პირველადი პრევენცია

თვითდაზიანების შედეგად სასიკვდილო შემთხვევების შემცირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში შესაძლებელია ისეთი ჩარევების განხორციელებით, როგორიცაა პარაცეტამოლის ხელმისაწვდომობის და განფასების მარეგულირებელი კანონმდებლობა. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ მარეგულირებელი კანონმდებლობას, რომელიც შემოიღეს გაერთიანებულ სამეფოში 1998 წელს და რომელიც ითვალისწინებდა პარაცეტამოლის აბების ერთდროულად შესასყიდი რაოდენობის შეზღუდვას, შესაძლოა მოჰყვა მცირე ეფექტი პარაცეტამოლით ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული სუიციდის რაოდენობის შემცირების კუთხით.[3][20] უფრო ახლო წარსულში, პარაცეტამოლის დექსტროპროპოქსიფენთან კომბინირებული აბები (კო-პროქსამოლი) სრულად იკრძალა გაერთიანებულ სამეფოში, ინტოქსიკაციით გამოწვეულ სიკვდილობაზე მათი ზეგავლენის გათვალისწინებით. კო-პროქსამოლთან დაკავშირებული სიკვდილობის ძლიერი შემცირების გარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ალტერნატიული ანალგეტიკების დანიშვნა არ ცვლის დიდად თვითმკვლელობის მეთოდს.[21]

აშშ-ში 2011 წელს სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) თხოვნით მიმართა მედიკამენტების მწარმოებლებს რეცეპტით გასაცემ სამედიცინო პრეპარატებში, უპირატესად პარაცეტამოლის და ოპიოიდების კომბინაციის შემთხვევაში, შეზღუდონ პარაცეტამოლის შემცველობა 325 მგ-მდე დოზირების თითოეულ ფორმაზე გაანგარიშებით (მაგ. ტაბლეტი ან კაფსულა). FDA: acetaminophen drug safety communication Opens in new window

მეორეული პრევენცია

განზრახ თვითდაზიანების ანამნეზის მქონე პაციენტები უნდა გადამისამართდნენ ფსიქიატრიული შემოწმების გასავლელად და განსათავსებლად მხოლოდ სამედიცინო სტაბილიზაციის მიღწევის შემდეგ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას