კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
ლეიკოციტებზე და ერითროციტებზე განავლის ანალიზი
ტესტი
გვეხმარება ინვაზიური თუ ანთებითი დაავადების არაინვაზიურისგან დიფერენცირებაში.
ლეიკოციტებსა და ერითროციტებზე განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ განავალში სისხლი, ცხელება, საეჭვო ინვაზიური პათოგენები (როგორიცაა შიგა ტოქსინის წარმომქმნელი Escherichia coli [მაგ., O157:H7]), და თუ განიხილება სხვა დიაგნოზები (როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, იშემიური ან ინფექციური კოლიტი) და სიმპტომები გამოხატულია 3 დღე ან მეტი.
ოპტიკური მიკროსკოპია შეიძლება გამოოიყენოთ ქოლერის ვიბრიონის გამოსავლენად, თუ სავარაუდოა.
შედეგი
ინვაზიური ან ანთებითი დიარეის დროს წარმოდგენილი /დადებითი.
განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზი
ტესტი
გაიდლაინების მიხედვით რეკომენდებულია განავლის ტესტირება შემდეგ პათოგენებზე Salmonella, Shigella, Campylobacter, Yersinia, Clostridioides difficile, Shiga ტოქსინის გამომმუშავებელ E coli და Entamoeba-ზე დიარეის მქონე ადამიანებში, რომელსაც თან ახლავს ცხელება, სისხლიანი ან ლორწოვანი განავალი, მუცლის სპაზმური ტკივილი ან მომატებულიმგრძნობელობა ან სეფსის ნიშნები.[40] დამატებითი ორგანიზმების ტესტირება შეიძლება განხილულ იქნას კლინიკური სცენარის მიხედვით.[3] Yersinia enterocolitica-ზე ტესტირება უნდა ჩატარდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მუცლის პერსისტირებადი ტკივილი და ცხელების მქონე ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ იერსინიოზის ეპიდემიოლოგიური რისკი.[40] პირებთან, ვისთანაც დიარეის დაწყებამდე 3 დღით ადრე დიდი მოცულობის წყლიანი თეთრი ფერის განავალია, ან ექსპოზიციაა მარილიან ან მლაშე წყლებთან, არის ნედლი ან ცუდად მოხარშული მოლუსკების მოხმარება, ან მოგზაურობა ქოლერის ენდემურ რეგიონებში, განავლის ნიმუშები შეამოწმეთ ვიბრიონის სახებოებზე.[40]
განავლის სეროლოგიური ტესტი და ტოქსინების ტესტი შეიძლება დაგვეხმაროს შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი ბაქტერიის დიაგნოსტირებაში, და იმის გაგებაში, თუ რომელი ტოქსინი წარმოიქმნება. იერსინიოზზე ტესტირება, როგორც წესი, მოიცავს სეროლოგიურ ტესტირებას და მის განმეორებას 2 კვირის შემდეგ, თუმცა ამასთან ერთად რეკომენდებულია ადგილობრივ ინფექციონისტთან კონსულტირება.
Clostridioides difficile (ადრე ცნობილი როგორც Clostridium difficile) ტოქსინის ტესტი შეიძლება ჩართული იყოს C difficile დიარეის გამოსარიცხად.
ზოგიერთი ცენტრი გადადის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციების სეკვენსირებაზე, რათა აღმოაჩინოს რიგი ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები.
თუ პათოგენი გამოყოფილია და სიმპტომები გრძელდება, დასაწყებია სპეციფიკური მკურნალობა.
შედეგი
სპეციფიკური პათოგენების გამოყოფა
კვერცხებზე და პარაზიტებზე განავლის (O&P) ტესტი
ტესტი
განავლის მიკროსკოპული გამოკვლევა კვერცხებსა და პარაზიტებზე (მათ შორის ტრემატოდის კვერცხებსა და ამებაზე). ტარდება განავლის ყველა ნიმუშზე.
ზოგიერთი ცენტრი გადადის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციების სეკვენსირებაზე, რათა აღმოაჩინოს რიგი ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ინფექციები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პათოგენური Entamoeba histolytica-ს არაპათოგენური Entamoeba dispar-ისგან დიფერენცირებისთვის.
შედეგი
სპეციფიური კვერცხების და/ან პარაზიტების აღმოჩენა
განავლის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია
ტესტი
გამოიყენება მრავალი ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული ნაწლავის პათოგენების გამოსავლენად (მაგ. Campylobacter, Salmonella და შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი E coli O157, Giardia, Cryptosporidium).[3][44][45]
გამოიყენება ისეთი ვირუსების გამოსავლენად, როგორიცაა ნოროვირუსი და პათოგენური და არაპათოგენური ენტამებას სახეობების დიფერენცირებისთვის.[3][46]
შედეგი
დადებითი ორგანიზმზე
სისხლის საერთო ანალიზი
ტესტი
სისხლის საერთო ანალიზი პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლი განავალში, ცხელება, საეჭვო ინვაზიური პათოგენები (როგორიცაა შიგა ტოქსინის გამომმუშავებელი E coli [მაგ., O157:H7]) და ექსტრა-გასტროინტესტინური გამოვლინება.
გვეხმარება ანთებითი რეაქციის შეფასებაში და ჰემოკონცენტრაციის ხარისხის განსაზღვრაში. შეიძლება გამოვლინდეს ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის ნიშნები, როცა ეჭვია შიგა-ტოქსინის წარმომქმნელ E coli-ზე (მაგ. O157:H7).
შედეგი
ლეიკოციტების რაოდენობის მატება ანთებითი /ინვაზიური პათოგენით უკავშირდება დიარეას; ლეიკოციტების რაოდენობის კლება უკავშირდება ტიფოიდურ ცხელებას და ზოგიერთ ვირუსს; ანემია; მაღალმა ჰემოგლობინმა და ჰემატოკრიტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ჰემოკონცენტრაციაზე.
კრეატინინი და ელექტროლიტები შრატში
ტესტი
ელექტროლიტური დარღვევების და თირკმლის უკმარისობის გამოსარიცხად, უნდა გაკეთდეს საშუალო ან მძიმე დეჰიდრატაციის მქონე, და ძლიერი ღებინების ან დიარეის მქონე ყველა პაციენტში, ან თუ სიმპტომები არ გადის 24 საათში.
შრატის ელექტროლიტების და შარდში კრეატინინის განსაზღვრა გვეხმარება დეჰიდრატაციის ხარისხის და ანთებაზე რეაგირების შეფასებაში. ურემიის არსებობის დროს ეჭვი ჩნდება ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომზე.
შედეგი
დიარეის დროს მეორადი ჰიპოკალემიური მეტაბოლური აციდოზი; დეჰიდრატაციის დროს მეორადი ჰიპერ- ან ჰიპონატრიემია და სისხლში მომატებული შარდოვანას აზოტი.
C- რეაქტიული ცილა
ტესტი
ეს გვეხმარება განვასხვავოთ ინფექციური კოლიტი ანთებითი კოლიტისგან, თუმცა მწვავე მძიმე წყლულოვანი კოლიტის დროს ის ასევე შეიძლება მომატებული იყოს.
შედეგი
მომატებულია
გასათვალისწინებელი კვლევები
ბოტულინის ტოქსინის გამოვლენის ტესტი
ტესტი
თუ პაციენტს აქვს ბოტულიზმის სიმპტომები/ ნიშნები, შრატი, განავალი, კუჭის სეკრეტი ან საკვების ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ტოქსინის იდენტიფიკაციის/დადასტურებისთვის.[49] ბოტულინის ანტიტოქსინი ისე გამოიყენეთ, რომ არ დაელოდოთ ტესტის შედეგებს, თუ პაციენტი სიმპტომურია და ბოტულიზმზე ეჭვია.[49]
შედეგი
ბოტულიზმის ტოქსინი
სისხლის კულტურა
ტესტი
სისხლის კულტურა ტარდება ბაქტერიემიის გამოსარიცხად, თუ პაციენტს ფებრილური ტემპერატურა აქვს (მაგ. 38,5°C [>101°F]) და არსებობს სეფსისის ნიშნები (ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, კაპილარების ცუდი შევსება, ტაქიპნოე, მწვავე გონებრივი დაბნეულობა, შარდის გამოყოფის დაქვეითება). ასევე რეკომენდირებულია იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისთვის, სისტემური ინფექციის ნიშნების მქონე ადამიანებისთვის და ნაწლავურ ცხელებაზე ეჭვის დროს.[40] სეფსისის ნიშნების მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნებისგან დიფერენცირება შეიძლება რთული იყოს.
შედეგი
პოზიტიური; მძიმედ მიმდინარე ინვაზიური ინფექციების ან თანდართული მეორადი ინფექციების დროს, სპეციფიკური პათოგენის იზოლაცია.
შრატის ლიპაზა ან ამილაზა
LFT
ტესტი
ღვიძლის ფუნქციური ტესტები გვეხმარება გავარჩიოთ საკვებისმიერი მოწამვლა მწვავე ქოლეცისტიტის ან მწვავე ჰეპატიტისგან.
შედეგი
მომატებულია ველური სოკოებით მოწამლულ ან სისტემურ დაავადებებთან ასოცირებული ინვაზიური პათოგენების, კერძოდ Salmonella-ს და Campylobacter მქონე პაციენტებში; ჰიპოალბუმინემია ვითარდება მეორადად არასაკმარისი კვების დროს ან როგორც რეაქცია მწვავე ფაზაზე
ჰეპატიტი A IgM ანტისხეულები
ტესტი
კეთდება, როცა ანამნეზი ან საქმიანობა (სოციალური ან სამედიცინო სამსახური) საეჭვოს ხდის A ჰეპატიტთან ექსპოზიციას ან თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმიდან გადახრილია.
შედეგი
დადებითი ანტიჰეპატიტი A IgM Ab
ჰეპატიტი E IgM ანტისხეულები
ტესტი
კეთდება, როდესაც ანამნეზი მიგვანიშნებს E ჰეპატიტთან ექსპოზიციაზე ან თუ ღვიძლის ფუნქციური სინჯები ნორმიდან გადახრილია.
შედეგი
დადებითი ჰეპატიტის საქინააღმდეგო E IgM Ab
აბდომინალური სერიული რენტგენოგრაფია
ტესტი
თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი, ან ობსტრუქციული სიმპტომები, ან თუ ეჭვია პერფორაციაზე, სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს რადიოგრაფიული კვლევები პირდაპირ და ვერტიკალურ პოზიციაში.
შედეგი
ილეუსისთვის მეორადად განვითარებული აირი-სითხის დონის შემცველი დილატირებული მარყუჟები; თავისუფალი ჰაერი პერფორაციაზე მიგვანიშნებს
სიგმოიდოსკოპია /კოლონოსკოპია
ტესტი
სიგმოიდოსკოპია განიხილება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სისხლიანი დიარეა, რომლებთანაც არ არის გამოვლენილი ნაწლავური გამომწვევი აგენტი, ან სისხლიანი დიარეა გრძელდება ან მატულობს სიმძიმე, და იმ პაციენტებში, რომელთა კლინიკური სურათი და ტესტების შედეგები შეუთავსებელია საკვებისმიერი დაავადების დიაგნოზთან.
შეიძლება გამოსადეგი იყოს ნაწლავის ანთებითი დაავადების დიაგნოსტირებისას, ანტიბიოტიკებთან დაკავშირებული დიარეის დროს, შიგელოზის და ამებოიდური დიზენტერიის შემთხვევებში. კოლონოსკოპია უნდა გამოვიყენოთ მათთვის, ვისთვისაც სიგმოიდოსკოპია არ იძლევა დიაგნოზს, ან პაციენტებისთვის რომლებსაც პერსისტირებადი სიმპტომები აქვთ ან საწყის მკურნალობაზე დადებითი დინამიკა არ აქვთ. კოლონოსკოპია უფრო ძვირადღირებული გამოკვლევაა, მოითხოვს სრულყოფილ მომზადებას, სედაციურ საშუალებებს, და ტარდება სპეციალურ განყოფილებაში (ენდოსკოპიის ოთახში).
შედეგი
ანთებითი ცვლილებები: ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანება და დაწყლულება, სიფაშრე
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია
ტესტი
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია დუოდენური ასპირაციით და/ან ბიოფსიით მიზანშეწონილია იმუნოკომპრომისულ პაციენტებში, ქიმიოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში, და 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში უწყვეტი, მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებში ან როდესაც საწყის მკურნალობაზე პასუხი დამაკმაყოფილებელი არ არის.
შედეგი
წვრილი ნაწლავების ანთებითი ცვლილებები ან ხაოების გასადავება
ბიოფსიის
ტესტი
განიხილება ენდოსკოპიის გაკეთებისას. იშვიათად გამოსადეგი, მაგრამ ჩაღრმავებების არქიტექტურის ცვლილებების, როგორიცაა ჩაღრმავებული განშტოებები ან სიცარიელეები, აღმოჩენის საშუალებით შეიძლება განვასხვაოთ ნაწლავის ანთებითი დაავადება მწვავე ინფექციური ენტერიტის ან კოლიტისგან. თუმცა, ეს მახასიათებლები განვითარებისთვის საჭიროებს რამდენიმე კვირას და როგორც წესი არ არის წარმოდგენილი ინფექციური კოლიტის დროს.
ელექტრონული მიკროსკოპი გამოსადეგია, თუ უჯრედშიდა პარაზიტებზეა (Cryptosporidium ან Cyclospora cayetanensis) ეჭვი.
ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია D1 და D2 ბიოფსიით შეიძლება გამოყენებულ იქნას ცელიაკიის გამორიცხვის მიზნით, ეჭვის შემთხვევაში.
შედეგი
ინფექციური ენტერიტის ჰისტოლოგიური მაჩვენებლები წარმოადგენს არასპეციფიკურ ანთებით ცვლილებებს; ზოგჯერ, პათოგენები იდენტიფიცირებული და შეღებილია
ძაფის ტესტი (ენტერო-ტესტი)
ტესტი
განიხილება, თუ განავლის მიკროსკოპით ვერ ხერხდება ლამბლიის დიაგნოსტიკა და ანტიგენის ტესტი უარყოფითია ან მიუწვდომელია. პაციენტის ლოყაზე მიმაგრებულია ძაფის თავისუფალი ბოლო და მეორე ბოლოზე მიმაგრებულია კაფსულა, რომელიც გადაიყლაპება. ველოდებით, რომ კაფსულა გაიწოვოს და ძაფი გადავიდეს 12-გოჯა ნაწლავში, სადაც ამოღებამდე 4-დან 6 საათამდე პერიოდით ვაჩერებთ. ამის შემდეგ ძაფი შეიძლება გამოვიკვლიოთ ტროფოზოიტებზე.
შედეგი
ტროფოზოიტების არსებობა
დუოდენური ასპირატი
ტესტი
გასათვალისწინებელია ენდოსკოპიის ჩატარებისას იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, პაციენტებში, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას და პაციენტებთან, რომლებსაც აქვთ პერსისტირებადი სიმპტომები, ან საწყის მკურნალობაზე დადებითი დინამიკა არ აქვთ.
შეიძლება გამოყენებულ იქნას Giardia, Strongyloides, Cystoisospora ან microsporidia ინფექციის დიაგნოსტიკისთვის, როდესაც სხვა ტესტებმა ვერ გამოავლინა დიაგნოზი.[40]
შედეგი
დადებითია (ბაქტერიული ნაშენი) როცა რაოდენობა >10^6 მ/ლ
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას