გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

ლასას ცხელება შესაძლოა განსაკუთრებით მძიმედ ორსულობის დროს მიმდინარეობდეს. მესამე ტრიმესტრის დროს განვითარებული ინფექციის შემთხვევა 80%-ში სრულდება დედის სიკვდილით და/ან სპონტანური აბორტით.[2]

გრძელვადიანი
საშუალო

სენსორინერვული სიყრუე ვითარდება დაავადებას გადარჩენილი პაციენტების 25%-ში, რაც შეიძლება პერმანენტულიც კი იყოს.[6] პაციენტთა დაახლოებით 50%-ს სმენა ნაწილობრივ უბრუნდება 1-3 თვის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული სიმპტომი არ უკავშირდება დაავადების სიმძიმეს. სიერა ლეონეში ზოგად მოსახლეობაში ჩატარებულ ერთ მცირე ზომის კვლევაში, უეცარი სიყრუით წარმოდგენილი ადგილობრივი პაციენტიდან 81%-ს დაუდგინდა ლასას ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობა, ხოლო საკონტროლო ჯგუფში ანტისხეულები გამოუვლინდა 19%-ს.[45]

გრძელვადიანი
დაბალი

აღწერილია გრძელვადიანი ნეიროფსიქიატრიული ნარჩენი მოვლენები, მათ შორის: ძილის დარღვევა, ფსიქოზი, ჰალუცინაციები და დეპრესია.[46]

გრძელვადიანი
დაბალი

შესაძლებელია გამოვლინდეს გამოჯანმრთელების პერიოდში.

გრძელვადიანი
დაბალი

შესაძლებელია გამოვლინდეს გამოჯანმრთელების პერიოდში.

გრძელვადიანი
დაბალი

პოლისეროზიტი (სეროზული გარსების ანთება [მაგ.: პერიტონეუმი, პერიკარდიუმი, პლევრა] ეფუზიით) აღწერილია და წარმოადგენს იშვიათ გართულებას გამოჯანმრთელებიბს შემდეგ. შესაბამისად, ამ გართულებაზე დაკვირვება საჭიროა მონიტორინგის პერიოდში.[47]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას