მიდგომა
კვანძოვანი ერითემა მეტწილად გვხვდება 20-40 წლის ასაკის ქალებში.[2] დიაგნოზი კლინიკურია, თუმცა შესაძლებელია დადასტურება ბიოფსიით. საჭიროა ვეძიოთ ფონური მიზეზი.
თავდაპირველი ტესტები ტარდება ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი მიზეზების გამორიცხვის მიზნით, როგორიცაა სტრეპტოკოკული ინფექციები, სარკოიდოზი, ასევე რაიმე დამატებითი დაავადებები, რომლებიც პრევალენტურია კონკრეტულ გეოგრაფიულ რეგიონში. თუმცა, კვანძოვანი ერითემის მქონე პაციენტების დაახლოებით 60%-ში ფონური მიზეზი ვერ დგინდება.
კანის დაზიანებები და გასინჯვა
დაზიანებები, როგორც წესი, წითელი, მტკივნეული, არაწყლულოვანი, არამოძრავი კვანძების სახით ვლინდება. ხშირი ადგილმდებარეობაა წვივები. ლაგდება გამოვლენიდან დაახლოებით 8 კვირის შემდეგ. უფრო იშვიათად, დაზიანებები წვივებისგან განსხვავებულ ადგილებზეც გვხვდება.ხძირად აღინიშნება სიწითლე, შეშუპება და ტკივილი სახსრებში.
იდიოპათიურ შემთხვევებში ნორმაშია გულმკერდის, გულსისხლძარღვთა, მუცლისა და სხვა ფიზიკალური გასინჯვის მონაცემები.
ბრუცელოზის ან ჰისტოპლაზმოზის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ელენთის გადიდება და ბადურის პათოლოგიები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის წვივებზე.ექიმი ომ პ. შარმას, დმ, FRCP, DTM&H, პირადი კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვით [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის მკლავებსა და ხელებზეCDC Public Health Image Library [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემის დაზიანებების ზურგის კანზე განპირობეულია Coccidioides immitis ანტიგენებზე ჰიპერმგრძნობელობითCDC Public Health Image Library [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის ხელზეFrom the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კვანძოვანი ერითემა პაციენტის ხელზეFrom the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
საწყისი კვლევები
თავდაპირველად უნდა გაკეთდეს და შეფასდეს სისხლის საერთო ანალიზი, ედს და ანტისტრეპტოლიზინ-O (ASO) ტიტრები. აღნიშნული ანალზები უნდა განმეორდეს 2-4 კვირის შემდეგ. გულმკერდის რენტგენი და ტუბერკულინის ტესტირება ნაჩვენებია ყველა პაციენტში, თავდაპირველ ეტაპზე.
ყელისა და გლანდების ანთება შეიძლება მიუთითებდეს სტრეპტოკოკულ ინფექციაზე, თუნდაც მომატებული ASO ტიტრის ფონზე.
ერითროციტების დალექვის მაჩვენებელი, როგორც წესი, ამაღლებულია EN-ის დროს, მაგრამ ეს არის ანთების არა სპეციფიკური მარკერი და ამიტომ იშვიათად მოქმედებს დიაგნოზზე ან მართვაზე.
შემდგომი გამოკვლევები
შემდგომი გამოკვლევა დამოკიდებულია კონკრეტული მდგომარეობის კლინიკურ ეჭვზე გულმკერდის რენტგენისა და სხვა ტესტების გათვალისწინებით. ასევე გასათვალისწინებელია ანამნეზი და გასინჯვის მონაცემები.
გულმკერდის რენტგენი, როგორც წესი, ავლენს ორმხრივ ჰილარულ ადენოპათიას სარკოიდოზის დროს და ცალმხრივად ჰილარული ლიმფური კვანძის გადიდებას ტუბერკულოზის, კოქციდიოიდომიკოზისა და ბრუცელოზის დროს. ფსიტაკოზური პნევმონიის დროს გულმკერდის რენტგენი ავლენს ინფილტრატს ქვედა წილებში.
სარკოიდოზის შემთხვევაში, დიაგნოზი კლინიკურია. ლოფგრენის სინდრომი აერთიანებს უვეიტს, ართრალგიებს, ცხელებას და კვანძოვან ერითემას. სარკოიდოზის მქონე პაციენტთა 70%-ში მომატებულია ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის დონე შრატში.
თუ ტუბერკულინის კანის სინჯი ან ინტერფერონ გამას გამოთავისუფლების კვლევა ურყოფითია და ტუბერკულოზზე ეჭვი აღარ არსებობს, გულმკერდის რენტგენზე ცალმხრივი ჰილარული ადენოპათია საჭიროებს სხვა ეტიოლოგიებზე დაფიქრებას ანამნეზის, გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და გასინჯვის მონაცემების მიხედვით. შეიძლება საჭირო გახდეს კოქციდიოიდინის ან ჰისტოპლაზმინის კანის ტესტები, ბლასტომიკოზის სეროლოგიური ტესტები და ბრუცელოზის ან ფსიტაკოზის სეროლოგიური ტესტები.
თანამდევი გასტროინტესტინური სიმპტომების არსებობა გვაეჭვებს ნაწლავის ანთებითი დაავადებაზე, ბეხჩეტის დაავადებასა ან იერსენიულ ინფექციაზე. ნაწლავის ანთებითი დაავადების გამოკვლევა შესაძლებელია ენდოსკოპიით. შრატში IgD-ს დონე მაღალია ბეხეტის დაავადების დროს. შრატის აგლუტინინები და განავლის კულტურები დადბითია იერსენიულ ინფექციებზე.
სახსრების სიმპტომების ან ნიშნების არსებობა მიუთითებს რევმატოლოგიურ დაავადებაზე, როგორც ფონურ მიზეზზე. შემდგომი გამოკვლევა შესაძლებელია სახსრების რენტგენოგრაფიით, რევმატოიდული ფაქტორის ტესტირებით ან სხვა კვლევებით, რომლებიც კლინიკური სურათიდან გამომდინარე გვჭირდება.
კიბო იშვიათი ეტიოლოგიაა. პაციენტის ანამნეზი და გასინჯვით მიღებული მონაცემები უნდა გამოვიყენოთ შემდგომი ტესტირების შესარჩევად და შესაძლო ფონური ავთვისებიანი პროცესის გამოსავლენად.
კანის ბიოფსია
კვანძოვანი ერითემა ძირითადად კლინიკური დიაგნოზია, თუმცა ბიოფსია შეიძლება ნაჩვენები იყოს ატიპურ შემთხვევებში, მაგ. დაწყლულების, პურპურას ან ატიპური გავრცელების გამო. ამ შემთხვევებში, ბიოფსია შეიძლება დაგვეხმაროს კვანძოვანი ერითემისა და პანიკულიტით მიმდინარე სხვა დაავადებების გარჩევაში, როგორიცაა მგლურას პანიკულიტი, ცხიმების პანკრეასული ნეკროზი, კვანძოვანი ვასკულიტი, ვებერ-კრისტიანი-ის დაავადება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, გამოგონილი ავადმყოფობა და ალფა-1-ანტრიტრიფსინის დეფიციტი, ლიმფომა და ინფექცია.[2]
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია კანქვეშა ცხიმის საკმარისი ნიმუშის ქონა. შემთხვევების უმეტესობაში ეს მიიღწევა პუნქციური ბიოფსიით, თუმცა, თუ შედეგები გაურკვეველია, შეიძლება საჭირო იყოს მცირე ზომის ინციზიური ბიოფსია.[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანკრეასის პანიკულიტი 56 წლის მამაკაცში ნეიროფიბრომატოზი 2-ით (NF2) და კვანძოვანი ერითემა (პრედნიზოლონი 10 მგ დღეში)From the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: პანკრეასის პანიკულიტი 56 წლის მამაკაცში ნეიროფიბრომატოზი 2-ით (NF2) და კვანძოვანი ერითემა (პრედნიზოლონი 10 მგ დღეში)From the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: კანქვეშა პანიკულიტის მსგავსი T უჯრედული ლიმფომა 69 წლის ქალში B ჰეპატიტით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოთი და მწერებზე ექსპოზიციით ბაღის მოვლის დროსFrom the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ქვემწვავე კვანძოვანი მიგრაციული პანიკულიტიFrom the collection of Dr Daniela Kroshinsky, MD, MPH; used with permission [Citation ends].
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას