ლასას ცხელება
- მიმოხილვა
- თეორია
- დიაგნოზი
- მართვა
- მეთვალყურეობა
- წყაროები
მკურნალობის ალგორითმი
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება
პოტენციური ექსპოზიცია
პერორალური რიბავირინი
ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა (PEP) შეიძლება გამოვიყენოთ ლასას ცხელების მქონე პაციენტის ახლო ექსპოზირებულ კონტაქტებში, მათ შორის ლაორატორიისა და ჯანდაცვის მუშაკებში.
რეკომენდაციები პერორალური რიბავირინის PEP თერაპიად გამოყენებაზე ეხება მხოლოდ მაღალი რისკის ექსპოზიციების შემთხვევებს, როგორიცაა: კანის პენეტრაცია დაბინძურებული ხელსაწყოთი (მაგ. ნემსით), ლორწოვანი გარსების ან დაზიანებული კანის დაბინძურება სისხლით ან ორგანიზმის სეკრეციებით (მაგ. სისხლის შესხურება თვალებში ან პირში), გადაუდებელ პროცედურებში მონაწილეობა (მაგ. რეანიმაცია გულის გაჩერების შემდგომ, ინტუბაცია ან სანაცია) შესაბამისი PPE გამოყენების გარეშე და გახანგრძლივებული (საათები) და უწყვეტი კონტაქტი დახურულ სივრცეში შესაბამისი PPE გარეშე (მაგ. ჯანდაცვის მუშაკი, რომელიც თან ახლდა პაციენტს სამედიცინო ევაკუაციის დროს).[38]Bausch DG, Hadi CM, Khan SH, et al. Review of the literature and proposed guidelines for the use of oral ribavirin as postexposure prophylaxis for Lassa fever. Clin Infect Dis. 2010;51:1435-41. http://cid.oxfordjournals.org/content/51/12/1435.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21058912?tool=bestpractice.com [39]World Health Organization. Clinical management of patients with viral haemorrhagic fever: a pocket guide for front-line health workers. Feb 2016 [internet publication]. http://apps.who.int/iris/bitstream/10665/205570/1/9789241549608_eng.pdf?ua=1
ანტივირუსული მედიკამენტები (მათ შორის რიბავირინი) არ არის რეკომენდებული არა-ექსპოზირებული ახლო კონტაქტებისთვის, რადგანაც მტკიცებულება არ არსებობს ასეთ შემთხვევებში პროფილაქტიკის ეფექტურობაზე. UK Department of Health: management of Hazard Group 4 viral haemorrhagic fevers and similar human infectious diseases of high consequence Opens in new window
პირველადი პარამეტრები
რიბავირინი: ბავშვებში: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს კონსულტაციისთვის; ზრდასრულებში: 35 მგ/კგ (მაქსიმუმ 2500 მგ/დოზა) დღეში, როგორ დამტვირთავი დოზა, შემდეგ კი 15 მგკგ (მაქსიმუმ 1000მგ/დოზა) ყოველ 8 საათში ერთხელ, 10 დღის განმავლობაში
შესაძლო ინფექცია ან სიმპტომური პაციენტი
იზოლაცია, ინფექციის კონტროლის ზომები და კონტაქტების მოძიება
სიმპტომური პაციენტები ან საეჭვო შემთხვევები უნდა მოთავსდნენ იზოლირებულ ჰოსპიტალურ პირობებში. მათთან კონტაქტში მყოფი ჯანდაცვის ყველა მუშაკი უნდა ატარებდეს პირად დაცვით ხელსაწყოებს (PPE).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა და გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის დეპარტამენტმა შეიმუშავეს დეტალური გაიდლაინები პირად დამცავ საშუალებებთან დაკავშირებით ჰემორაგიული ცხელებების, მათ შორის ებოლასათვის. ლასას ცხელების დროს გასათვალისწინებელია შემდეგი საფეხურები:
WHO: steps to put on personal protective equipment Opens in new window
WHO: steps to remove personal protective equipment Opens in new window
სისხლის ნიმუშის აღება, შეფუთვა და ტრანსპორტი, ეს პროცესები უნდა განხორციელდეს ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, ხოლო პაციენტი უნდა იყოს იზოლაციაში. გამოყენებული უნდა იყოს PPE. ნიმუშები უნდა გაიგზავნოს ლაბორატორიაში, რომელიც შესაბამისადაა აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების მე-4 დონის პათოგენებზე სამუშაოდ. ლაბორატორიებთან მჭიდრო კომუნიკაცია, ნიმუშების გაგზავნამდე, აუცილებელია ლაბორატორიის პერსონალის დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
კონტაქტების მოძიება საჭიროა იმ პიროვნებების გამოსავლენად, რომლებიც ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ პაციენტთან ერთად ან უვლიდნენ მას ბოლო 21 დღის განმავლობაში და არ აღენიშნებათ სიმპტომები. ეს პიროვნებები უნდა შეფასდნენ კლინიკურად და მიეცეთ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა პერორალური რიბავირინით, თუ ისინი აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს (მაგ.: კანის პენეტრაცია დაბინძურებული ინსტრუმენტით, ლოროწვანი გარსის ან დაზიანებული კანის ექსპოზიცია, გადაუდებელ პროცედურებში მონაწილეობა შესაბამისი PPE გარეშე ან გახანგრძლივებული/უწყვეტი ექსპოზიცია დახურულ სივრცეში შესაბამისი PPE გარეშე).[38]Bausch DG, Hadi CM, Khan SH, et al. Review of the literature and proposed guidelines for the use of oral ribavirin as postexposure prophylaxis for Lassa fever. Clin Infect Dis. 2010;51:1435-41. http://cid.oxfordjournals.org/content/51/12/1435.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21058912?tool=bestpractice.com ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა გზამკვლევი, რომელიც განმარტავს პაციენტის კონტაქტების მოძიებას ებოლას ინფექციის დროს. იმავე გზამკვლევის გამოყენება შეიძლება ლასას ცხელების შემთხვევაშიც: WHO: implementation and management of contact tracing for Ebola virus disease Opens in new window
ინტრავენური რიბავირინი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
დაავადების საწყისი 6 დღის განმავლობაში გამოყენებისას სიკვდილობა ლასას ცხელების მქონე პაციენტებში 55%-დან მცირდება 5%-მდე; თუმცა, არსებობს მხოლოდ ერთი გამოქვეყნებული კვლევა ლასას ცხელებაში რიბავირინის გამოყენებაზე ადამიანებში, რამაც შეზღუდა დოზის ტესტირება.[34]McCormick JB, King IJ, Webb PA, et al. Lassa fever. Effective therapy with ribavirin. N Engl J Med. 1986;314:20-6. http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3940312?tool=bestpractice.com
რიბავირინის გვერდითი ეფექტებია ჰემოლიზური ანემია და ინფუზიასთან-დაკავშირებული რეაქციები, როგორიცაა კანკალი. გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით თეორიული ეფექტურობისათვის საჭირო დოზის მიღწევისას, შესაძლოა იყოს მძიმე და გამოიწვიოს მკურნალობის დაუსრულებლობა.[38]Bausch DG, Hadi CM, Khan SH, et al. Review of the literature and proposed guidelines for the use of oral ribavirin as postexposure prophylaxis for Lassa fever. Clin Infect Dis. 2010;51:1435-41. http://cid.oxfordjournals.org/content/51/12/1435.long http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/21058912?tool=bestpractice.com
პირველადი პარამეტრები
რიბავირინი: ≤9 წლის ასაკის ბავშვები: დოზირების თაობაზე მიმართეთ სპეციალისტს; >9 წლის ასაკის ბავშვები და ზრდასრულები: 30 მგ/კგ (მაქსიმუმ 2000 მგ/დოზა) ინტრავენურად, როგორც დამტვირთავი დოზა, შემდეგ 15 მგ/კგ (მაქსიმუმ 1000 მგ/დოზა) ყოველ 6 საათში ერთხელ, 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 7.5 მგ/კგ (მაქსიმუმ 500 მგ/დოზა) ყოველ 8 საათში ერთხელ, 6 დღის განმავლობაში.
ტკივილგამაყუჩებლები/სიცხის დამწევები
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
ტკივილი და ცხელება იმართება მარტივი ტკივილგამაყუჩებლით/სიცხის დამწევით (მაგ. პარაცეტამოლი). ოპიოიდური ანალგეზია (მაგ. მორფინი) შესაძლოა გამოიყენებოდეს ძლიერი ტკივილის შემთხვევაში. თავი უნდა ავარიდოთ არასტეროიდული ანტიანთებითი მედიკამენტების გამოყენებას, ასპირინის ჩათვლით, რადგან ისინი ასოცირდებიან სისხლენის რისკის მომატებასთან.
პირველადი პარამეტრები
პარაცეტამოლი: ბავშვები: 10-15 მგ/კგ პერორალურად, ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, 75 მგ/კგ/დღეში; მოზრდილები: 500-1000 მგ პერორალურად ყოველ 4-6 საათში ერთხელ საჭიროებისამებრ, მაქსიმუმ 4000 მგ/დღეში
მეორეული ვარიანტები
მორფინის სულფატი: ბავშვები: 0.2-დან 0.4 მგ/კგ-მდე, პერორალურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ, ან 0.05-დან 0.1 მგ/კგ-მდე ინტრავენურად ყოველ 4-6 საათში საჭიროებისამებრ; მოზრდილები: 2.5 - 10 მგ პერორალურად/ინტრავენურად ყოველ 4 საათში ერთხელ, საჭიროებისამებრ
სითხის და ელექტროლიტების მართვა
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
პაციენტებმა, რომელთაც მნიშვნელოვანი დიარეა აქვთ, უნდა გაიარონ ელექტროლიტების რეგულარული შეფასება, საჭიროებისამებრ მათი ჩანაცვლებით. უნდა დაიწყოს ინტრავენურად სითხის გადასხმა და ტიტრაცია ადეკვატური მოცულობითი სტატუსის შესანარჩუნებლად.
სისხლის პროდუქტები
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
კოაგულაციის ფაქტორების ნაკლებობა იშვიათია, თუმცა არსებობის შემთხვევაში უნდა შესწორდეს სისხლის პროდუქტებით (მაგ. ახალი გაყინული პლაზმა, კრიოპრეციპიტატი), საჭიროებისამებრ. სისხლდენის შემთხვევაში თრომბოციტოპენიის შესწორება თრომბოციტების ტრანსფუზიით ხდება. სისხლის ტრანსფუზიას ვიყენებთ ანემიის მქონე პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მიმდინარე სისხლდენა.
ანტიკონვულსანტი
მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში
სიმპტომურ პაციენტებში ენცეფალოპათია საკმაოდ ხშირია, თუ პაციენტი წარმოდგენილია სიმპტომების დაწყებიდან 6 დღის შემდეგ. ლასას ცხელებით გამოწვეული ენცეფალოპათიის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს; თუმცა, გარკვეული დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელია რიბავირინის გამოყენებით. ენცეფალოპათიის სპეციფიკური სიმპტომების (მაგ. გულყრები) მართვა უნდა განხორციელდეს სტანდარტული მოვლის გზით, (მაგ. კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებით) ადგილობრივი პროტოკოლებისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით.
აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად
მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას