დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
კვლევები
რეალური დროის უკუტრანსკრიპციის პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია: დადებითია მძიმე მწვავე რესპირაციუი სინდრომის კორონავირუსი 2-ის (SARS-CoV-2) რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ბაქტერიული პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზითა და გასინჯვით განმასხვავებელ ნიშნებს ვერ აღმოვაჩენთ.
კვლევები
ტესტები ლეგიონელაზე უარყოფითია. ნახველის, სისხლის ან პლევრის სითხის კულტივირებით შეიძლება აღმოვაჩინოთ ბაქტერიული პნევმონიის სხვა გამომწვევი მიკროორგანიზმები.
ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზითა და გასინჯვით განმასხვავებელ ნიშნებს ვერ აღმოვაჩენთ.
კვლევები
ტესტები ლეგიონელაზე უარყოფითია. შესაძლებელია სხვა ბაქტერიული მიკროორგანიზმების კულტივირება.
არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზითა და გასინჯვით განმასხვავებელ ნიშნებს ვერ აღმოვაჩენთ.
კვლევები
ტესტები ლეგიონელაზე უარყოფითია. შესაძლებელია სხვა ბაქტერიული მიკროორგანიზმების კულტივირება.
გრიპი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზითა და გასინჯვით განმასხვავებელ ნიშნებს ვერ აღმოვაჩენთ.
კვლევები
ტესტები ლეგიონელაზე უარყოფითია. ვირუსების სეროლოგია ან კულტურა შესაძლოა დადებითი იყოს გრიპზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას