ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია: ცხოვრება/მუშაობა ენდემურ რეგიონებში ან ამ რეგიონებიდან დაბრუნება (ნიგერია, სიერა ლეონე, ლიბერია და გვიენა; შემთხვევები ასევე დაფიქსირებულია განაში, ბენინში, ტოგოში, ბურკინა ფასოში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში) უკანასკნელი 21 დღის განმავლობაში; ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი; პროფესიული ექსპოზიცია; ინფიცირებული (ან პოტენციურად ინფიცირებული) ცხოველების მირთმევა ან მათზე საყასბო საქმიანობა.
ცხელება ≥37.5°C
ცხელება გვხვდება ლასას ცხელებით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტში.[4] თუმცა, ცხელება შესაძლოა არ იყოს უწყვეტი; შესაბამისად, კლინიკაში წარდგენისას ცხელების არქონა არ გამორიცხავს ლასას ცხელების დიაგნოზს.
ექსპოზიციის ცნობილი შემთხვევისა და >38°C ცხელების 3 კვირაზე ნაკლები ხნით გამოვლენის კომბინაცია, ლოკალური ანთების გარეშე (გამორიცხავს ყველაზე ხშირ ბაქტერიულ ინფექციებს), აუცილებელი კრიტერიუმია ლასას პალატაში მოსახვედრად სიერა ლეონეს ენდემურ რეგიონში.
მომატებული სუნთქვის სიხშირე
ჰოსპიტალში მიღებისას, ლასას ცხელების მქონე პაციენტებში ჩასუნთქვის სიხშირე იყო წუთში 24 ჩასუნთქვა, ვისაც ჩაუტარდა ეს გამოკვლევა.[4]
დაბალი სისტოლური არტერიული წნევა
ჰოსპიტალში მიღებისას, ლასას ცხელების მქონე პაციენტებში საშუალო სისტოლური არტერიული წნევა იყო 140 მმ.ვწყ.სვ, ვისაც ჩაუტარდა ეს გამოკვლევა.[4]
საერთო სისუსტე
აღენიშნებოდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს.[4]
გულისრევა/ღებინება
ვლინდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების 75%-ში.[4] ეს გენერალიზებული სიმპტომი ართულებს დიფერენცირებას.
თავის ტკივილი
თავდაპირველი ჩივილია შემთხვევათა 55%-ში, თუმცა აღინიშნება პაციენტთა 75%-ში ჰოსპიტალიზაციის პერიოდში.[4]
ყელის ტკივილი/ფარინგიტი
შესაძლოა უჩიოდნენ პაციენტები. ანთებითი და შესიებული უკანა ხახა/ტონზილები აღინიშნება გამოკვლევისას შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში.[4] ერთ ფართომასშტაბიან კვლევაში, ყელის ტკივილისა და სისხლდენის კომბინაცია გამოვლინდა ლასას ცხელების პროგნოზულ ფაქტორად.[4]
შეიძლება ასევე აღინიშნოს თეთრი ან მოყვითალო ექსუდატი და მცირე ზომის ვეზიკულები ან ზედაპირული წყლულები ტონზილებსა და ხახაში.
ყელის ტკივილის სიმპტომი შესაძლოა დაგვეხმაროს ლასას ცხელების დიფერენცირებაში ცხელების სხვა მიზეზებისგან, როგორიცაა მალარია, ლეპტოსპიროზი და ყვითელი ცხელება.
კონიუქტივიტი
აღინიშნება ჰოსპიტალიზებული პაციენტების 33%-ში. დამოუკიდებლად ასოცირდება ლასას ცხელებასთან, საკონტროლო ჯგუფებთან შედაებით. აღწერილია 82%-იანი სპეციფიკურობა.[4] აღსანიშნავია, რომ კონიუნქტივიტი ასევე აღინიშნება ებოლას დროს, რაც არ იქნა აღწერილი სიერა ლეონეში, როდესაც ლასას ცხელების მონაცემების ანალიზი ჩატარდა.
ტკივილი გულმკერდის არეში/ხველა
სიერა ლეონეში ჰოსპიტალში მიღებული 441 პაციენტიდან 70%-ზე მეტს აღენიშნებოდა რეტროსტერნალური ტკივილი და/ან ხველა.[4]
მშრალი, არაპროდუქტიული ხველა შესაძლოა დაგვეხმაროს ლასას ცხელების სადიფერენციაციოდ ცხელების სხვა გამომწვევი მიზეზებისაგან.
იშვიათი
სიყრუე (სენსორინერვული)
ვითარდება დაავადების მოგვიანებით სტადიებზე ან გამოჯანმრთელების დასაწყისში, ცალმხრივი ან ორმხრივი სმენის დაკარგვა შეინიშნება 49 დადასტურებული ლასას ცხელების მქონე მწვავე ფებრილური პაციენტიდან 29%-ში, სიერა ლეონეს ჰოსპიტალში, პროსპექტიული კვლევის შედეგად.[6]
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სამუდამო იყოს.
სახის შეშუპება
სახის შეშუპება შესაძლოა განვითარდეს დაავადების მოგვიანებით სტადიებზე. იგი აღწერილია შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში.[4]
სისხლდენას
სისხლდენა აღინიშნება ლასას ცხელებით ჰოსპიტალიზებული პაციენტების 17%-ში, თუმცა ერთ ფართომასშტაბიან კვლევაში, სიერა ლეონეს ჰოსპიტალში, სისხლდენით მიყვანილი პაციენტების 74%-ს დაუდგინდა ლასას ცხელება.[4] ამ კვლევაში, ყელის ტკივილისა და სისხლდენის კომბინაცია გამოვლინდა ლასას ცხელების პროგნოზულ ფაქტორად.
სისხლდენა ძირითადად ვითარდება ლორწოვანი გარსებიდან (მაგ.: ღრძილები, თვალები, ცხვირი და სწორი ნაწლავი) და ძირითადად არ არის ასოცირებული თრომბოციტოპენიასთან.[4] ქალებში, განსაკუთრებით ორსულ ქალებში, შეიძლება განვითარდეს მძიმე ვაგინალური სისხლდენა.
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
იშვიათი
კონფუზია და გლასგოს კომის შკალას ცვლილებები ან გულყრები
იშვიათად დაფიქსირდა ენცეფალოპათია, სადაც თავზურგტვინის სითხეში აღინიშნებოდა ლასას ვირუსის რნმ.[7][30]
ენცეფალოპათია საკმაოდ ხშირია სიმპტომურ პაციენტებში, რომლებიც ცხადდებიან სიმპტომების დაწყებიდან 6 დღეზე მეტი დროის შემდეგ. თუმცა, ლასას ვირუსის რნმ-ის აღმოჩენა თავზურგტვინის სითხეში იშვიათადაა აღწერილი, რადგან ლუმბარული პუნქცია იშვიათად ტარდება ამ პაციენტებში.
ეფუზიები
პლევრის ან პერიკადრიუმის ეფუზიები იშვიათი გართულებებია (2%-3%), რაც ხშირად ავადმყოფობის მოგვიანებით სტადიებზე ვლინდება და უკავშირდება პროტეინურიას.[4] ვინაიდან ინფექციის რისკის გამო დიაგნოსტიკა რთულია, ეფუზიის დიაგნოზი შეიძლება არასაკმარისი რაოდენობით დადგინდეს.
რისკფაქტორები
ძლიერი
პროფესიული ექსპოზიცია
ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტის მქონე ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები,ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ დგანან და ეპიდემიათა უმეტესობა გამოვლენილია ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მრავალი პირის ინფიცირების შედეგად. ინფექციის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება თუ დამცავი ზომები და სწორი სტერილიზაციური მეთოდებია გამოყენებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ.
ცხოვრება/მუშაობა ენდემურ რეგიონში ან ამ რეგიონიდან დაბრუნება
ლასას ცხელების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან პირები, რომლებიც ცხოვრობენ/არიან დასაქმებულნი ან ბრუნდებიან ენდემური რეგიონებიდან (ნიგერია, სიერა ლეონე, ლიბერია და გვინეა). შემთხვევები აღრიცხულია ასევე განაში, ბენინში, ტოგოში, ბურკინა ფასოში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ექსპოზიციის რისკი შესაძლოა არსებობდეს დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებშიც, სადაც Mastomys მღრღნელები ბინადრობენ.
წარსულში ან ახლა ცხოვრება ისეთ სახლში, რომელშიც არსებობს მტკიცებულება მღრღნელების ინფესტაციის შესახებ ან სადაც ინდივიდებს ჰქონიათ ლასას ცხელებით დაინფიცირების შემთხვევები, ასევე რისკფაქტორია.
კონტაქტი დაინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან
პირდაპირი კონტაქტი დაინფიცირებული ვირთხების ან დაინფიცირებული ადამიანების სისხლთან ან ბიოლოგიურ სითხეებთან არის ლასას ცხელების ადამიანზე გადაცემის მთავარი მეთოდი. Mastomys ინფიცირებული მღრღნელები ვირუსს გამოყოფენ შარდში და განავალში;[21] შესაბამისად, ტრანსმისია შეიძლება მოხდეს დაინფიცირებული მღრღნელის ექსკრეციების პერორალურად მიღებით, ვირუსული ექსპოზიციით ღია ჭრილობებსა და წყლულებზე, ჰაერის ჩასუნთქვით, რომელიც დაბინძურებულია ინფიცირებული მღრღნელების ექსკრეციებით.
ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფიცირებული პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით (მაგ.: ოფლი, სისხლი, შარდი, განავალი, პირნაღები მასა, ნერწყვი, გენიტალური სეკრეციები [მათ შორის თესლი] და დედის რძე). პაციენტი შესაძლოა გამოყოფდეს ვირუსს შარდით ავადმყოფობის დაწყებიდან 3-9 კვირის განმავლობაში. აღრიცხულია ინფექციის სქესობრივად გადაცემის შემთხვევებიც. პაციენტები შესაძლოა გადასცემდნენ ვირუსს სპერმის საშუალებით ავადმყოფობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში; შესაბამისად, სქესოვირივი გზით ტრანსმისია შესაძლებელია ინფექციის აღმოფხვრის შემდეგაც.[8]
ინფიცირებულ პაციენტებთან (ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირებთან და ოჯახის წევრებთან კონტაქტის ჩათვლით) კონტაქტით პიროვნება ინფიცირების რისკის ქვეშ დგას, თუ პიროვნებას კავშირი ქონდა ინფიცირებული პირის ბიოლოგიურ სითხეებთან სათანადო დამცავი აღჭურვილობის გარეშე. ინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ დგანან, თუ ადგილი აქვს დიარეას, ღებინებასა და სისხლდენას.
ჩვეულებრივი კონტაქტი (მათ შორის კანის კანზე კონტაქტი, ბიოლოგიური სითხის გაცვლის გარეშე) არ იწვევს ლასას ვირუსის გადადებას. მეტიც, არ არსებობს მტკიცებულება ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესახებ.
ყასბები და/ან მღრღნელის ხორცის მჭამელები
სუსტი
ბიოტერორიზმი
აშშ-ში, ლასას ვირუსი არის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) A კატეგორიის პრიორიტეტის პათოგენი. A კატეგორიის პათოგენები ის ორგანიზმები/ბიოლოგიური აგენტები არიან, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მაღალ რისკს ეროვნული თავდაცვისა და ჯანდაცვის მხრივ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას