ახალი ტიპის მკურნალობა

სოლითრომიცინი

სოლითრომიცინი, საკვლევი ფტორკეტოლიდის ანტიბიოტიკი, შეფასებული იყო მე-3 ფაზაში in vitro კვლევაში აზითრომიცინის წინააღმდეგ.[76] მან აჩვენა უფრო მაღალი უჯრედშიდა პოტენციალი, ვიდრე აზითრომიცინმა Legionella pneumophila სეროჯგუფი 1-ის წინააღმდეგ. ამასთან, აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) მოითხოვა დამატებითი კვლევები პაციენტთა დიდი რაოდენობის მონაწილეობით, რათა დარწმუნდეს, რომ ღვიძლის სერიოზული დაზიანება არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ შემდგომი კვლევები არ ჩატარებულა.

ლეფამულინი

ლეფამულინი არის კლასის პირველი რიგის პლევრომუტილინის ანტიბიოტიკი, რომელიც დამტკიცებულია სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ საზოგადოებაში შეძენილი მგრძობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ.[77] მე-3 ფაზის რანდომიზებული კლინიკური კვლევით დადასტუდა, რომ საზოგადოებაში შეძენილი ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში, ლეფამულინის 5-დღიანი კურსი არ ჩამოუვარდებოდა პერორული მოქსიფლოქსაცინის 7-დღიან კურსს ადრეულ კლინიკურ პასუხთან მიმართებაში 96 საათის თავზე, პირველი დოზის შემდეგ.[78]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას