დიფერენციული დიაგნოზები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Maagklachtenავტორი: NHGბოლო გამოქვეყნება: 2025პეპტიკური წყლული
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური სიმპტომები და ნიშნები შეიძლება, მსგავსი იყოს.
კვლევები
პეპტიური წყლულოვანი დაავადება მჭიდროდ ასოცირებულია Helicobacter pylori ინფექციასთან და არა-სტეროიდული ანტი-ანთებითი პრეპარატების(ასააპ) გამოყენებასთან.[4]
შეიძლება დადებითი იყოს განავლის ანალიზი სისხლდენაზე, რაც გასტროინტესტინურ ფარულ სისხლდენაზე მიუთითებს. განავალში ახალი სისხლი აქტიური სისხლდენის ნიშანია.
ენდოსკოპია ადასტურებს პეპტიური წყლულის არსებობას.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური სიმპტომები და ნიშნები შეიძლება, მსგავსი იყოს.
GORD(გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) ხასიათდება სპეციფიური საყლაპავისმიერი და საყლაპავგარეთა სიმპტომებით.[46]
კვლევები
H pylori შარდოვანას სუნთქვის ტესტი უარყოფითია.
ენდოსკოპია და საყლაპავის ჰისტოლოგია ავლენს საყლაპავის ჩართულობას.
არაწყლულოვანი დისპეფსია
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური სიმპტომები და ნიშნები შეიძლება იყოს სიმპტომური გასტრიტის და პეპტიური წყლულოვანი დაავადების(PUD) მსგავსი იყოს.
კვლევები
H pylori შარდოვანას სუნთქვის ტესტი უარყოფითია.[33]
ენდოსკოპიური გამოკვლევის შედეგები ნორმალურია.
კუჭის ლიმფომა
ნიშნები / სიმპტომები
კლინიკური სიმპტომები და ნიშნები შეიძლება, მსგავსი იყოს.
კვლევები
კუჭის ლორწოვანთან დაკავშირებული ლიმფური ქსოვილის(MALT) ლიმფომა მჭიდრო კავშირშია H pylori ინფექციასთან.[4] განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე შეიძლება იყოს დადებითი, რაც მიუთითებს ფარულ გასტროინტესტინურ სისხლდენაზე.
ენდოსკოპიით შეიძლება გამოვლინდეს წყლული ან ლორწოვანის არასპეციფიკური დაზიანებები. ბიოფსია გამოავლენს ლიმფური ფოლიკულის პათოლოგიურ ჰისტოლოგიურ შენებას მრავალფეროვანი ბლასტური უჯრედებით.
მოლეკულური ციტოგენეტიკური კვლევით (მაგ. უკუტრანსკრიპაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია [PCR] ან ფლუოროსცენტული in situ ჰიბრიდიზაცია) ლიმფურ უჯრედებში შეიძლება გამოვლინდეს დამახასიათებელი t(11;18) ტრანსლოკაცია).
კუჭის კარცინომა
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს საეჭვო ნიშნები(მაგ. სისხლდენა, ანემია, სწრაფი დანაყრება, წონის აუხსნელი კლება[სხეულის წონის >10%], მზარდი დისფაგია, ოდინოფაგია, მდგრადი ღებინება).
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას