დიფერენციული დიაგნოზები

Weber-Christian-ის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

წილაკოვანი პანიკულიტი ვასკულიტის გარეშე.

მეტწილად გვხვდება 30-60 წლის ასაკის ქალებში.

1-2 სმ ზომის ერითემატოზული, შეშუპებული, მტკივნეული კანქვეშა კვანძები ბარძაყებზე, ფეხებზე, მკლავებზე, ტანსა და სახეზე.

ზოგჯერ დაზიანებიდან გამოდის ცხიმოვანი, ყვითელი-ყავისფერი სითხე.

ანთება შეიძლება მოიცავდეს ფილტვებს, ნაწლავებს, პლევრას, მიოკარდიუმს, პერიკარდიუმს, ელენთას, თირკმელებს და თირკმელზედა ჯირკვლებს.

კვლევები

შეიძლება მხოლოდ მაღალი ედს და ლეიკოციტოზი გამოვლინდეს.

დაზიანების ბიოფსიით კანქვეშა ქსოვილის წილაკებში ვლინდება ნეიტროფილები, ლიმფოციტები, მაკროფაგები და ქაფიანი ჰისტიოციტები. ფიბრობლასტები ანაცვლებენ თავდაპირველ ანთებით უჯრედულ პასუხს.

ალფა-1 ანტი-ტრიფსინის დეფიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება განმეორებითი, მტკივნეული, ერითემატოზული, კანქვეშა, წყლულოვანი კვანძებით, ზომით 1-5 სმ.

ხშირია ოჯახური ანამნეზი.

კვლევები

შრატში დაბალია ალფა-1-ანტიტრიფსინის დონე.

კვანძოვანი ვასკულიტი (გამაგრებული ერითემა, ბაზინის დაავადება)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

უფრო ხშირია ქალებში.

ვლინდება ქრონიკული, განმეორებითი, ერითემატოზული, მტკივნეული კანქვეშა კვანძების სახით, რომლებიც ხშირად წყლულდება.

განსაკუთრებით ხშირია წვივების უკანა ზედაპირზე.

კვლევები

შეიძლება ასოცირებული იყოს ტუბერკულოზთან, რა დროსაც ტუბერკულინის ტესტი დადებითი იქნება.

გულმკერდის რენტგენზე შეიძლება გამოვლინდეს აქტიური ტუბერკულოზი.

ბიოფსიით ვლინდება ტუბერკულოიდური გრანულომები, კაზეოზური ნეკროზი და გიგანტურუჯრედოვანი რეაქცია.

კანის კვანძოვანი პოლიარტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ ვლინდება მტკივნეული კანქვეშა კვანძების სახით, რომლებთანაც დაკავშირებულია მარმარილოსებრი კანი და დაწყლულება. სისტემურ სიმპტომებს მიეკუთვნება ცხელება, ართრალგიები, მიალგიები და პერიფერიული ნეიროპათია.

კვლევები

ბიოფსია გვიჩვენებს საშუალო სიდიდის არტერიების სეგმენტურ მანეკროზებელ ვასკულიტს.

კანქვეშა ინფექციები (ბაქტერიული, მიკობაქტერიული ან სოკოვანი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად ჩირქოვანი, წყლულოვანი, ჩირქოვანი და/ან მრავალკეროვანი. ჩვეულებრივ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ტრავმა ან ინფექციის სისტემური სიმპტომები.

კვლევები

კანის ბიოფსია მიუთითებს ინფექციაზე, მათ შორის შესაძლოა დადებით ორგანიზმ-სპეციფიკურ ინფექციურ შტამებზე. ქსოვილის კულტურა, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული ორგანიზმის გამოვლენას.

ცხიმების კვანძოვანი ნეკროზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება ფეხზე მაგარი კვანძებით და დაწყლულებებით და ანამნეზში ტრავმით და/ან ვენური უკმარისობით. ზედაპირული სითბო და ერითემა არ აღინიშნება.

კვლევები

დაზიანების ბიოფსია გვიჩვენებს უსიცოცხლო ადიპოციტებს, რომლებიც ენკაფსულირებულია ფიბროზული ქსოვილით, რასაც პოტენციურად ახლავს ლიპომემბრანოზული ცვლილებები და კალციფიკაციები.

კვანძოვანი ლეპროზული ერითემა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ ვლინდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლეპრომატოზული ან ზღვრული ლეპრა, გასნაკუთრებით, მათში, ვინც მკურნალობას გადის. ხშირად თან ახლავს ისეთი სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, ართრალგია, ართრიტი, მიალგია და ჰეპატოსპლენომეგალია.

კვლევები

დაზიანების ბიოფსია გვიჩვენებს მცირე სისხლძარღვების ვასკულიტს.

კანქვეშა რკალოვანი გრანულომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხასიათდება კანზე უმტკივნეულო ფერადი კვანძებით, ჩვეულებრივ, ბავშვებში და თან ახლავს დაზიანებები ყველგან. ხშირად თან ახლავს კლასიკური ინტრადერმული რკალისებრი გრანულომა.

კვლევები

ბიოფსია გვიჩვენებს დეგენერირებულ კოლაგენს და ელასტინს მუცინის დეპონირებით, დერმულ პერივასკულარულ და ინტერსტიციალურ ლიმფოჰისტიოციტურ ინფილტრატს ან მესრისებურ ლიმფოციტურ გრანულომებს და ჰისტიოციტებს მუცინის გარშემო.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას