დიფერენციული დიაგნოზები

მწვავე ვირუსული სინდრომები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რთულია დიფერენცირება; კონკრეტულ საკვებთან ექსპოზიციის, ან სპეციფიური ქცევის არარსებობა შეიძლება დაგვეხმაროს დიფერენცირებაში.

კვლევები

იშვიათად, მწვავე ვირუსული სეროლოგია, კერძოდ IgM, (წარმოდგენილია და საბაზისო მონაცემებთან შედარებით მომატებულია) შეიძლება დაგვეხმაროს სპეციფიკური ვირუსების დიაგნოსტირებაში.

კრონის დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შეიძლება წარმოდგენილი იყოს დაღლილობით, დიარეით, აბდომინალური ტკივილით, წონის კლებით, ცხელებით, და რექტალური სისხლდენით. სხვა ნიშნები შეიძლება მოიცავდეს ორალური წყლულების არსებობას, ანუსის გარშემო გამონაზარდებს კანზე, ფისტულას, აბსცესებს, და სინუსურ ტრაქტებს; აბდომინალურმა კვლევამ ილიოცეკალურ მიდამოში შეიძლება გამოავლინოს პალპატორული მასა; რექტალური დიგიტალური გამოკვლევისას არ ვლინდება მოცულობითი წარმონაქმნი.

კვლევები

განავლის კულტურა, მიკროსკოპია, და ანტიგენის ტესტები: უარყოფითი.

კუჭ-ნაწლავის ტრქტის ზედა ნაწილისა და წვრილი ნაწლავის სერიები: ლორწოვანი გარსის ედემა და წყლულები სანათურის შევიწროებასთან და სტრიქტურებთან ერთად. მუცლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება/მაგნიტურ-რეზონანსული სკანირება: კეროვანი დაზიანებები, ნაწლავის კედლის შესქელება, ირგვლივი ანთება, აბსცესი, ფისტულები.

კოლონოსკოპია: აფტოზური წყლულები, ჰიპერემია, შეშუპება, კვანძოვანი წარმონაქმნების სიხშირე, სეგმენტური დაზიანებები.

წყლულოვანი კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს სისხლიანი დიარეა, მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილის ანამნეზი, დეფეკაციის უეცარი მოთხოვნილება, ნაწლავის გარე გამოვლინებები (მაგ. კვანძოვანი ერითემა, ართროპათია) და პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტის ანამნეზი. სწორი ნაწლავის თითით გასინჯვისას წარმონაქმნი არ იკვეთება.

კვლევები

განავლის კულტურა, მიკროსკოპია, და ანტიგენის ტესტები: უარყოფითი.

ჰისტოლოგია: გაგრძელებადი დისტალური დაავადება, მუცინის განლევა, ბაზალური პლაზმოციტოზი, დიფუზური ლორწოვანის ატროფია, გრანულომის არ არსებობა, და ანუსის ნახეთქები.

კოლონოსკოპია: რექტალური ჩართულობა, გაგრძელებდი უნიფორმული ჩართულობა, ვასკულარული შეფერილობის დაკარგვა, დიფუზური ერითემა, ლორწოვანის მარცვლოვანება, ნორმალური ტერმინალური ილეუმი (ან პანკოლიტის დროს მსუბუქი რეფლუქს-ილეიტი).

საკვების ალერგია /აუტანლობა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ცნობილია ზოგიერთი საკვები, რომელიც ექსპოზიციისას იწვევს აუტანლობას ან ალერგიებს (რძე, ლაქტოზა, გლუტეინი) და განმეორებითი სიმპტომების განვითარებას.

კვლევები

გლუტენის შეუთვისებლობის მქონე პაციენტების უმეტესობაში გლუტენის მარკერები დადებითია.

წყალბადის სუნთქვის ტესტი გვეხმარება ლაქტოზის შეუთვისებლობის დიაგნოსტირებაში.

კოლონოსკოპია და ბიოფსია გვეხმარება რძის ალერგიების დიაგნოსტირებაში.

ნაწლავების გაღიზიანების სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიმპტომების მთლიანი ხანგრძლივობა უნდა იყოს 6 თვეზე მეტი, აბდომინალური შებერილობის და ტკივილის სპეციფიkური კრიტერიუმების კომბინაციით, რომელიც იხსნება დეფეკაციით და კავშირშია განავლის სიხშირისა და/ან კონსისტენციის ცვლილებასთან საგანგაშო ნიშნების ან სიმპტომების გარეშე.

გასინვა ავლენს ჯანსაღ არატოქსიკურ გამოვლინებას დეჰიდრატაციის მტკიცებულების გარეშე

კვლევები

ყველა ვიზუალიზაციური და ლაბორატორიული კვლევები როგორც წესი, ნორმის ფარგლებშია.

მიკროსკოპული კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

როგორც წესი, ვლინდება ხანდაზმულ პირებში ხანგრძლივი სიმპტომებით და არ ახასიათებს ჰემატოჩეზია.

კვლევები

კოლონოსკოპია, რომელიც ავლენს ნორმალური შეხედულების ლორწოვან გარსს და ბიოფსიები, რომლებიც ავლენს ლიმფოციტურ ინფილტრატს და/ან გასქელებულ კოლაგენურ შრეს, დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება.

მწვავე აპენდიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მარჯვენა ქვედა კვადრანტში ლოკალიზებული ტკივილი და პერიტონეული გაღიზიანება კლასიკური გამოვლინებაა (დეფანსი).

კვლევები

აბდომინალური კტ სკანირება დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება.

შრატში და შარდში მომატებული ლეიკოციტები.

მწვავე ქოლეცისტიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

კლასიკური სიმპტომებია ლოკალიზებული ტკივილი ზედა მარჯვენა კვადრანტში და მერფის დადებითი ნიშანი.

კვლევები

ულტრაბგერით გამოკვლევაზე ვლინდება ნაღვლის ბუშტის კედლის შესქელება; ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მატება ბილიური ობსტრუქციის დროს (ქოლედოქოლითიაზი).

მწვავე პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ეპიგასტრიუმის ტკივილი უკან გადაცემით, ალკოჰოლით გამოწვეული პანკრეატიტის დროს ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების ანამნეზი შეიძლება დაგვეხმაროს.

კვლევები

დიაგნოზის დასადგენად საჭიროა აღინიშნებოდეს შრატში ამილაზას ან ლიპაზას მომატებული დონე და დამახასიათებელი ნიშნები კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე.

შრატის ლიპაზას ტესტირება შრატის ამილაზასთან შედარებით უპირატესად გამოიყენება, თუმცა დამოკიდებულია ადგილობრივ ხელმისაწვდომობაზე.[47][48]

მწვავე ჰეპატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ჩვეულებრივ წარმოდგენილია სიყვითლე.

მწვავე B და C ჰეპატიტების რისკფაქტორებია დაუცველი სექსი და წამლების ინტრავენური მოხმარება.

ალკოჰოლურ ჰეპატიტებში ჭარბი ალკოჰოლის მოხმარების ანამნეზი.

წამლისმიერი ჰეპატიტების შემთხვევაში ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების გამოყენების ან ჭარბი დოზის ანამნეზი.

ვილსონის დაავადების დროს ნევროლოგიური ნიშნები და კაიზერ-ფლაიშერის რგოლები.

კვლევები

სეროლოგია მწვავე ჰეპატიტისთვის (მწვავე ჰეპატიტის ნაკრები), სეროლოგიური მარკერები აუტოიმუნური ჰეპატიტისთვის, შრატში ცერულოპლაზმინი, წამლის დოზები (განსაკუთრებით, პარაცეტამოლი) შეიძლება დაგვეხმაროს.

ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის არსებობის შემთხვევაში ეჭვი უნდა მივიტანოთ ტკიპისმიერ/რიკეტსიულ ინფექციებზე (კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება და ერლიხიოზი).

მალაბსორბციის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ხშირად წარმოდგენილია ქრონიკული სიმპტომები და ნიშანდობლივი არასაკმარისი კვება, ნაწლავზე ქირურგიული ჩარევის ანამნეზი და მალნუტრიციის და მალაბსორბციის ექსტრაინტესტინური გამოვლინებები.

კვლევები

განავლის ალფა ანტიტრიფსინი, შრატში დაბალი პრეალბუმინი, ალბუმინი და მთლიანი ცილები, მრავალი ვიტამინის და ელემენტის დეფიციტი.

მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შებერილობა ყველაზე ხშირი სიმპტომია, ღებინებით, ფეკალური მასების ღებინების ჩათვლით, რომელიც ვითარდება მოგვიანებით დაავადების მიმდინარეობისას.

კვლევები

ჩვეულებრივი აბდომინალური რენტგენოგრაფია: მსხვილი ნაწლავების აირებით გადაბერილობა; ლობიოს ფორმის გადაგრეხა.

წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დაავადების საწყის ეტაპზე წარმოდგენილია მუცლის შებერილობით და ღებინებით; შეიძლება არსებობდეს აბდომინალური ქირურგიის ანამნეზი.

კვლევები

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია: აირ-სითხოვანი დონე, ნაწლავის გაფართოებული მარყუჟები, გაზის არარსებობა სწორ ნაწლავში (სრულ SBO-ში), პნევმოპერიტონეუმი. თუმცა საკვებით მოწამვლა შეიძლება ასოცირდებოდეს ნაწლავთა გაუვალობასთან და ფუნქციურ ობსტრუქციასთან, იგივე რადიოლოგიურ ცვლილებებს იძლეოდეს

რადიაციული ენტერიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს აქვთ ქიმიოთერაპიის ანამნეზი.

კვლევები

ენდოსკოპია და ბიოფსია; ჰისტოლოგიური ნიშნები ამყარებს ამ დიაგნოზს.

ჯორჯლის იშემია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიფუზური აბდომინალური ტკივილის უცაბედი შეტევა მიგვანიშნებს მწვავე მეზენტერიალურ იშემიაზე ან არაოკლუზიურ მეზენტერიალურ იშემიაზე. თუმცა, ქრონიკული სიმპტომები, დიფუზური აბდომინალური ტკივილი შეიძლება მიანიშნებდეს მეზენტერიალურ იშემიაზე. აღნიშნულისგან განსხვავებით, იშემიური კოლიტი შეიძლება იწვევდეს დიფუზურ აბდომინურ ტკივილებს და ხშირად ახასიათებს ნელა პროგრესირებადი გამოვლინება, რომელიც რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში გრძელდება.

კვლევები

CT კვლევა /ენდოსკოპია. ტიპური მონაცემებია ნაწლავის სეგმენტურ მონაკვეთში კედლის გასქელება.

ენდოსკოპიური შედეგებია ფერმკრთალი ლორწოვანი გარსი, პეტექიური სისხლდენით. შეიძლება ნანახი იყოს ჩალურჯებული ჰემორაგიული კვანძები, რაც წარმოადგენს ლორწოვანქვეშა სისხლდენას; ეს შეესატყვისება რადიოგრაფიულ კვლევებში ნანახ ანაბეჭდებს.

მედიკამენტების და ნარკოტიკების გვერდითი ეფექტები /ტოქსიკურობა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ანამნეზში მედიკამენტების მიღება/ნარკოდამოკიდებულება

კვლევები

შარდის და შრატის ანალიზები, წამლის დონე სისხლში.

დივერტიკულიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლეიკოციტოზი და ცხელება ხანდაზმულ პაციენტებში.

კვლევები

CT სკანირება /ლეიკოციტები.

სისტემური ვასკულიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მულტისისტემური ჩართულობა (კანი, სახსრები, სისხლი) და ქრონიკული გამოვლინება.

კვლევები

ბიოფსია ავლენს ვასკულიტის მახასიათებლებს (ლეიკოციტოკლასტური, ნეკროზირებადი).

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას