დიფერენციული დიაგნოზები

შოკური ღვიძლი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შოკური ღვიძლი ვითარდება გახანგრძლივებული ჰიპოტენზიის ან ღვიძლში სისხის დაბალი ნაკადის სტატუსის პირობებში, რაც პარაცეტამოლით ზედოზირებისას, როგორც წესი, არ აღინიშნება.

კვლევები

შრატში პარაცეტამოლის შემცველობა იქნება ნეგატიური. თუმცა, იგი არ წარმოადგენს დიფერენცირების ტესტს. იმ დროისთვის, როდესაც განვითარდება ღვიძლის უკმარისობა, პარაცეტამოლის დონე, სავარაუდოდ, დეტექტირებადი აღარ იქნება.

მწვავე A ჰეპატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში შესაძლოა იყოს მოგზაურობა ენდემურ რეგიონში, საკვებისმიერი ეპიდაფეთქება, მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ან მამაკაცის სქესობრივი კონტაქტი მამაკაცთან.

კვლევები

დადებითია A ჰეპატიტის IgM.

მწვავე В ჰეპატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში შესაძლოა იყოს მოგზაურობა ენდემურ რეგიონში, საკვებისმიერი ეპიდაფეთქება, მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ან მამაკაცის სქესობრივი კონტაქტი მამაკაცთან.

კვლევები

დადებითია В ჰეპატიტის ბირთვული ანტიგენი.

В ჰეპატიტი ზედაპირული ანტიგენი დადებითია ექსპოზიციიდან 2-10 კვირის შემდეგ.

სხვა ჰეპატოტოქსინები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მნიშვნელოვანი მადიფერენცირებელი ფაქტორი არის ექსპოზიცია ანამნეზში, როგორიცაა ექსპოზიცია სოკოებთან (მაგ: Amanita phalloides) ან მცენარეული პრეპარატები (მაგ: cascara, chaparral, comfrey, kava, ma-huang).

მედიკამენტური და სხვა ექსპოზიციები მოიცავს ანესთეტიკებს (მაგ. ჰალოტანი), საწარმოო ქიმიკატებს (მაგ. ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, ტრიქლოროეთილენი, პარაქვატი), ანგიოტენზინგარდამქმნელი ენზიმს (ACE), ანაბოლურ სტეროიდებს, ასპირინს, კალციუმის არხების ბლოკატორებს, იბუპროფენს, იზონიაზიდს, კეტოკონაზოლს, მეთოტრექსატს, ნაპროქსენს, ფენიტოინს, სტატინებს ან ვალპროის მჟავას.

კვლევები

შრატში პარაცეტამოლის შემცველობა იქნება ნეგატიური. თუმცა, იგი არ წარმოადგენს დიფერენცირების ტესტს. იმ დროისთვის, როდესაც განვითარდება ღვიძლის უკმარისობა, პარაცეტამოლის დონე, სავარაუდოდ, დეტექტირებადი აღარ იქნება.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას