ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

მძიმე დიფუზური ან ლოკალიზებული ტკივილი კიდურში

ყველაზე გავრცელებული თავდაპირველი საპრეზენტაციო სიმპტომია სტრეპტოკოკური დაავადების მქონე პაციენტების უმეტესობაში. ეს, როგორც წესი, არაპროპორციულია გამოკვლევასთან და დაკავშირებულია სისტემური ტოქსიკურობის მტკიცებულებასთან.

ცხელება

სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური დაავადების ყველაზე ხშირი ადრეული ნიშანი, თუმცა, შოკის მქონე პაციენტებში შეიძლება იყოს ჰიპოთერმია.[63]

ლოკალიზებული შეშუპება ან ერითემა

ქსოვილის ადგილობრივი ინფექციის კლინიკური ნიშნები ჩანს სტრეპტოკოკური ინფექციების მქონე პაციენტების 80%-ში და მათგან 70%-ს აქვს შემდგომი ეკქიმოზები, კანის აქერცლვა და, საბოლოოდ, მიოზიტი და მანეკროზებელი ფასციიტი.[41] ასევე შესაძლოა განვითარდეს განგრენა.

დიფუზური ერითროდერმია, რომელიც მოიცავს კანს და ლორწოვან მემბრანებს, შეიძლება განვითარდეს პირველი 48 საათის განმავლობაში სტაფილოკოკური დაავადების დროს, განსაკუთრებით, ხელსგულებზე და ქუსლებზე. პოსტოპერაციული სტაფილოკოკური დაავადების დროს, ერითემა ხშირად უფრო მძიმეა ქირურგიული ჭრილობის მიდამოში, თუმცა ის შეიძლება იყოს შეუმჩნეველი. უფრო მძიმე სტაფილოკოკურ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს წყლულები, ვეზიკულები და ბულები.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა ხელზე გამონაყარი და კანქვეშა შეშუპება ტოქსიკური შოკის სინდრომის გამოCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@11d29274[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო სახეზე ერითემატოზული გამონაყარის მქონე პაციენტიCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4a8b30cb

ჰიპოტენზია

სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების დროს ყველა პაციენტის ნახევარი შემოსვლისას შეიძლება ნორმოტენზიური იყოს, მაგრამ ჰიპოტენზიის განვითარება შემდგომი 4-8 საათაის განმავლობაში.[63]

ჰიპოტენზია ასახავს ჰიპოვოლემიას, ჰიპოპერფუზიას და/ან მძიმე სეფსისს ტოქსინების მიერ ციტოკინის მასიური გამოთავისუფლებით.

იშვიათი

დიფუზური, ქუნთრუშას მსგავსი ერითემატოზური გამონაყარი

ადგილი აქვს სტრეპტოკოკური დაავადების მქონე პაციენტების 10%-ში, როგორც წესი, თავდაპირველად კიდურზე.[68] გამონაყარი შეიძლება მოგვიანებით აიქერცლოს.[2]

სტაფილოკოკური დაავადების დროს, მაკულოპაპულარული გამონაყარი იქერცლება 1-დან 2 კვირამდე და ხშირად ჩანს დასაწყისში ხელისგულებსა და ქუსლებზე.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის სინდრომით გამოწვეული მარცხენა ხელის თითების წვერების სუსტი აქერცლვაCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@357f842e[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის შედეგად პაციენტი ავლენს მორბილოფორმულ (წითელას მსგავს) გამონაყარს, დაწყებოდა 3-5 დღის შემდეგCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@3ba9e40b[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარცხენა ხელისგულის შესამჩევი აქერცლვა ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო, რომელიც ვითარდება მოგვიანებით დაავადების დროსCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@6d968134

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ფსიქიკური სტატუსის მწვავე ცვლილებები

ცერებრალური ჰიპოპერფუზიის და შეშუპების ნიშნები შემდგომი დაბნეულობით, აგზნებით და ცნობიერების დონის ცვლილებით შეიძლება მოხდეს როგორც სტრეპტოკოკური ისე სტაფილოკოკური ინფექციების დროს.

იშვიათი

გრიპისმაგვარი სიმპტომები

გამოვლინებათა 20%-ში ადგილი აქვს ციებას, მიალგიებს, გულისრევას, ღებინებას და დიარეას.[68]

კუნთების მტკივნეულობა და სისუსტე

მიოზიტის ნიშნები.

გასტროინტესტინური სიმპტომები

სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების მქონე პაციენტების სიმპტომების სპექტრის ნაწილი, რომლებსაც არა აქვთ რბილი ქსოვილების მხრივ ნიშნები.

შემოსვლისას პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მუცლის მძიმე ტკივილი, მტკივნეულობით ზეწოლის უეცარი მოხსნისას და დაჭიმულობა მუცლის გასინჯვისას. შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება და დიარეა; ასოცირდება ტოქსინების გამომუშავებასთან.

მიოკარდიტის ნიშნები

სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების მქონე პაციენტების სიმპტომების სპექტრის ნაწილი, რომლებსაც არა აქვთ რბილი ქსოვილების მხრივ ნიშნები.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულმკერდის ტკივილს, დისპნოესე, ორთოპნოეს, სინკოპეს, დაღლილობას და პალპიტაციას.

ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობის, ტაქიკარდიის ან არითმიების ნიშნებს.

ენდოფტალმიტი

სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციების მქონე პაციენტების სიმპტომების სპექტრის ნაწილი, რომლებსაც არა აქვთ რბილი ქსოვილების მხრივ ნიშნები.

ჰიპოთერმია

ცხელება არის სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური დაავადების ყველაზე ხშირი ადრეული ნიშანი, თუმცა, შოკის მქონე პაციენტებში შეიძლება იყოს ჰიპოთერმია.[63]

რისკფაქტორები

ძლიერი

შაქრიანი დიაბეტი

ასოცირებულია გაზრდილ რისკთან: მეთვალყურეობის კვლევაში, რომელიც ჩატარდა 1 წლის განმავლობაში აშშ-ის 4 შტატში, სტრეპტოკოკური ტოქსიკური შოკის სინდრომის (TSS) მქონე პაციენტების 21.6%-ს ჰქონდა დიაბეტი.[62]

ალკოჰოლის არასწორი მოხმარებით გამოწვეული დარღვევები

დაკავშირებულია გაზრდილ რისკთან: აშშ-ის 4 შტატში 1 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ჩატარებულ ზედამხედველობის კვლევაში, სტრეპტოკოკული TSS მქონე პაციენტების 16.8%-ში დაფიქსირდა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.[62]

მცირე ტრავმა და დაზიანებები სისხლჩაქცევებით, ჰემატომის ფორმირებით ან კუნთების დაძაბვით

მოქმედებს როგორც შესვლის პორტალი და წინასწარგანმწყობია ინფექციის მიმართ.[63]

ქირურგიული პროცედურები (მაგ., ვაგინალური მშობიარობა, ძუძუს რეკონსტრუქცია, საკეისრო კვეთა, ჰისტერექტომია, ლიპოსაქცია, ბურსექტომია)

შემთხვევების შესახებ ანგარიშები აჩვენებს ასოციაციას ვაგინალური მშობიარობის, საკეისრო კვეთით მშობიარობის და ძუძუს რეკონსტრუქციის ქირურგიულ პროცედურებსა და A ჯგუფის სტრეპტოკოკურ ინფექციებს შორის.[64][65][66][67][68]​ პოსტოპერაციული TSS ჩვეულებრივ ვითარდება ოპერაციიდან 10 დღის განმავლობაში.[69]

ერთჯერადი ტამპონის ხანგრძლივი გამოყენება (>6 საათი).

მენსტრუალური სტაფილოკოკური TSS დაკავშირებულია ტამპონის გამოყენებასთან 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ღამით გამოყენებასთან და ტამპონის ჩასმის ინსტრუქციების შეუსრულებლობასთან.[70][71]

ტამპონის გამოყენება არ ზრდის სტაფილოკოკური კოლონიზაციის ალბათობას, მაგრამ ზრდის რისკს სტაფილოკოკური TSS რისკს TSS ტოქსინ-1 (TSST-1) წარმოების გაზრდის გზით.

ძლიერ აბსორბციული ტამპონების გამოყენება

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი შთამნთქმელი ტამპონები ამოღებულია ბაზრიდან, ტამპონის გამოყენება რჩება სტაფილოკოკური TSS-ის რისკ-ფაქტორად.[4][72][73]

გლიცერინის მონოლეატის (GML) შემცველი ტამპონები ამცირებს Staphylococcus aureus ეგზოტოქსინის პროდუქციას. კვლევები მიუთითებს, რომ GML დამატება ტამპონებისთვის დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მენსტრუალური ტოქსიკური შოკის თვალსაზრისით.[74]

სუსტი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებას(NSAID)

ასოციაცია შეიძლება იყოს NSAID-ბის გამოყენებიდან მცირე ტრავმის შესამსუბუქებლად ან NSAID-ბის მიერ ნეიტროფილების და ციტოკინის გამოთავისუფლების იჰიბირების გზით.[63][64][75]

კონტრაცეპტული ღრუბლების, დიაფრაგმებისა და IUD-ის გამოყენება

შეიძლება რისკ-ფაქტორი იყოს არა მენსტრუალური სტაფილოკოკური TSS-თვის.[23]

არანამკურნალები სტრეპტოკოკური ყელი

TSS არის სტრეპტოკოკური ფარინგიტის (სტრეპტოკოკული ყელის) იშვიათი გართულება მოზრდილებში.[76] საოჯახო კონტაქტები წარმოადგენს A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციის გაზრდილი რისკს მცირეწლოვანი ბავშვებში.[31]​ დადასტურებული სტრეპტოკოკით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა დაიცვან ეროვნული რეკომენდაციები გადაცემის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC) რეკომენდაციას უწევენ პაციენტებს დარჩნენ სახლში (სამსახურიდან, სკოლიდან ან საბავშვო ბაღიდან) ტემპერატურის ნორმალიზაციამდე და ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან მინიმუმ 12-24 საათის განმავლობაში.​[77]​ გაერთიანებული სამეფოს სახელმძღვანელო რეკომენდაციას იძლევა, რომ ყელის სტრეპტოკოკით დაავადებული პაციენტები იზოლირებულნი იყვნენ შესაბამისი ანტიბიოტიკით მკურნალობის დაწყებიდან მინიმუმ 24 საათის განმავლობაში.[78]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას