყველა პაციენტში ფასდება თირკმლის ფუნქცია, ასევე კალციუმის, ალბუმინის, ფოსფორის და D ვიტამინის დონე. მამაკაცებში ასევე მართებულია ტესტოსტერონის დონის შემოწმება.
შედეგებმა შესაძლოა ოსტეოპოროზის ფონური მიზეზები გამოავლინოს:[3]WHO Scientific Group on the Prevention and Management of Osteoporosis. Prevention and management of osteoporosis: report of a WHO scientific group. (WHO technical report series: 921.) Geneva, Switzerland: WHO; 2000.
https://apps.who.int/iris/handle/10665/42841
D ვიტამინის ნაკლებობა (განისაზღვრება როგორც 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს <20 ნანოგრამ/მლ კონცენტრაციები)
ტესტოსტერონის ნაკლებობა (მამაკაცებში)
ფარისებრი ჰორმონების არანორმალური დონეები (შესაძლოა ჰიპერთიროიდიზმზე მიუთითებდეს)
პარათიროიდული ჰორმონის მაღალი დონეები (შესაძლოა ჰიპერპარათიროიდიზმზე მიუთითებდეს)
შარდში თავისუფალი კორტიზოლის მაღალი დონეები (შესაძლოა კუშინგის სინდრომზე მიუთითებდეს)
შრატის/სისხლის ცილის არანორმალური ელექტროფორეზი (შესაძლოა მიელომაზე მიუთითებდეს)
შრატში 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს დაბალი დონეები, შრატში და შარდში კალციუმის დაბალი დონეები და ფოსფატების დაბალი დონე შრატში PTH-ის და ტუტე ფოსფატაზის მაღალ დონეებთან ერთად (შესაძლოა მიუთითებდეს ვიტამინ D-ს ნაკლებობაზე ოსტეომალაციასტან ერთად ან მის გარეშე).