შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
19 თვის ბიჭს ხანგამოშვებითი ცხელება და გაღიზიანებადობა აღენიშნება. მშობლების გადმოცემით, ბავშვი ყელსა და ყურს იწვალებდა, რაც მათი აზრით ტკივილის მანიშნებელია. ბოლო პერიოდში ის იყო ლეთარგიული და აღენიშნებოდა კისრის გაშეშება. ბავშვს აღენიშნება ჭარბი ნერწყვდენა და სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება.
სხვა გამოვლინებები
სხვა გამოვლინებებია საკვების და სითხის მიღების შემცირება, კისრის ტკივილი (განსაკუთრებით მოძრაობისას), ოდინოფაგია (მტკივნეული ყლაპვა), კისრის შეშუპება (რბილი ქსოვილების ან ლიმფადენოპათია), დისფაგია და ანორექსია (მადის დაქვეითება). უფრო იშვიათი კლინიკური ნიშნებია ტრიზმი (პირის გაძნელებული/არასრული გაღება საღეჭი კუნთების სპაზმის გამო), დისფონია (ხმის ჩახლეჩა), დისპნოე, სტრიდორი და ძილის აპნოე.[3]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას