შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

პაციენტი, 20 წლის ქალბატონი შემოსულია პარაცეტამოლის ტაბლეტების სრული ორი კოლოფის გადაყლაპვიდან 3 სათის თავზე. იგი ასიმტომურია.

შემთხვევის ანამნეზი #2

38 წლის ქალბატონს შემოსვლისას აღენიშნება გულისრევა და კბილის აბსცესისგან გამოწვეული ტკივილი. დეტალური გამოკითხვისას მან აღიარა, რომ განვლილი 2-3 დღის განმავლობაში მუჭით ყლაპავდა პარაცეტამოლის შემცველ აბებს ყოველ რამდენიმე საათში.

სხვა გამოვლინებები

პარაცეტამოლის ზედოზირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოსალოდნელია ღვიძლის მწვავე დაზიანების, ან დაუდგენელი ეტიოლოგიის ღვიძლის ფულმინანტური უკმარისობის განვითარება. ჰეპატოტოქსიურობის განვითარებას პარაცეტამოლით მწვავე მძიმე ზედოზირების დროს (შრატისმიერი კონცენტრაცია >5290 მიკრომოლზე/ლ-ში [800 მიკროგრამი/მლ]) შესაძლოა წინ უსწრებდეს კომატოზური მდგომარეობა და მძიმე მეტაბოლური აციდოზი. კომა და სუნთქვის დათრგუნვა შესაძლებელია აღინიშნოა პარაცეტამოლისა და ოპიოიდის შემცველი კომბინირებული პრეპარატის მიღების შედეგადაც.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას