კვლევები
ენდეთ მითითებებს
ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:
Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 20171-ად შესაკვეთი გამოკვლევები
A ჯგუფის სტრეპტოკოკის (GAS) ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტი
ტესტი
ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტი იძლევა A ჯგუფის სტრეპტოკოკის დაუყოვნებლივი აღმოჩენის შესაძლებლობას. ყელის ნაცხის კულტურასთან შედარებით მისი მგრძნობელობა 70-90%-ს შეადგენს სპეციფიკურობა კი 95%-ია.[1][30][31]
GAS ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტები შეიძლება ნაკლებად სპეციფიკური იყოს GAS-ის გამო ადრე ნამკურნალებ ბავშვებში.[32]
როდესაც არსებობს ეჭვი A ჯგუფის სტრეპტოკოკებზე, ანტიგენის ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ უნდა დაითესოს ყელის ნაცხის კულტურა, განსაკუთრებით ბავშვებში, რევმატიული ცხელების მაღალი რისკის გათვალისწინებით.[4][33]
ტესტის დადებითი შედეგები დამახასიათებელი სიმპტომების გარეშე (ცხელება, ხველა, ტონზილების ექსუდატი და კისრის ადენოპათია) სავარაუდოდ ასახავს კლინიკურად არასათანადო კოლონიზაციას; შესაბამისად, ტესტი უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ მაშინ, როცა კლინიკური სიმპტომები შესაბამისობაშია A ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან. უსიმპტომო პაციენტების კვლევას ხშირად არასწორ დიაგნოზამდე და ანტიბიოტიკების უსაფუძვლო გამოყენებამდე მივყავართ. შედეგები, როგორც წესი, ხელმისაწვდომია 10-20 წუთში.
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და ექიმთა დახელოვნების ეროვნული ინსტიტუტი მხარს არ უჭერს GAS ინფექციების დროს ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებას ყელის ტკივილის მქონე 5 და მეტი წლის პაციენტებში. მიზეზი არის მხოლოდ კლინიკური შეფასების ქულებთან შედარებით, კლინიკური ეფექტიიანობა გამოსავალსა და მიკრობულ კონტროლზე ზემოქმედებით.[34]
შედეგი
დადებითია GAS ინფექციისა და უსიმპტომო კოლონიზაციის დროს.
ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაცია (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით) A ჯგუფის სტრეპტოკოკის (GAS) დიაგნოზისთვის
ტესტი
მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის მხრივ, ყელის ნაცხის კულტურის მსგავსია, თუმცა უფრო სწრაფ შედეგს იძლევა (ჯანდაცვის პირველად რგოლშიც კი); მიუხედავად ამისა, კლინიკებში ადგილზე ეს მეთოდი ფართოდ გავრცელებული არაა.
შედეგი
დადებითია GAS ინფექციაზე
გასათვალისწინებელი კვლევები
ყელის ნაცხის კულტურა A ჯგუფის სტრეპტოკოკზე (GAS) (GAS)
ტესტი
A ჯგუფის სტრეპტოკოკის არსებობის დასადგენად ყველაზე მაღალი მგრძნობელობის (9-95%) და სპეციფიურობის ტესტია ყელის ნაცხის კულტურა.[1] ყელის კულტურა განიხილება ოქროს სტანდარტად და შეიძლება იყოს დასაყრდენი, თუ GAS-ზე კლინიკური ეჭვი მაღალია ან დაავადება გამოწვეულია სხვა სტრეპტოკოკებით ან სხვა ბაქტერიული პათოგენებით, როგორიცაა Achanobacter hemolyticum .[4][25]
ანტიგენის სწრაფი დეტექციის ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, თუ ბავშვს ფარინგიტისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები და სიმპტომები აღენიშნება, აუცილებელია, ჩატარდეს GAS კულტურის კვლევა.[4][33]
ყელის კულტურა განსაკუთრებით სასარგებლოა, როცა სწრაფი ანტიგენის ტესტები GAS-ზე უარყოფითია, მაგრამ კლინიკური სინდრომი GAS-ს შეესაბამება.[4] ანტიგენის სწრაფი ტესტები არ გამოავლენს სხვა სტრეპტოკოკებს ან Arcanobacterium haemolyticum-ს, რომლებიც კლინიკურად არ განსხვავდებიან A ჯგუფის სტრეპტოკოკური (GAS) ფარინგიტისაგან.
შედეგი
A ჯგუფის სტრეპტოკოკის ზრდა
ყელის ნაცხის კულტურა ან PCR გონოკოკის ან ქლამიდიის გამოსავლენად.
ტესტი
ანამნეზში სქესობრივი აქტივობის ან სქესობრივი ძალადობის საეჭვო შემთხვევების დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხახის ნაცხის ანალიზი გონოკოკის ან ქლამიდიას დასადგენად.
შედეგი
დადებითი კულტურა
შრატში ეპშტეინ-ბარის ვირუსული ინფექციის ჰეტეროფილური ანტისხეულების ტესტი
ტესტი
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები გვირჩევენ, რომ არ გამოვიყენოთ ჰეტეროფილური ანტისხეულების გამოვლენის ტესტი. ამ ტესტით გამოვლენილი ანტისხეულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვა მდგომარეობა გარდა ინფექციური მონონუკლეოზისა და არ ადასტურებს ეპშტეინ-ბარის ინფექციის არსებობას.[39]
შედეგი
ჰეტეროფილური ანტისხეულები დადებითია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას