მონიტორინგი

დაავადების კუპირების შემდეგ განმეორებით კონსულტაცია არ არის საჭირო, თუ სხვა გართულებები არ განვითარდა ან ტრაქეოსტომის ეტაპობრივი მოხსნა არ არის საჭირო. რთულ შემთხვევებში შეიძლება უპრიანი იყოს პაციენტის ხელმეორედ დაბარება კლინიკაში დაავადების კუპირებიდან 2 კვირაში, ორო- და ჰიპოფარინქსის დათვალიერების მიზნით. აღნიშნული განსაკუთრებით მართებულია ხანდაზმულ პაციენტებში (>50 წლის ასაკის), რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში აუცილებელია ფონური სიმსივნური დაავადებების გამორიცხვა. ასეთ შემთხვევებში, დრეკადი ენდოსკოპით გამოკვლევა სავალდებულოა.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას