ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკ-ფაქტორებია: <1 წლის ასაკი, მდედრობითი სქესი ან წინადაუცვეთელი ჩვილი ბიჭი, UTI-ის წინა ისტორია, შარდის ბუშტის ნაწლავის დისფუნქცია, ვეზიკოურეთერალური რეფლუქსი და საშარდე გზების ინსტრუმენტალური გამოკვლევა.[5]
ცხელება >39°C (>102.2°F)
აგზნებულობა (ახალშობილებსა და ჩვილებში)
ჩვილებში სერიოზული ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული.
ცუდი კვება (ახალშობილებსა და ჩვილებში)
ახალშობილებში UTI ხშირად არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება.
მომატებული მგრძნობელობა ბოქვენზედა არეში
ჩვილ გოგონებში ეს შეიძლება ერთადერთი ნიშანი იყოს UTI-ის დიაგნოსტირებისთვის (დადებითი ალბათობის კოეფიციენტი: 4.4).[39]
იშვიათი
მომატებული მგრძნობელობა კოსტოვერტებრალურ კუთხეში
შეიძლება აღინიშნებოდეს პიელონეფრიტის და თირკმლის კაფსულის შეჭმუხვნის დროს.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცუდი სუნის შარდი (ჩვილებში, მოზრდილ ბავშვებსა და მოზარდებში)
შიძლება განვითარდეს მეორადად, შარდში შარდოვანას კონცენტრაციის მომატების მიმართ.
წინა კვლევებში არ იყო აღნიშნული მისი დიდი პროგნოზული მნიშვნელობა.[39]
დიზურია (სკოლამდელი ასაკი, უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზარდები)
ზრდის საშარდე გზების ინფექციის ალბათობას (ალბათობის კოეფიციენტის დიაპაზონი: 2.2-2.8) პაციენტებში, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ.[39]
შარდვის სიხშირე (მოზრდილი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში)
მოზრდილი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს უფრო ხშირად აქვთ საშარდე სისტემისთვის სპეციფიკური სიმპტომები.
ტკივილი მუცლის/ფერდქვეშა არეში (ჩვილები, უფრო დიდი ასაკის ბავშვები და მოზარდები)
ზრდის საშარდე გზების ინფექციის ალბათობას (ალბათობის კოეფიციენტი 6.3) პაციენტებში, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ.[39]
იშვიათი
პირღებინება
შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში და გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.
1-3 წლის ბავშვებს შეიძლება ასევე ჰქონდეთ დიარეა.
უფრო დიდი ასაკის ბავშვებში ისეთი სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ტკივილი მუცლის/ფერდქვეშა არეში და პირღებინება, მაღალი ალბათობით მიუთითებს პიელონეფრიტზე.
ავადმყოფური შესახედაობა (ახალშობილებში)
ახალშობილებს შეიძლება ჰქონდეთ ჭრელი კანი, არასტაბილური სასიცოცხლო ნიშნები, აქტიურობის დაქვეითება და ცუდი მადა.
ჩვილებში სერიოზული ბაქტერიული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება სუსტად იყოს გამოხატული.
გამოხატული ჰემატურია (დიდი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში)
მოზრდილი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს უფრო ხშირად აქვთ საშარდე სისტემისთვის სპეციფიკური სიმპტომები.
ახლადდაწყებული შარდის შეუკავებლობა (ჩვილებში, უფრო მაღალი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში)
ზრდის საშარდე გზების ინფექციის ალბათობას (ალბათობის კოეფიციენტი 4.6) პაციენტებში, რომლებსაც ლაპარაკი შეუძლიათ.[39]
რისკფაქტორები
ძლიერი
ასაკი < 1 წელზე
დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ახასიათებს <3 თვის ასაკის ჩვილ ბიჭებს და <1 წლის ასაკის ჩვილ გოგონებს.[10]
მდედრობითი სქესი.
12 თვის ასაკის შემდეგ საშარდე გზების ინფექცია უფრო ხშირია გოგონებში.[13]
ამის ყველაზე მეტად სავარაუდო მიზეზს წარმოადგენს ურეთრის ნაკლები სიგრძე, რაც აადვილებს პერიურეთრული ბაქტერიების აღმავალ გავრცელებას.
ცხოვრების პირველ წელს ბიჭებში, რომლებსაც არ გაუკეთდათ წინდაცვეთა
დაავადების სიხშირე >8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წინდაცვეთილ ბიჭებში.[23]
ჩუჩის არსებობა ხელს უწყობს პერიურეთრალური არის ბაქტერიულ კოლონიზაციას.
გადატანილი UTI
დაახლოებით 78%-ს იმ გოგონებიდან და 71%-ს იმ ბიჭებიდან, რომელთაც ცხოვრების პირველ წელს გადაიტანეს UTI, დაავადება გაუმეორდათ. ცხოვრების პირველი წლის შემდეგ გოგონების 45%-ს და ბიჭების 39%-ს შემდგომი ინფექციები განუვითარდათ.[24]
გადატანილი სგი (UTI) არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ისტორიული ფაქტორი ჩვილებში UTI-ის დიაგნოსტიკისთვის.
შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქცია
შარდის ბუშტისა და ნაწლავის დისფუნქციის მქონე ბავშვებში ორჯერ უფრო მაღალია მორეციდივე საშარდე გზების ინფექციის განვითარების რისკი.[25] ნაწლავის და შარდის ბუშტის დისფუნქცია დაკავშირებულია თირკმლის დანაწიბურების მომატებულ რისკთან, ფებრილური ინფექციის შემდგომ პერიოდში.[26] შარდის ბუშტისა და ნაწლავის დისფუნქცია ზრდის "გამრღვევი" ფებრილური საშარდე გზების ინფექციის რისკს ვეზიკოურეტერული რეფლუქსის მქონე ბავშვებში.[27]
შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქცია (BBD) ძალიან გავრცელებულია და სავარაუდოდ არასაკმარისად დიაგნოსტირდება.[19] დადგენილია, რომ შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქცია (BBD) წარმოადგენს პედიატრიულ უროლოგიის ვიზიტების დაახლოებით 40%-ს.[28]
შარდის ბუშტის და ნაწლავის დისფუნქცია (BBD) არის ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც აღწერს ქვედა საშარდე გზების სიმპტომების ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია ფუნქციურ ყაბზობასთან და/ან ენკოპრეზთან. უმეტეს შემთხვევაში, BBD-ის მქონე ბავშვებს არ აქვთ თვალსაჩინო/გამოვლენილი ნევროლოგიური ან ანატომიური პათოლოგია.[19] გაზრდილი ფეკალური დატვირთვა გავლენას ახდენს შარდის ბუშტის დინამიკაზე როგორც პირდაპირი მექანიკური შეკუმშვით, ასევე შარდის ბუშტისა და მენჯის ფსკერის კუნთების ნერვული სტიმულის შეცვლით.[28] სიმპტომები მოიცავს შარდის დაგროვების სიმპტომებს (შეუკავებლობა, შარდვის სიხშირის გაზრდა ან შემცირება, მოშარდვის უეცარი მოთხოვნილება, ნოქტურია); შარდის გამოყოფის სიმპტომები (შეკავება, დაძაბულობა, სუსტი ნაკადი, წყვეტილი შარდვა, დიზურია); მანევრები მოშარდვის შესაკავებლად (მაგ., ფეხის წვერზე დგომა, ფეხების ძალით გადაკვეთა, სასქესო ორგანოებზე ან მუცელზე დაძაბვა); შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება; ტკივილი შარდის ბუშტში, შარდსადინარში ან სასქესო ორგანოებში; ფეკალური შეუკავებლობა და ყაბზობა.[19][29]
ვეზიკოურეთრალური რეფლუქსი
სექსუალური აქტივობა
მოზარდ გოგონებში დაავადების ფარდობითი რისკი მომატებულია სექსუალური კავშირების გაზრდილი სიხშირის გამო.[32] სქესობრივად გადამდები ინფქეციებით გამოწვეული ურეთრიტის სიმპტომები შესაძლოა ჰგავდეს საშარდე გზების ინფექციის სიმპტომებს ორივე სქესში.
სექსუალურმა ძალადობამ შეიძლება საშარდე სიმპტომები გამოიწვიოს გოგოებში, თუმცა ინფექციები ასეთ დროს ხშირი არ არის.[33]
ანამნეზში ძუძუთი კვება არ აღინიშნება
ძუძუთი კვებას დამცველობითი ეფექტი აქვს, რომელიც უფრო ვლინდება ჩვილ გოგონებში.
ეს ეფექტი დამოკიდებულია ძუძუთი კვების ხანგრძლივობაზე და იგი შეიძლება ძუძუთი კვების შეწყვეტის შემდეგაც შენარჩუნდეს.[34]
ანატომიური დარღვევები ან ქირურგიული ჩარევა საშარდე გზებზე წარსულში
ობსტრუქციული ანომალიები აღმოჩნდა UTI-ის პირველად მქონე ბავშვების 4%-მდე.[35]
ობსტრუქიული ანომალიები მოიცავს მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტის (UPJ) ობსტრუქციას, ობსტრუქციულ მეგაურეთერს (განიერ შარდსაწვეთს) ურეთრის უკანა სარქველებს და ურეთეროცელეს. სხვა ანატომიური დარღვევები, რომლებიც ხელს უწყობენ საშარდე გზების ინფექციების განვითრებას: ურაქუსის ნარჩენი, ნეფროლითიაზი და გაორებული შემკრები სისტემა.[7]
საშარდე გზების ინფექციის გამომწვევი შეიძლება იყოს ატიპური (არა-Escherichia coli) ბაქტერიები.
სუსტი
იმუნოსუპრესია
ბაქტერიულ საშარდე გზების ინფექციასთნ ერთად, პაციენტები მიდრეკილნი არიან საშარდე გზების კანდიდას ინეფქციებისადმი
ცილოვანი ენერგიის მალნუტრიცია
მალნუტრიციის მქონე ბავშვებს აქვთ საშარდე გზების ინფექციის ორჯერ უფრო მაღალი რისკი, ჯანმრთელ ბავშვებთან შეადრებთ. ერთ-ერთი მეტა ანალიზის თანახმად, საშარდე გზების ინფექციის ჯამური პრევალენტობა შეადგენდა 17%-ს მალუნტრიციის მქონე ბავშვებში.[36]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას