პროგნოზი

გადარჩენილთა შორის, ღვიძლის რეგენერაცია, როგორც წესი, ხდება სწრაფად და სრულად, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ნორმალიზაციით 1-3 კვირის განმავლობაში.[30][31][32] თირკმელების დაზიანება იშვიათობაა და როდესაც ვითარდება, შრატის კრეატინინის დონე ტიპიურ შემთხვევებში იწყებს მატებას შრატის ამინოტრანსფერაზების აქტივობის პიკურ დონემდე მიღწევის კვალდაკვალ. ცალკეულ შემთხვევებში, თირკმელების დაზიანება შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის დაზიანების გარეშე.[26][27]

წინასწარი შერჩევის და სპეციფიური მკურნალობის გარეშე ჰოსპიტალიზებული პაციენტების <10%-ს უვითარდება ჰეპატოტოქსიკურობა; 1%-ს თირკმლის მწვავე უკმარისობა; და 1%-დან 2%-ს სასიკვდილო გამოსავალი ღვიძლის უკმარისობის შედეგად.[22] რამდენიმე კვლევამ გამოავლინა მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის და გაზრდილი სიკვდილიანობის მეტი რისკი არასისტემატიზებული ზედოზირების და კლინიკური სურათის გვიანი გამოხატვის შემთხვევებში.[16][17][18][64]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას