შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

55 წლის ქალბატონი, ანამნეზში თამბაქოს მოხმარება (40 კოლოფი-წელი), 3 დღეა უჩივის ცხელებას, დისპნოეს და პროდუქტიულ ხველას სქელი ყვითელი ნახველით. იგი ბოლო 24 საათია ასევე უჩივის თავის ტკივილს გულისრევითა და ღებინებით. ის ხშირად მოგზაურობს და ბოლოს დაესწრო კონფერენციას აშშ-ში 5 დღის განმავლობაში, სადაც დარჩა დიდ სასტუმროში, სადაც კონფერენცია იმართებოდა.

შემთხვევის ანამნეზი #2

42 წლის მამაკაცს ბოლო 24 საათია აღენიშნება ცხელება, მიალგია და თავის ტკივილი. სუნთქვის უკმარისობა და ხველა არ ვლინდება. ანამნეზში აქვს არტერიული ჰიპერტენზია და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, მუშაობს სამშენებლო ობიექტზე.

სხვა გამოვლინებები

ლეგიონერების დაავადებას ასევე შეიძლება თან ახლდეს ცხელება პულსის ტემპერატურის დისოციაციით, არაპროდუქტიული ხველა, ფილტვების მცირე სიმპტომები, ბრადიკარდია, დიარეა, მუცლის ტკივილი, ჰიპონატრიემია და მომატებული ასპარტატამინოტრანსფერაზა და ალანინ ამინოტრანსფერაზა. წარსულში მიიჩნეოდა, რომ ბრადიკარდია, ჰიპონატრემია, დიარეა და მუცლის ტკივილი ლეგიონელოზისთვის სპეციფიკურად დამახასიათებელი სიმპტომები იყო, თუმცა 2001 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აღნიშნულ სიმპტომებზე დაფუძნებული ქულათა სისტემა არ აღმოჩნდა არც სპეციფიკური და არც მგრძნობიარე.[2]

იშვიათად, იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ორგანიზმში ფილტვიდან.[3]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას