კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
შემთხვევათა უმეტესობაში ვლინდება ლეიკოციტოზი.
შედეგი
შეიძლება აღინიშნოს ლეიკოციტების რაოდენობა >10x10⁹/ლიტრი
ანტისტრეპტოლიზინ O-ის ტიტრი
ტესტი
მიუთითებს სტრეპტოკოკულ ინფექციაზე. იდეალურ ვარიანტში მოწმდება პირველივე ვიზიტზე და მეორდება 2-4 კვირის შემდეგ.
შედეგი
მომატებულია სტრეპტოკოკული ინფექციის დროს
გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)
ტესტი
ორმხრივი ჰილარული ადენოპათია მიუთითებს სარკოიდოზზე, ხოლო ცალმხრივი ჰილარული ადენოპათია მიუთითებს ტუბერკულოზზე, ჰისტოპლაზმოზზე, კოქციდიოიდომიკოზზე და ბრუცელოზზე.
შედეგი
პათოლოგიურია
ტუბერკულინის კანის ტესტი და ინტერფერონ გამას გამოთავისუფლების ტესტი
ტესტი
მიუთითებს ტუბერკულოზზე.
შედეგი
დადებითია ტუბერკულოზის დროს
გასათვალისწინებელი კვლევები
ანგიოტენსინგარდამქმნელი ფერმენტის დონე შრატში
ტესტი
სარკოიდოზის მქონე პაციენტების 60%-ს მომატებული აქვს ანგიოტენსინგარდამქმნელი ფერმენტის დონე.
შედეგი
მომატებულია სარკოიდოზის დროს
კანის დაზიანების ბიოფსია
ტესტი
სარკოიდოზის კლასიკური სურათის გარეშე, დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია დაზიანების ბიოფსიით, რომელიც განხსვავდება კვანძოვანი ერითემის დაზიანებისგან; სარკოიდოზის დროს კვანძოვანი ერითემის დაზიანების ბიოფსია დამახასიათებელია კვანძოვანი ერითემისთვის და არა სარკოიდოზისთვის.
შედეგი
შეიძლება გამოირიცხოს კვანძოვანი ერითემა და დადასტურდეს სარკოიდული დაზიანება
კოქციდიოიდინის კანის ტესტი
ტესტი
გვხვდება ადენოპათიასთან ერთად გულმკერდის რენტგენზე, კოქციდიოიდომიკოზის ინფექციის დროს.
შედეგი
დადებითია კოქციდიოიდომიკოზის ინფექციის დროს
ჰისტოპლაზმინის კანის ტესტი
ტესტი
გულმკერდის რენტგენზე ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტებში გვხვდება ადენოპათია.
შედეგი
დადებითია ჰისტოპლაზმოზის ინფექციის დროს
ლეპრომინის კანის ტესტი
ტესტი
კეთრი შეიძლება იყოს ფონური მიზეზი. შეიძლება გამოვლინდეს ანესთეზიური (უგრძნობი) კანის უბნები.
შედეგი
დადებითია კეთრის დროს
ბლასტომიკოზის სეროლოგია
ტესტი
გულმკერდის რენტგენზე ასოცირებულია ცალმხრივ ადენოპათიასთან, გადიდებულ ელენთასთან და ბადურის პათოლოგიებთან.
შედეგი
დადებითია ბლასტომიკოზის დროს
ბრუცელოზის სეროლოგია
ტესტი
ასოცირებულია გულმკერდის რენტგენის ნიშნებთან, გადიდებულ ელენთასთან და ბადურის პათოლოგიებთან.
შედეგი
დადებითია ბრუცელოზის ინფექციის დროს
ფსიტაკოზის სეროლოგია
ტესტი
ასოცირებულია ჩიტებთან ექსპოზიციასთან და გულმკერდის რენტგენზე ადენოპათიასთან.
შედეგი
დადებითია ფსიტაკოზის ინფექციის დროს
სიმპტომური სახსრების რენტგენი
ტესტი
სახსრის დაზიანების სიმპტომები და ნიშნები ასოცირებულია კვანძოვან ერითემასთან, თუმცა ასევე შეიძლება მიუთითებდეს რევმატოლოგიურ დაავადებაზე, როგორც ფონურ ეტიოლოგიაზე.
შედეგი
პათოლოგიურია რევმატოიდული დაავადების დროს
რევმატოიდული ფაქტორის ტესტირება
ტესტი
სახსრის დაზიანების სიმპტომები და ნიშნები ასოცირებულია კვანძოვან ერითემასთან, თუმცა ასევე შეიძლება მიუთითებდეს რევმატოლოგიურ დაავადებაზე, როგორც ფონურ ეტიოლოგიაზე.
შედეგი
მომატებულია რევმატოიდული დაავადების დროს
იერსენიას აგლუტინაციის ტიტრი
ტესტი
იერსენიული კოლიტი იშვიათი მიზეზია. შესაძლოა მასზე ვიფიქროთ გასტროინტესტინალური სიმპტომების არსებობისას.
შედეგი
დადებითია Yersinia-თი გამოწვეული ინფექციის დროს
განავლის კულტურები იერსენიაზე
ტესტი
იერსენიულ კოლიტზე უნდა ვიფიქროთ კუჭნაწლავის სიმპტომების არსებობისას.
შედეგი
დადებითია Yersinia-თი გამოწვეული ინფექციის დროს
კოლონოსკოპია
ტესტი
ნაწლავის ანთებითი დაავადება შესაძლო ეტიოლოგიაა და უნდა გავითვალისწინოთ გასტროინტესტინური სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
შედეგი
პათოლოგიურია ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს
IgD დონე შრატში
ტესტი
გასტროინტესტინური სიმპტომების არსებობისას ბეხჩეტის დაავადებაზე უნდა ვიფიქროთ.
შედეგი
მომატებულია ბეხჩეტის დაავადების დროს
ღრმა პუნქციური ბიოფსია, რომელიც კანქვეშა ცხიმს მოიცავს ან ინციზიური ბიოფსია
ტესტი
ადასტურებს დიაგნოზს თუ კლინიკური დიაგნოზი ბუნდოვანია.
არ მეტყველებს ფონურ მიზეზზე.
ტიპურ შემთხვევებში ვლინდება ძგიდის პანიკულიტი ვასკულიტის გარეშე; შეიძლება გამოვლინდეს მიშერის რადიალური გრანულომა, რომელიც შედგება ჰისტიოციტების მცირე ზომის, კარგად გამოხატული, კვანძოვანი აგრეგატებისგან. აგრეგატებში ჰისტიოციტები რადიალურად, ცენტრალური ნაპრალის გარშემო არიან განლაგებული.[2]
აღნიშნული გრანულომა არ უნდა აგვერიოს არაკაზეოზურ გრანულომაში, რომელიც სარკოიდოზთანაა დაკავშირებული, ასევე კაზეოზურ გრანულომაში, რომელიც ტუბერკულოზთანაა დაკავშირებული ან მანეკროზებელ გრანულომაში, რომელიც ვასკულიტის დროს გვხვდება.
შედეგი
ძგიდის პანიკულიტი: ძგიდის ინფილტრაცია ნეიტროფილებით, შეშუპება და ჰემორაგია
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას