კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
შარდის ტესტი მარკერ-ზოლით
ტესტი
შარდის საერთო ანალიზი უნდა შესრულდეს ნიმუშის მოპოვებიდან 60 წუთის განმავლობაში . დილის პირველი მოშარდვა შეიძლება საუკეთესო იყოს ნიტრიტზე დადებითი ტესტისთვის. ნიტრიტის (ბაქტერიურია) ან ლეიკოციტების ესტერაზას (პიურია) დადებით შედეგს უნდა თან ახლდეს შარდის კულტურა.[1][4]
შედეგი
დადებითი ლეიკოციტური ესთერაზა და/ან დადებითი ნიტრიტი
შარდის მიკროსკოპია
ტესტი
პიურიის დიაგნოსტიკის ოპტიმალური ზღვარი ცვალებადია ბავშვებში შარდის კონცენტრაციის მიხედვით 24 თვემდე ასაკში, დილუტირებულ შარდში პიურია შეიძლება გულისხმობდეს 3 ლეიკოციტს თითო გადიდების ველზე, ხოლო კონცენტრირებულ შარდში 8 ლეიკოციტი შეიძლება დავინახოთ.[47]
სხვა ანთებითი დაავადებები, ან თირკმლის კენჭების არსებობა შეიძლება იყოს პიურიის მიზეზი საშარდე გზების ინფექციის არარსებობის შემთხვევაში.[13]
მიკროსკოპულად ერთი ბაქტერიის გამოვლენაც საკმარისია ბაქტერიურიის დასადგენად. მორფოლოგია და გრამის წესით შეღებვა შეიძლება დაგვეხმაროს გამომწვევი მიკროორგანიზმის ადრეულ გამოვლენაში.
შედეგი
>5 ლეიკოციტი/მხედველობის ველში ან რაიმე ბაქტერია
გასათვალისწინებელი კვლევები
შარდის ნაკადის ციტომეტრია
ტესტი
ალტერნატიული ტესტი დიპსტიკის ტესტის ან მიკროსკოპის მიმართ.
შესრულებულია არაცენტრიფუგირებული შარდის ნიმუშებზე და უზრუნველყოფს შარდში ლეიკოციტების და ბაქტერიების რაოდენობის განსაზღვრას.[1]
კვლევების მიხედვით სავარაუდოა, რომ ამ ტექნიკას შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი მგრძნობელობა და სპეციფიკა ბავშვებში, ვიდრე ტესტ-ხირებს ან მიკროსკოპიას; თუმცა, ის ჯერ არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი.[48][49]
შედეგი
ლეიკოციტების და ბაქტერიების არსებობა
სისხლის კულტურა
ტესტი
ყველა ფებრილურ/სისტემურად არასტაბილურ ახალშობილს (≤28 დღის ასაკის) და ფებრილურ/სისტემურად არასტაბილურ ჩვილს (1-24 თვის) შემოსვლისთანავე უნდა გაუკეთდეს სისხლის კულტურის დათესვა.[54] სისხლის კულტურა შემდგომ განმეორებით უნდა დაითესოს ყველა პაციენტის შემთხვევაში, რომლებიც მკურნალობის დაწყებიდან 24 საათის შემდეგ კვლავ ფებრილურები რჩებიან.
შედეგი
დადებითია გამომწვევ ორგანიზმზე
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა შეიძლება გამოყენებულ იქნა ლუმბალური პუნქციის ჩატარების და ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ≤2 თვის ასაკის ჩვილებში, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.[54]
შედეგი
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობის მომატება
ანთებითი მარკერები
ტესტი
ანთებითი მარკერები შეიძლება გამოყენებულ იქნა ლუმბალური პუნქციის ჩატარების და ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ≤2 თვის ასაკის ჩვილებში, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.[54]
შედეგი
C-რეაქტიული ცილის ან პროკალციტონინის დონის მატება
შარდის სოკოს კულტურა
ტესტი
განიხილეთ იმუნოსუპრესირებულ პაციენტებში.
შარდის კულტურა სოკოზე სპეციალურად უნდა იყოს მოთხოვნილი; ეს მოითხოვს განსხვავებულ ლაბორატორიულ ტექნიკას სტანდარტულ ბაქტერიულ კულტურასთან შედარებით.[55]
შედეგი
დადებითია კანდიდაზე
შრატში კრეატინინის დონე, შარდოვანა და ელექტროლიტები
ტესტი
პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზებულია გართულებული UTI-ით, უნდა ჩატარდეს შრატის კრეატინინი, ცისტატინი c, შარდოვანა და ელექტროლიტები, არტერიული წნევის გაზომვა და შარდის სკრინინგი პროტეინურიაზე.
შედეგი
ნორმალური ან მომატებული კრეატინინი, ცისტატინი c და შარდოვანა
თირკმლის და/ან ბუშტის ულტრაბგერთი გამოკვლევა
ტესტი
თავდაპირველად შესრულდა საშარდე გზების რაიმე ანატომიური ანომალიების მოსაძებნად.
ასევე შეიძლება შესრულდეს თირკმლის ან პერინეფრული აბსცესის მტკიცებულებების მოსაძებნად, როდესაც შარდის საერთო ანალიზი და კულტურა უარყოფითია, მაგრამ მუცლის ტკივილი და ცხელება არსებობს.
რადიოლოგიის ამერიკული კოლეჯი (ACR) და პედიატრიის ამერიკული აკადემია (AAP) რეკომენდაციას უწევენ, რომ 2 თვემდე ასაკის ყველა ჩვილს უნდა ჩაუტარდეს თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა პირველი სგი (UTI)-ის შემდეგ.[5][11]
ამერიკის პედიატრიული აკადემია (AAP) და კანადისპედიატრიული საზოგადოებაასევე იძლევა რეკომენდაიას თირკმლისა და შატრდის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევის (RBUS) ბავშვებში პირველად დადასტურებული ფებრილური სგი (UTI) 2-დან 24 თვემდე და 2-დან 36 თვემდე, შესაბამისად[5][40] ევროპის უროლოგიის ასოციაციის (EAU) გაიდლაინები რეკომენდაციას უწევს თირკმელების და შარდის ბუშტის ულტრაბგერას 24 საათის განმავლობაში ფებრილური UTI-ის მქონე ჩვილებში, რათა გამოირიცხოს ზედა და ქვედა საშარდე გზების ობსტრუქცია.[1]
დიდ ბრიტანეთში, ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას ატიპიური UTI-ის მქონე ჩვილებისა და ბავშვებისთვის ნებისმიერი სტრუქტურული დარღვევების გამოსავლენად. 6 თვემდე ასაკის ჩვილებს სგი-ის პირველად აღმოცენებული ინფექციით, რომლებიც კარგად რეაგირებენ მკურნალობაზე, უნდა ჩაუტარდეთ არასასწრაფო ულტრაბგერთი გამოკვლევა დიაგნოზიდან 6 კვირის განმავლობაში. ულტრაბგერა ასევე ნაჩვენებია 6 თვიდან <3 წლამდე ასაკის პაციენტებში, მორეციდივე UTI-ების არსებობისას.[4]
შედეგი
შეიძლება გამოვლინდეს ანომალიები, როგორიცაა თირკმლის მენჯის ან შარდსაწვეთების დილატაცია, სქელკედლიანი შარდის ბუშტის გადაბერვა, თირკმლის კენჭები, ურეთეროცელე, შარდის ბუშტის კედლის ტრაბეკულაცია, მოშარდვის შემდეგ შარდის დიდი მოცულობით დარჩენა, გადიდებული სწორი ნაწლავი, თირკმლის აბსცესი, რადიოგამჭვირვალობის არე თირკმლის პარენქიმაში და ლოკალური ჰიპოპერფუზია ფერადი დოპლერით, პერინეფრული აბსცესი ჰიპოექოგენური სითხით
დიმერკაპტოსუცინის მჟავით (DMSA) სკანირება
ტესტი
აღმოაჩენს თირკმლის ნაწიბურს და პიელონეფრიტს.
რეკომენდირებულია ბავშვებში მორეციდივე ან ატიპიური UTI-ით, როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე აშშ-ის გაიდლაინებით, მწვავე ინფექციიდან 4-6 თვის შემდეგ.[4][11]
შეიძლება ძნელი იყოს პიელონეფრიტით გამოწვეული მწვავე ცვლილებების განსხვავება თირკმლის ძველი ნაწიბურებისგან.
შედეგი
პიელონეფრიტი ან თირკმლის შეჭმუხვნა: დაქვეითებული შეთვისების კეროვანი ან დიფუზური უბნები
შარდის გამოყოფის ცისტოურეთროგრამა (VCUG)
ტესტი
ტარდება ვეზიკულოურეთრული რეფლუქსის არსებობის და ხარისხის შესამოწმებლად. ასევე შესაძლებელს ხდის შეფასდეს შარდის ბუშტის ანატომია და მოშარდვის შემდეგ შარდის ნარჩენი მოცულობა.
მოშარდვის დროს სურათის გადაღება იძლევა ურეთრის ვიზუალიზაციის საშუალებას, ხოლო ბიჭებში პოსტერიორული ურეთრალური სარქველების გამორიცხვის არსებითი მეთოდია.[50]
პედიატრიის ამერიკული აკადემია AAP რეკომენდაციას იძლევა, რომ განიხილებოდეს VCUG-ის ჩატარების შესაძლებლობა ბავშვებში პათოლოგიური RBUS, ატიპიური გამომწვევი პათოგენით, რთული კლინიკური მიმდინარეობით ან ცნობილი თირკმელების დანაწიბურებით.[5] VCUG ასევე შეიძლება განიხილებოდეს პაციენტებში VUR-ის ოჯახური ანამნეზით ან თირკმელების და საშარდე გზების თანდაყოლილი ანომალიებით პირველი ფებრილური UTI-ის შემდეგ.[5]
ანალოგიურად, ევროპის უროლოგიის ასოციაცია გვირჩევს, რომ VCUG უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი მაღალი ხარისხის ვეზიკოურეთრალურ რეფლუქსზე (VUR), მაგალითად, ფებრილური UTI, თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევის არანორმალური შედეგი და/ან ინფექცია რომელიც არ უკავშირდება Escherichia coli -ს.[1]
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს მოშარდვისას მიმდინარე ცისტოურეთროგრამას (VCUG) 6 თვემდე ასაკის ბავშვებში, თუ მათ აქვთ უბგ-ზე ნორმიდან გადახრა, ატიპური ან რეკურენტული (განმეორებითი) საშარდე გზების ინფექცია.[4]
შედეგი
თუ ვლინდება ვეზიკულოურეთრული რეფლექსი: საკონტრასტო ნივთიერება ადის შარდის ბუშტიდან ზემო საშარდე გზებში. თუ ვლინდება შარდსადინრის უკანა სარქველი: უკანა შარდსადინარი გაფართოებული და დაგრძელებულია, შეიძლება გამოვლინდეს ურეთეროცელე, ბუშტში პოლიპი ან დივერტიკულა, ან მოშარდვის შემდეგ ნარჩენი მოცემულობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას