ახალი ტიპის მკურნალობა

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Maagklachtenავტორი: NHGბოლო გამოქვეყნება: 2025

Helicobacter pylori-ს თანმიმდევრული ერადიკაციული თერაპია

H pylori-სადმი რეზისტენტობის გამოვლინების გახშირების ფონზე მკვლევარები მკურნალობისადმი ალტერნატიულ მიდგომას ეძებენ, მათ შორის H pylori-იე ერადიკაციულ თანამიმდევრულ თერაპიას.[62][63][64][65][66] თანამიმდევრული თერაპია განისაზღვრება, როგორც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებისა (PPI) და ანტიბიოტიკების 5-დღიანი გამოყენება, მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი ორი ან სამი სხვა პრეპარატით მკურნალობა. როგორც იტალიაში ჩატარებულმა კვლევით გამოვლინდა, თანამიმდევრული მკურნალობა 5 დღის განმავლობაში PPI-ით და ამოქსიცილინით, შემდეგი 5 დღე კი PPI-ით, კლარითრომიცინით და ტინიდაზოლით 90%-ზე მეტად ზრდის ერადიკაციის სიხშირეს.[65][66] ამ კვლევისას კლარითრომიცინ-რეზიზსტენტულ პაციენტებში უფრო მეტი ეფექტურობა გამოვლინდა.[67] რანდომიზებულ, მულტიცენტრულ კვლევაში შედარებული იქნა სტანდარტული 10-დღიანი მკურნალობა თანამიმდევრულ მკურნალობასთან.[68] კუჭის ლორწოვნის ბიოპტატები შესწავლილი იქნა ამოქსიცილინის, კლარითომიცინისა და მეტრონიდაზოლისადმი რეზისტენტულობაზე.[68] ავტორებმა ვერ გამოავლინეს სტატისტიკურად სარწმუნო განსხვავება ერადიკაციის ხარისხის თვალსაზრისით.[68] თანამიმდევრული მკურნალობის ჯგუფში კლარითრომიცინისა და მეტრონიდაზოლისადმი რეზისტენტობა დამოუკიდებლად განაპირობებდნენ მკურნალობის უშედეგობას.[68] სხვა კვლევაში შედარებული იქნა თანამინდევრული მკურნალობა(მაგ. PPI პლუს ამოქსიცილინი 5 დღის განმავლობაში, რასაც მოჰყვებოდა კლარითრომიცინით და მეტრონიდაზოლით მკურნალობა მომდევნო 5 დღე) ოთხმაგ თერაპიასთან(მაგ. იგივე 4 პრეპარატი 10 დღის განმავლობაში) და როგორც აღმოჩნდა, ერადიკაციის ხარისხი შესაბამისად 87% და 81% იყო.[69] ავტორების განცხადებით მოცემულ კვლევაში ანტიბიოტიკორეზისტენტობა შესწავლილი არ იყო.[69] ერთი მეტა-ანალიზის თანახმად გეოგრაფიულ სარტყელს შეიძლება ჰქონდეს გავლენა ერადიკაციული მკურნალობის ეფექტურობაზე.[70] თანამიმდევრული თერაპია შდარებული იქნა სამმაგი თერაპიის 14-დღიან კურსთან და განხილული იქნა მეტრონიდაზოლ/კლარითრომიცინისადმი რეზისტენტული რეგიონები. კლარითრომიცინისადმი მაღალი რეზისტენტობის რეგიონებში თანამიმდევრული თერაპია უკეთესი იყო 14-დღიან სამმაგ თერაპიასთან შედარებით. მეტრონიდაზოლისადმი მაღალი რეზისტენტობის რეგიონებში თანამიმდევრული და 14-დღიანი სამმაგი თერაპია ერთნაირად ეფექტური იყო.[70] ფტორქინილონის მომცველი ერადიკაციული თანამიმდევრული მკურნალობა(5-7 დღე PPI და ამოქსიცილინით მკურნალობა, შემდეგ 5-7 დღე PPI, ფთორქინოლონი და მეტრონიდაზოლი, ან ფურაზოლიდონი) ანალოგიური იყო სტანდარტული თანამიმდევრული მკურნალობისა(5 დღე PPI პლუს ამოქსიცილინი, შემდეგ 5 დღე PPI, კლარითრომიცინი და მეტრონიდაზოლი, ან ტინიდაზოლი) 6 რანდომული კვლევის მომცველ მეტა-ანალიზის თანახმად.[71] ავტორებმა დაასკვნეს, რომ ფტორქინოლონის მომცველი თანამიმდევრული მკურნალობა პირველი რიგის ერადიკაციული მკურნალობის შესაფერისი ალტერნატივაა.[71] ერთი მეტა ანალიზის თანახმად, თანამიმდევრული მკურნალობა ნაკლებეფექტური იყო და გაკეთდა დასკვნა, რომ თანამიმდევრული მკურნალობა სტანდარტული მკურნალობის სრულფასოვანი ალტერნატივა არაა.[72]

ლევოქსაცინზე დაფუძნებული სამმაგი თერაპია

ეს შესწავლილი იქნა ძირითადად როგორც მეორე ან მესამე რიგის სამკურნალო პრეპარატები მდგრადი H pylori ინფექციის მქონე პაციენტებში. 4 რანდომული კონტროლირებადი კვლევის მეტა-ანალიზით ლევოფლოქსაცინის შემცველი 10 დღიანი მკურნალობის დროს უკეთესი აღმოფხვრის ხარისხი გამოვლინდა ბისმუთის მარილების შემცველ 7 დღიან ოთხმაგ თერაპიასთან შედარებით.[73]

რიფაბუტინზე დაფუძნებული მკურნალობა

სხვა სათადარიგო თერაპია, რომელიც მოიცავს PPI პლუს ამოქსაცილინსა და რიფაბუტინს 10 დღის განმავლობაში. აღნიშნული სათადარიგო მკურნალობის ფონზე, მდგრადი H pylori ინფექციის მქონე პაციენტებში აღმოფხვრის ხარისხი მერყეობდა 38%-დან 91%-მდე.[74]

ორმაგი თერაპია მაღალი დოზებით

ორმაგი თერაპია ამოქსიცილინისა და ომეპრაზოლის მაღალი დოზებით მდგრადი H pylori ინფექციის მქონე პაციენტების სათადარიგო მკურნალობის განსხვავებული მიდგომაა.[75]

ლევოქსაცინზე დაფუძნებული ოთხმაგი თერაპია

ეს მოიცავს მკურნალობას ლევოფლოქსაცინით, ომეპრაზოლით, ნიტაზოქსანიდით და დოქსიციკლინით (LOAD). ღია ეტიკეტის რანდომიზებული კვლევით შედარდა 7-10-დღიანი LOAD კურსი და სტანდარტული სამმაგი თერაპია: მკურნალობისთვის გამიზნულ პოპულაციაში LOAD კურსის შემთხვევაში გამოვლინდა H pylori-ის ერადიკაციის მნიშვნელოვნად უფრო მაღალი მაჩვენებელი.[76]H pylori აღმოფხვრა დადასტურებული იქნა განავლის ანტიგენური სინჯით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის შემდეგ. სასურველია უფრო ფართო რანდომული კონტროლირებადი კვლევის ჩატარება აღნიშნული მკურნალობის შემდგომი შესწავლისთვის.

H pylori ვაქცინები

ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კვლევის დროს 6-15 წლის ჯანმრთელი ბავშვები ჩინეთის ჯიანგსუს პროვინციაში რანდომულად განაწილდნენ H pylori-ის პერორული რეკომბინანტული ვაქცინის (n = 2232) ან პლაცებოს (n = 2232) მისაღებად.[77] პირველი წლის განმავლობაში გამოვლინდა H pylori-ის 64 შემთხვევა: 14 შემთხვევა ვაქცინის ჯგუფში და 50 შემთხვევა პლაცებო ჯგუფში (ვაქცინის ეფექტურობა იყო 71.8%; 95% CI 48.2-85.6). ავტორებმა დაასკვეს, რომ ვაქცინამ შეიძლება დააქვეითოს H pylori-ის ინფექციის სიხშირე, მაგრამ შედეგის დასადასტურებლად უფრო ხანგრძლივი დაკვირვებაა საჭირო.[77]

C ვიტამინი

რანდომული კონტროლირებადი კვლევა ჩატარებული იქნა, რათა შეესწავლათ C ვიტამინის დამატების გავლენა შრატში ჟანგბადის შემცველ ნივთიერებებზე(ROS) ატროფიული გასტრიტის მქონე 244 იაპონელ პაციენტში.[78] პაციენტები ყოველდღიურად რანდომულად იღებდნენ დამატებით 50 ან 500 მგ C ვიტამინს. საწყის მონაცემებთან შედარებით 5 წლის მკურნალობის შემდეგ გამოვლინდა ROS შემცველობის სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობა. ამასთან ერთად, ROS შემცველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება გამოვლინდა 500 მგ დოზით ნამკურნალებ ჯგუფში 50 მგ-ით ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

პრობიოტიკების დამატება H pylori ერადიკაციულ თერაპიაზე

სისტემური მიმოხილვითა და ქსელური მეტა-ანალიზით აღმოჩნდა, რომ პრობიოტიკით გაძლიერებული ერადიკაციული მკურნალობის ფონზე(7 დღე სამმაგი თერაპია პრობიოტიკების დამატებით და 7 დღიანი ლევოფლოქსაცინის მომცველი სამმაგი თერაპია პრობიოტიკების დამატებით) H pylori ერადიკაციული მკურნალობის სხვა მეთოდებთან შედარებით გვერდითი ეფექტების სიხშირე ნაკლები იყო.[79]

პერიოდონტული მკურნალობა

სხვა სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის ფონზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ პერიოდონტულმა მკურნალობამ შეიძლება გააუმჯობესოს H pylori ერადიკაცია და თავიდან აგვაცილოს კუჭის H pylori ინფექციის განმეორებითი განვითარება.[80] [ Cochrane Clinical Answers logo ]

პოლაპრეცინკი

პოლაპრეცინკი, ცინკისა და L-კარნოზინის ქელატური ფორმა, შთანთქავს თავისუფალ რადიკალებს და სავარაუდოდ, აქვს ჭრილობის შეხორცების უნარი. ის დამტკიცებულია იაპონიაში კუჭის წყლულის სამკურნალოდ. ერთ-ერთ კვლევაში H pylori-ის 14-დღიან ერადიკაციულ მკურნალობასთან (ომეპრაზოლი, ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი) პოლაპრეცინკის დამატებამ, პლაცებოსთან შედარებით(58.9%, p<0.01), გააუმჯობესა ერადიკაცია(შესაბამისად, 77.0% და 75.9%)[81]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას