გართულებები

ენდეთ მითითებებს

ebpracticenet პრიორიტეტი მიანიჭეთ ჩამოთვლილ ადგილობრივ გაიდლაინებს:

Acute Keelpijnავტორი: Werkgroep Ontwikkeling Richtlijnen Eerste Lijn (Worel)ბოლო გამოქვეყნება: 2017Mal de gorge aiguავტორი: Groupe de Travail Développement de recommmandations de première ligneბოლო გამოქვეყნება: 2017
გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
საშუალო

ქუნთრუშის ცხელებისათვის დამახასიათებელია ჩვეულებრივ ქუნთრუშასებრი გამონაყარი. ინფექციის გამომწვევია ერითროგენული ტოქსინის წარმომქმნელი სტრეპტოკოკის შტამი (ჩვეულებრივ A ჯგუფის, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს B ან C ტიპის). გამონაყარი არის დიფუზური , პაპულების სახით, დამახასიათებელი "ზუმფარას ქაღალდის" შეგრძნებით. გამონაყარი ჩვეულებრივ იწყება საზარდულის ნაკეცებში და იღლიის ფოსოებში, შემდეგ დიფუზურად ვრცელდება და იქერცლება. შესაძლოა იყოს პირის გარშემო სიფერმკრთალე და ჟოლოსებრი ენა.

მკურნალობა არ განსხვავდება A  ჯგუფის სტრეპტოკოკური ფარინგიტის მკურნალობისგან.[Figure caption and citation for the preceding image starts]: A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ქუნთრუშასებრი გამონაყარი წინამხარზე.CDC საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულების საავტორო ბიბლიოთეკა [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@788f300f

მოკლევადიანი
დაბალი

ძალზე იშვიათი, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება სწრაფად პროგრესირებადი პოლიორგანული უკმარისობით და შოკით, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკურ ანტიგენებზე გადაჭარბებული ანთებითი რეაქციით.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს (UKHSA) 2022 წლის დეკემბერის ანგარიშის მიხედვით , ინგლისში წლის განმავლობაში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკთ (GAS) გამოწვეული დაავადების გავრცელება (რომელიც მოიცავს სტრეპტოკოკურ ტოქსიკური შოკის სინდრომს და ნეკროზულ ფასციიტს) მოსალოდნელზე მაღალი იყო.[96]

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 2022-2023 წლების სეზონზე დაფიქსირებულია ბავშვებში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული დაავადების შედარებით მაღალი მაჩვენებლები. კლინიცისტებს ურჩევენ,შეინარჩუნონ ეჭვის მაღალი ინდექსი, რადგან ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციით დაავადებულთათვის სპეციფიკური და დამხმარე თერაპიის საჭიროების ადრეული ამოცნობა და სწრაფი დაწყება შეიძლება სიცოცხლის გადამრჩენი იყოს.[96]

ცვლადი
დაბალი

რევმატიული ცხელება ვლინდება პოლიართრიტის, კარდიტის, კანქვეშა კვენძების, კვანძოვანი ერითემისა და ქორეის სახით. აღნიშნული დაავადება A ჯგუფის სტრეპტოკოკის (GAS) იშვიათ გართულებას წარმოადგენს და ძირითადად გვხვდება 3-21 წლის ასაკში. სიმპტომურმა მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს მწვავე ანთების ფაზის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პოლიართრიტის შემთხვევაში, რომელიც ძალიან ძლიერ ტკივილებთანაა დაკავშირებული. პენიცილინი მეორეული პროფილაქტიკისთვის პირველი რიგის არჩევანის პრეპარატია.

ცვლადი
დაბალი

მწვავე გლომერულონეფრიტი შეიძლება განვითათარდეს A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტის ან კანის ინფექციიდან 1-3 კვირის შემდეგ. ფონური დაავადების მკურნალობა, ასევე ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიისა და პროტეინურიის მართვა მკურნალობის საფუძველია. პაციენტების უმრავლესობა იკურნება თირკმელების ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევის გარეშე. ზოგიერთ პაციენტს დროთა განმავლობაში შეიძლება დასჭირდეს დიალიზი ან ტრანსპლანტაცია. ანტიბიოტიკები, სავარაუდოდ, ვერ ახდენს გლომერულონეფრიტის პრევენციას.

ცვლადი
დაბალი

ფარინქსიდან მიმდებარე სტრუქტურებში A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის გავრცელების შედეგი.[4]​ ჩირქოვანი გართულებებია: პერიტონზილარული აბსცესი, რეტროფარინგეალური აბსცესი, კისრის ლიმფადენიტი და მასტოიდიტი.[4]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას