ახალი ტიპის მკურნალობა

ორაგულის კალციტონი (დაყოვნებული გამოყოფის ფორმულა)

აშშ სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) დაამტკიცა დაყოვნებული გამოყოფის პერორალური რეკომბინანტული ორაგულის კალციტონინის ფორმულა, დღეში ერთხელ, პოსტმენოპაუზურ ქალებში ოსტეოპოროზის სამკურნალოდ 5 წელზე მეტი ხნის პოსტმენოპაუზის დროს, როდესაც ალტერნატიული მკურნალობა არ არსებობს (მაგ: პაციენტებში, რომელთათვისაც სხვა მკურნალობები უკუნაჩვენებია ან ვინც ვერ იტანს ან არ აქვს სხვა მკურნალობის ცატარების სურვილი).

აბალოპარატიდი (მამაკაცებში ოსტეოპოროზისთვის)

აბალოპარატიდი დამტკიცებულია FDA -ის მიერ მოტეხილობის მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში ოსტეოპოროზის მკურნალობისთვიხ. დამტკიცება ეფუძნება ერთ რანდომიზებულ, ორმაგი ბრმა, პლაცებო- კონტროლირებად მე-3 ფაზის რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ აბალოპარატიდი მნიშვნელოვნად ზრდიდა ხერხემლის წელის ნაწილის, მთლიანი ბარძაყისა და ბარძაყის ძვლის ყელის მინერალურ სიმკვირვეს საწყისიდან 12 თვის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით, ოსტეოპოროზის მქონე მამაკაცებში.[165]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას