კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

შრატში პარაცეტამოლის შემცველობის დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

ყველა ის პაციენტი (ცნობიერი ან უგონოდ მყოფი), რომელიც საეჭვოა პარაცეტამოლის ჭარბდოზირებაზე, უნდა შემოწმდეს შრატში პარაცეტამოლის არსებობაზე.

მწვავე პერორალური ზედოზირების შემთხვევებში აუცილებელია შრატში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დროული განსაზღვრა, თუმცა ზედოზირების მიღებიდან, ყველაზე ადრე, 4 საათის შემდეგ.

მომდევნო მკურნალობის საჭიროება განისაზღვრება შრატში პარაცეტამოლის შემცველობის დონის მიხედვით პარაცეტამოლის ზედოზირების ვადასთან მიმართებაში.

მრავალჯერადი სუპრათერაპიული მოხმარების, ან დარღვეული ჯერადობით ზედოზირების დროს პარაცეტამოლის შემცველობის დონე შესაძლოა აღმოჩნდეს დაბალი, ან სულაც არადეტექტირებადი, შესაბამისად, მისი გამოყენება ხდება არა პირველადი მკურნალობის განსაზღვრისთვის, არამედ მხოლოდ მონიტორინგის მიზნით.

შრატში პარაცეტამოლის დონეები არ გამოიყენება პარაცეტამოლის ინტრავენური ზედოზირების მართვის პროცესში. პარაცეტამოლის ინტრავენური ზედოზირების სამართავად რეკომენდებულია სამედიცინო ტოქსიკოლოგის კონსულტაციის ჩატარება.

6 წლის ან უმცროსი ასაკის ბავშვები პარაცეტამოლის ტოქსიკურ დოზას ძალიან იშვიათად ღებულობენ. თუ ნამდვილად ვსაზღვრავთ, რომ ერთჯერადად მიღებულია <75 მგ/კგ, პარაცეტამოლის დონის განასაზღვრა არ წარმოადგენს დიდ აუცილებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ფაქტორები, რომლებიც ბავშვს აყენებს მომატებული რისკის ქვეშ.

შედეგი

შესაძლოა იყოს ან არ იყოს დადებითი

შრატის AST და ALT

ტესტი
შედეგი
ტესტი

ლაბორატორული კვლევების ჩატარება მიზანშეწონილია საწყის ეტაპზე და შემდეგ დინამიკაში, პაციენტის მართვის პროცესში. ლაბორატორულ შედეგებს შორის განსხვავება დამოკიდებულია პარაცეტამოლით ზედოზირებიდან მათ განსაზღვრამდე გასულ დროზე.

შედეგი

შეიძლება მომატებული იყოს

არტერიული pH და ლაქტატის დონე

ტესტი
შედეგი
ტესტი

არტერიული pH, არტერიული ლაქტატის დონე, შრატის კრეატინინი და პროთრომბინის დრო (ან INR) გამოსადეგია ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის მონიტორინგისთვის და ხელშემწყობია პაციენტების სტრატიფიკაციისთვის ღვიძლის ორთოტოპიური ტრანსპლანტაციის ოპტიმალური სარგებლის მისაღებად.

შედეგი

შესაძლოა მიანიშნებდეს აციდემიაზე; ლაქტატის დონე შესაძლებელია აღმოჩნდეს მომატებული

შარდოვანას და ელექტროლიტების შემცველობა, ან თირკმლის ფუნქციური ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

მკურნალობის პროცესში მონიტორირდება. გამოიყენება თირკმლის ფუნქციის და ღვიძლის უკმარისობის სიმძიმის შესაფასებლად და ხელს უწყობს პაციენტების სტრატიფიცირებას ღვიძლის ორთოტოპიური ტრანსპლანტაციის ოპტიმალური სარგებლის მისაღებად.

იშვიათ შემთხვევებში, პარაცეტამოლით მასიური ზედოზირება ჰეპატოტოქსიურობის განვითარებამდე შესაძლოა თავიდანვე გამოვლინდეს კომატოზური მდგომარეობით და მეტაბოლური აციდოზით.

შედეგი

შესაძლოა მიანიშნებდეს თირკმელების უკმარისობის არსებობაზე

შრატისმიერი პროთრომბინის დრო და INR

ტესტი
შედეგი
ტესტი

გამოიყენება ჰეპატოტოქსიურობის სიმძიმის მონიტორინგისთვის და ხელს უწყობს პაციენტების სტრატიფიცირებას ღვიძლის ორთოტოპიური ტრანსპლანტაციის ოპტიმალური სარგებლის მისაღებად.

შედეგი

შესაძლებელია პროთრომბინის დროის (PT) გახანგრძლივება; შესაძლებელია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის (INR) მატება

გასათვალისწინებელი კვლევები

სალიცილატის დონე შრატში

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა შემოწმდეს უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, ან თუ არსებობს ეჭვი სალიცილატების თანამოხმარებაზე.

შედეგი

შესაძლოა იყოს ან არ იყოს დადებითი

შარდის სკრინინგი მედიკამენტებზე

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა ჩაუტარდეთ უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს სხვა ნივთიერებების მოხმარების განსაზღვრის მიზნით.

შედეგი

შესაძლოა იყოს ან არ იყოს დადებითი

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას