მიდგომა
TSS-ის ადრეული დიაგნოზი აუცილებელია, რადგან შესაძლებელია სიცოცხლისათვის საშიში სერიოზული ინფექციების განვითარება 24-დან 72-მდე საათის განმავლობაში. საწყისი ნიშნები და სიმპტომები, როგორც წესი, არასპეციფიკურია: მაგალითად, ტკივილი, ცხელება, სისუსტე, კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და დიარეა, კუნთების ტკივილი. TSS-ის კლინიკური მიმდინარეობა ხშირად მკვეთრია და მოითხოვს ეჭვის მაღალ ინდექსს, სწრაფ დიაგნოზს და ადრეულ მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
TSS-ის მკურნალობისას ანტიბიოტიკების შერჩევას ხელს უწყობს სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ დაავადებებს შორის დიფერენცირება, თუმცა, ორივე მათგანს აქვს მრავალი მსგავსი ანამნეზური და გასინჯვის ფაქტორი და ტესტის შედეგი. მიკრობიოლოგიური კულტურები ყოველთვის არ არის დიფერენცირების საუკეთესო საშუალება დადებითი კულტურის წარმოების დაბალი ალბათობის გამო.
კლინიკური შეფასება
სტრეპტოკოკული TSS მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჯანმრთელ პაციენტში საზოგადოებიდან, რომელიც შემოდის შოკით, მძიმე ტკივილით და ცხელებით და აქვს ტრავმის ბოლოდროინდელი ანამნეზი. TSS ასევე გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ინფექციის შედარებით არაშთამბეჭდავი ფოკუსი, მაგრამ სეპტიური შოკის მტკიცებულება. სტრეპტოკოკური TSS-ის ხშირ შემთხვევაში, შესვლის ადგილი არ არის ნაპოვნი, ან ოდნავ შესამჩნევია.[41] ინვაზიური სტრეპტოკოკური ინფექციები მოიცავს ბაქტერიემიას, ცელულიტს,მენინგიტს, პნევმონიას, ემპიემას, პერიტონიტს, სეპტიკურ ართრიტს, მშობიარობის შემდგომ სეფსისს, დამწვრობის ჭრილობის სეფსისს, ნეკროზულ ფასციიტს ან განგრენოზულ მიოზიტს.[9] A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციებით გამოწვეული სერიოზული ბაქტერიული ინფექციების სიხშირე იზრდება, როგორც ჩუტყვავილას გართულება.[10][11]
სიმპტომები და ნიშნები
A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინვაზიური ინფექციით გამოწვეული TSS-ის ყველაზე გავრცელებული საწყისი პრეზენტაცია არის დიფუზური ან ლოკალიზებული ტკივილის მკვეთრი დაწყება, რომელიც ხშირად წინ უსწრებს რბილი ქსოვილების ინფექციის ნიშნებს.[63] კიდურების ტკივილი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, მაგრამ ტკივილი შეიძლება გავდეს პერიტონიტს, PID, პნევმონიას, MI, პერიკარდიტს ან ქოლეცისტიტს.[63][81][82] ოთხმოც პროცენტს აქვს რბილი ქსოვილის ინფექციის კლინიკური ნიშნები, ლოკალიზებული შეშუპებით ან ერითემით შემდგომი ეკქიმოზებით და კანის აქერცლვით, რაც პროგრესირებს მანეკროზებელ ფასციიტამდე ან მიოზიტამდე შემთხვევათა 70%-ში.[41] ასევე, შეიძლება იყოს განგრენა.
სტაფილოკოკური TSS მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მენსტრუაციის მქონე პაციენტებში, რომლებიც ტამპონებს იყენებდნენ. თუმცა, ეჭვი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ პაციენტებით, რადგან მესტრუაციის არ მქონე პაციენტებსაც შეიძლება განუვითარდეს სტაფილოკოკური TSS.[21][22]
როგორც სტრეპტოკოკური ისე სტაფილოკოკური ინფექციების დროს, ცხელება ყველაზე გავრცელებული ნიშანია, თუმცა ჰიპოთერმიაც შეიძლება უკავშირდებოდეს შოკს.[63] არასპეციფიკური ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, შემცივნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მიალგია, გვხვდება პაციენტების 20%-ში, რომლებიც, როგორც წესი, ასოცირდება ტოქსინების გამომუშავებასთან.[68] დიფუზური, ერითემატოზური გამონაყარი უვითარდება სტრეპტოკოკური TSS-ის მქონე პაციენტების 10%-ს. სტაფილოკოკური დაავადების დროს, მაკულოპაპულარული გამონაყარი იქერცლება 1-დან 2 კვირამდე და ხშირად ჩანს დასაწყისში ხელისგულებსა და ქუსლებზე. შემოსვლისას ყველა პაციენტის ნახევარი ნორმოტენზიურია, მაგრამ ჰიპოტენზია და შოკი, ჩვეულებრივ, ვითარდება შემდგომი 4-8 საათის გამავლობაში.[63] შეიძლება იყოს შოკისა და ჰიპოპერფუზიის სხვა ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები და ოლიგურია.
მიოკარდიტი, პერიტონიტი და ენდოფტალმიტი შეიძლება იყოს როგორც სტრეპტოკოკური ისე სტაფილოკოკური ინფექციის დროს. მიოკარდიტი შეიძლება გამოვლინდეს როგორც გულმკერდის ტკივილი, დისპნოე, ორთოპნოე, სინკოპე, დაღლილობა და პალპიტაციები. ნიშნები შეიძლება მოიცავდეს გულის უკმარისობის, ტაქიკარდიის ან არითმიების ნიშნებს. პერიტონიტის მქონე პაციენტებს შემოსვლისას შეიძლება ჰქონდეთ მუცლის მძიმე ტკივილი, მტკივნეულობით ზეწოლის უეცარი მოხსნისას და დაცვით მუცლის გასინჯვისას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის სინდრომით გამოწვეული მარცხენა ხელის თითების წვერების სუსტი აქერცლვაCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო სახეზე ერითემატოზული გამონაყარის მქონე პაციენტიCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარჯვენა ხელზე გამონაყარი და კანქვეშა შეშუპება ტოქსიკური შოკის სინდრომის გამოCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ტოქსიკური შოკის შედეგად პაციენტი ავლენს მორბილოფორმულ (წითელას მსგავს) გამონაყარს, დაწყებოდა 3-5 დღის შემდეგCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მარცხენა ხელისგულის შესამჩევი აქერცლვა ტოქსიკური შოკის სინდრომის გამო, რომელიც ვითარდება მოგვიანებით დაავადების დროსCDC-დან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოსახულებათა ბიბლიოთეკიდან [Citation ends].
რისკის სტრატიფიკაცია: ორგანოთა დისფუნქციის გამო გაუარესების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება
სეფსისის ადრეული იდენტიფიკაცია ეყრდნობა სავარაუდო ინფექციით დაავადებული პაციენტების სისტემურ შეფასებას, ორგანოთა დისფუნქციის გამო გაუარესების რისკის ქვეშ მყოფთა დასადგენად.
შემოთავაზებულია რამდენიმე მიდგომა ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში გაუარესების რისკის სწრაფი და პრაქტიკული შეფასებისთვის, ლაბორატორიული გამოკვლევების მოლოდინის გარეშე. განსხვავებული რეკომენდაციებია საავადმყოფოებსა და ქვეყნებს შორის. შემდგომი კვლევაა საჭირო ოპტიმალური მიდგომის დასადგენად, რომელიც მოიცავს ადრეული გაფრთხილების ქულებს (მაგ. ეროვნული ადრეული გაფრთხილების ქულა 2 [NEWS2] შემუშავებული დიდ ბრიტანეთში ან შეცვლილი ადრეული გაფრთხილების ქულა [MEWS]), ან რისკის სტრატიფიკაციის სისტემის გამოყენება. როგორც რეკომენდირებულია სხვადასხვა სახელმძღვანელო ჯგუფების მიერ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.[83][84][85][86][87] ეს ქულები, როგორც წესი, მოიცავს ფიზიოლოგიურ ცვლადებს, როგორიცაა გულისცემა და არტერიული წნევა, და მათი ადვილად გამოთვლა შესაძლებელია საწოლთან. არცერთი არ არის შეფასებული სპეციალურად TSS-სთვის
კვლევები
შემდეგი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს ყველა პაციენტს:
მიკროსკოპია და კულტურა ნორმალურად სტერილურ უბნებზე (სისხლი, CSF, პლევრული ან პერიტონეული სითხე, ქსოვილები ან ყელი) შეიძლება დადებითი იყოს A ჯგუფის სტრეპტოკოკზე ან Staphylococcus aureus-ზე. თუმცა, სტრეპტოკოკური TSS მქონე პაციენტებიდან 60% აქვს სისხლის დადებითი კულტურები, ხოლო სტაფილოკოკური TSS მქონე პაციენტების <5% აქვს სისხლის დადებითი კულტურები[41]
FBC და დიფერენციალი აჩვენებს ლეიკოციტოზს, ანემიას და თრომბოციტოპენიას[63]
თირკმლის ფუნქცია: მომატებული შარდოვანა, კრეატინინი და ჰემოგლობინურია თირკმლის უკმარისობის ნიშნებია. წინ უსწრებს ჰიპოტენზიას სტრეპტოკოკური დაავადების მქონე პაციენტების 40%-დან 50%-მდე[44]
ღვიძლის ფუნქცია: ბილირუბინის ან ტრანსამინაზების მომატება ნორმის ზედა ზღვარზე ორჯერ მეტად.[2]
ნატრიუმი, ფოსფორი, ალბუმინი და კალციუმი: ჩვეულებრივ დაბალია სტრეპტოკოკური დაავადების და ავადმყოფობის მიმდინარეობის განმავლობაში.
რძემჟავა: მომატებულია მძიმე სეფსისის და სეპტიკური შოკის დროს
მომატებული კრეატინკინაზა (CK) მოწმობს მანეკროზებელ ფასციიტს ან მიოზიტს. CK შეიძლება ასევე მომატებული იყოს სტაფილოკოკური TSS-ის დროს.
კოაგულაციის პროფილი: აჩვენებს პროთრომბინის და ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროების გაზრდას სტაფილოკოკური დაავადების დროს გავრცელებულ ინტრავასკულარულ კოაგულაციასთან ერთად (DIC); ფიბრინოგენი: შესაძლოა დაბალი იყოს DIC-ის ფონზე.
მწვავე და გამოჯანმრთელების ფაზაში სტაფილოკოკური ანტისხეულების ტესტირება: დადებითი შედეგები შეიძლება ხელს უწყობდეს სტაფილოკოკური TSS-ის დიაგნოზს
შესაძლებელია სტრეპტოკოკური ეგზოტოქსინის სეროტიპების სპეციფიკური ტესტირება, მაგრამ ეს ტესტები საავადმყოფოების უმეტესობაში არ არის ჩვეულებრივ ხელმისაწვდომი.
გამოსახულების მიღება
გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა ჩატარდეს სისხლის და კულტურის თავდაპირველი დამუშავების შემდეგ და შეიძლება აჩვენოს დიფუზური ორმხრივი ინტერსტიციული და ალვეოლური ინფილტრატები, რომლებიც შეესაბამება მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს როგორც სტრეპტოკოკული ისე სტაფილოკოკური დაავადების დროს.
კლინიცისტებს უნდა ჰქონდეთ დაბალი ბარიერი საბოლოო გამოსახულების მისაღებად ინფექციის წყაროს დასადგენად, რადგან ინფექციის კერა შეიძლება ძნელად შესამჩნევი იყოს TSS-ში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას