კრიტერიუმები
დეჰიდრატაციის ხარისხი (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია)[43]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დეჰიდრატაციის კლასიფიცირება ხდება შკალით 1-3:
დეჰიდრატაცია არ ვლინდება; სიმპტომების და ნიშნების გარეშე
ნაწილობრივი დეჰიდრატაცია; ნაწილობრივი დეჰიდრატაციის იდენტიფიცირება ხდება ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი სიმპტომის არსებობის დროს: წყურვილი, მოუსვენრობა ან გაღიზიანებადობა, კანის ელასტიურობის დაქვეითება და თვალების ჩაცვენა
მძიმე დეჰიდრატაცია; ამ დროს სიმპტომები უფრო მძიმეა და იდენტიფიცირდება ჩამოთვლილთაგან ორი ან მეტი ნიშნის არსებობის დროს: ცნობიერების დაქვეითება/ლეთარგია, თვალების ჩაცვენა, სითხის პერორალური მიღების უნარის დაკარგვა ან არასათანადოდ მიღბა და და კანის გაწელვის შემდეგ თავდაპირველ მდგომარეობაში მისი ძალიან ნელი დაბრუნება (≥2 წამი).
ხშირად გამოყენებული შემთხვევის განსაზღვრება საკვებისმიერი ეპიდაფეთქებების დროს[2]
ეპიდემიოლოგიური ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება საკვებისმიერი ეპიდაფეთქებების შემთხვევების დასათვლელად; არ იყენებენ კლინიკური პრაქტიკის წარმართვისთვის.
დადასტურებული შემთხვევები: დადებითი ლაბორატორიული პასუხი (გამომწვევი აგენტის გამოყოფა ან დადებითი სეროლოგიური ტესტი). შემთხვევის ეს განსაზღვრება ხასიათდება მაღალი სპეციფიკურობით.
სავარაუდო შემთხვევა: წარმოდგენილია ავადმყოფობის ტიპური კლინიკური სურათი, თუმცა არ გვაქვს ლაბორატორიის დამადასტურებელი პასუხი.
შესაძლო შემთხვევა: აღინიშნება ნაკლები ან ატიპური კლინიკური მახასიათებლები. შემთხვევის ეს განსაზღვრება ხასიათდება მაღალი მგრძნობელობით.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას