პირველადი პრევენცია

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Maagklachtenავტორი: NHGბოლო გამოქვეყნება: 2025

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა(ასას) და ალკოჰოლიის მოხმარების შემცირებას შეუძლია შეამციროს ეროზიული გასტრიტის ინსიდენსი და სიმძიმე.[31] პაციენტებს, რომელთაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების გამო, აქვთ გასტროინტესტინური (GI) გართულებების მაღალი რისკი, ანამნეზში აღენიშნებათ გასტროინტესტინური შემთხვევა (წყლული, ჰემორაგია), არიან 60 წელზე მეტი ასაკის, მაღალი დოზით იღებენ NSAID-ებს და პარალელურად კორტიკოსტეროიდებს ან ანტიკოაგულანტებს.[22][23] NSAID-ების აგამოყენებისას, უმჯობესია, სიფრთხილის გამოჩენა და პაციენტების მეთვალყურეობა.[32] მძიმე პაციენტებს აქვთ სტრესით გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი.[9] სტრესით გამოწვეული გასტროინტესტინური სისხლდენის მთავარი რისკფაქტორია მექანიკური ვენტილაცია 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში და კოაგულოპათიის არსებობა.[9] რისკის მქონე პაციენტებში ეფექტურია H2 ანტაგონისტებით ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით პროფილაქტიკური მკურნალობა.[33] რისკის მქონე პაციენტებში სუკრალფატი ან მიზოპროსტოლი მკურნაობის ალტერნატიული მეთოდია კუჭის ლორწოვანის სტრესული დაწყლულების თავიდან ასაცილებლად.[9]

პაციენტებში, რომლებსაც პეპტიური წყლულის, ან ავთვისებიანი პათოლოგიის გამო კუჭზე ოპერაციული ჩარევის კანდიდატები არიან, roux-en-Y კიდური, ან იზოპერისტალტიკური იეიუნური ინტერპოზიციური პროცედურა ამცირებს იატროგენური ნაღვლის რეფლუქსით გამოწვეული გასტრიტის და ეზოფაგოგასტრული დაზიანების რისკს.[5][8]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას