პირველადი პრევენცია
ამერიკის უროლოგიური ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ანტიბიოტიკურ პროფილაქტიკას <1 წლის ასაკის მქონე ბავშვებში, რომელთაც სკრინინგის შედეგად უვლინდებათ მე-3-5 ხარისხის ვეზიკოურეტერული რეფლუქსი, თუმცა არ აქვთ ფებრილური საშარდე გზების ინფექციის ანამნეზი. ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა შეიძლება განვიხილოთ სკრინინგის შედეგად გამოვლენილი პირველი /მე-2 ხარისხის ვეზიკოურეტერული რეფლუქსის მქონე ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ ფებრილური საშარდე გზების ინფექციის ანამნეზი.[37]
ზოგიერთი ექსპერტი რეკომენდაციას უწევს მიზნობრივ ანტიბიოტიკურ პროფილაქტიკას პაციენტებში, რომელთაც აქვთ საშარდე გზების სხვა ანატომიური დარღვევები.[38]
მეორეული პრევენცია
პირველი UTI-ის შემდეგ რეკომენდებულია, რომ პაციენტების ოჯახებმა და ექიმებმა მაქსიმალური სიფხიზლე გამოიჩინონ განმეორებითი UTI-ის გამოსავლენად.[4]
შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის (BBD), სასარგებლოა დროში გაწერილი მოშარდვა, დღის განმავლობაში ყოველ 2 საათში ერთხელ. ამ მდგომარეობის დროს ყაბზობა შარდვის სიმპტომების ყველაზე ხშირი მიზეზია. განავლის გამოდევნას ოყნით და გამათხელებლებით უნდა მოყვეს შენარჩუნებითი თერაპია განავლის დამარბილებლებით, როგორიცაა პოლიეთილენის გლიკოლი, რათა დეფეკაცია იყოს უმტკივნეულო.[19] თერაპია შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში იყოს საჭირო.
პლაცებოთი კონტროლირებულმა, რანდომიზებულმა კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა შტოშის პროდუქტების ეფექტს ბავშვებში განმეორებითი UTI-ის პროფილაქტიკის თვალსაზრისით, აჩვენა, რომ შტოშის პროდუქტების მიღება მნიშვნელოვნად არ ამცირებს განმეორებითი UTI-ის მქონე ბავშვების რაოდენობას, თუმცა ეს პროდუქტები ეფექტურია რეციდივების რაოდენობის შემცირებისა და დაკავშირებული ანტიმიკრობული თერაპიის თვალსაზრისით.[93] თუმცა, მოცვის პროდუქტების ქრონიკული მოხმარების შესაბამისობის მაჩვენებელი არადამაკმაყოფილებელი იყო. ერთმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ პრობიოტიკები არ არის ეფექტური საშარდე გზების ინფექციების მეორეულ პროფილაქტიკაში.[94]
ამერიკის უროლოგიური ასოციაცია გვირჩევს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკას <1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ვეზიკოურეთრალური რეფლუქსი (VUR) და ფებრილური საშარდე ინფექციების ანამნეზი.[37] ანტიბიოტიკოთერაპით პროფილაქტიკა ვეზიკულოურეთრული რეფლუქსის მქონე ≥1 წლის ბავშვებში გადაწყდება ინდივიდუალურად. გასათვალისწინებელია კლინიკური კონტექსტი, შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქცია, პაციენტის ასაკი, ვეზიკულოურეთრული რეფლუქსის ხარისხი, მშობლების არჩევანი და ნაწიბურის არსებობა. პროფილაქტიკა რეკომენდირებულია როგორც რეფლუქსის, ასევე დისფუნქციის მქონე ბავშვებისთვის.[37] პროფილაქტიკური ანტიბიოტიკების მოკლე კურსი შეიძლება განიხილებოდეს ბავშვებში, რომლებიც აღარ იყენებენ პამპერსს, აქვთ განმეორებითი ინფექციები და შარდის ბუშტის დისფუნქცია. პარალელურად ოპტიმალური უნდა იყოს შარდის ბუშტის და ნაწლავის მართვა.[19] ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა გასათვალისწინებელია მძიმე უროლოგიური ანომალიის მქონე ბავშვებისთვისაც.[37][38]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას