ეტიოლოგია
ლასას ცხელების შესახებ ცნობილია 1950-იანი წლებიდან; თუმცა ლასას ცხელების იდენტიფიცირება არ მომხდარა 1969 წლამდე, როდესაც ორი მისიონერი ექთანი დაიღუპა ინფექციის შედეგად ნიგერიის ქალაქ ლასაში. ლასა წარმაოდგენს Arenaviridae-ის ვირუსების ოჯახს (გვარი: Mammarenavirus). Arenaviridae არის იმ ვირუსების ოჯახი, რომელიც, როგორც წესი, უკავშირდება ადამიანებზე მღრღნელების მიერ გავრცელებულ დაავადებებს.[16] ვირუსი შეიცავს ორ, ერთჯაჭვიან რნმ მოლეკულას, რომელიც ენკაფსულირებულია სფერული ლიპიდური მემბრანით, 110-130 ნანომეტრი დიამეტრით. ლასას ვირუსის რეპლიკაცია სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ცნობილია, რომ ვირუსული ნაწილაკები იქმნება მასპინძელი უჯრედების ზედაპირებიდან გამოკვირტვით.
ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარია მრავლობითი მრავალდვრილიანი ვირთხა (Mastomys natalensis). აღნიშნული მღრღნელი ყველაზე მეტად გავრცელებულია ტროპიკული აფრიკის სოფლებში და ხშირად ქმნის კოლონიებს ადამიანების დასახლებებში ან სახლების გარშემო, სადაც საკვები ინახება. აღნიშნული ვირთხა ხშირად მრავლდება და წარმოშობს დიდი რაოდენობით შთამომავლობას.
ვირუსის მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა ხდება დაინფიცირებული მღრღნელის ექსკრეციების ადამიანის ორგანიზმში პერორალურად მოხვედრისას, დაინფიცირებული მღრღნელების ყასბებში ან მჭამელებში (მაგ.: ფერმერები, რომლებიც რუტინულად ხვდებიან მღრღნელებს დათესვის სეზონის წინ მდელოების გადაწვისას ან მიიჩნევენ მღრღნელებს ცილის იაფ წყაროდ), ვირუსული ექსპოზიციით ღია ჭრილობებსა და წყლულებზე ან დაინფიცირებული მღრღნელის ექსკრეტებით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვისას (მაგ.: აეროზოლი ან ჰაერით ტრანსმისია წმენდითი აქტივობების დროს, როგორიცაა მტვერის გამოწმენდა).[2][9] დაინფიცირებული მღრღნელები ვირუსს გამოყოფენ ექსკრეტების მეშვეობით მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გავრცელება ინფიცირებული პაციენტების ბიოლოგიურ სითხეებთან (მაგ. ოფლი, სისხლი, შარდი, განავალი, ნერწყვი, გენიტალური სეკრეციები [მათ შორის თესლი] და დედის რძე) კონტაქტის შედეგად, მეტწილად ჰოსპიტალურ გარემოში, სადაც არის დამცავი საშუალებების ხელმისაწვდომობის ან მედპერსონალის მათი გამოყენების პრობლემა. ინფექციის გადადება ვითარდება ასევე მაშინ, როდესაც სამედიცინო აღჭურვილობა (მაგ. ნემსები) სტერილიზებული არ არის.[9] პაციენტი შესაძლოა გამოყოფდეს ვირუსს შარდით ავადმყოფობის დაწყებიდან 3-9 კვირის განმავლობაში. აღრიცხულია ინფექციის სქესობრივად გადაცემის შემთხვევებიც. პაციენტები შესაძლოა გადასცემდნენ ვირუსს სპერმის საშუალებით ავადმყოფობის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში; შესაბამისად, სქესოვირივი გზით ტრანსმისია შესაძლებელია ინფექციის აღმოფხვრის შემდეგაც.[8] ტრანსმისია მჭიდრო კონტაქტში მყოფ პირებზე, როგორც წესი, სიმპტომური პაციენტებიდან ხდება. ვირუსი არ გადადის ცხოვრებისეული კონტაქტით, მაგ. ჩახუტებით, ხელის ჩამორთმევით ან ახლოს ჯდომით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უფრო იშვიათია, ვიდრე მღრღნელიდან ადამიანზე გადაცემა.[9]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: მულტიმედიური ვირთხა (Mastomys natalensis)CDC [Citation ends].
პათოფიზიოლოგია
ტიპიური საინკუბაციო პერიოდი ვარირებს 3-დან 21 დღემდე, საშუალოდ 10 დღის პერიოდით.[4][17][18] დაინფიცირების შემდეგ, მასპინძელის იმუნური სისტემის მანიპულაცია ხდება ორი ვირუსული გენომით კოდირებული ცილით: ნუკლეოპროტეინი (NP) და Z პროტეინი. NP სავარაუდოდ აინჰიბირებს 1-ლი ტიპის ინტერფერონის სიგნალებს, ხოლო Z პროტეინი ხელს უწყობს უჯრედული კვდომის თავიდან არიდებას ვირუსული რეპლიკაციის დროს.[17] ინტერლეიკინ-8-ისა და ინტერფერონით ინდუცირებადი ცილა-10-ის დაბალი დონე დაფიქსირდა ლასას ცხელების შედეგად ფატალური შედეგის მქონე პაციენტებში, ხოლო ვირეემიის მაღალი დონე ასოცირდება სიკვდილთან ერთ-ერთი მოცულობითი შემთხვევათა სერიის კვლევის მიხედვით.[19][20]
[Figure caption and citation for the preceding image starts]: ლასას ვირუსის ვირიონების ტრანსმისიული ელექტრონულ-მიკროსკოპული (TEM) გამოსახულება უჯრედული დაშლის პროდუქტების გვერდითCDC/C.S. Goldsmith, P. Rollin, M. Bowen [Citation ends].
კლასიფიკაცია
ვირუსის ტაქსონომია
ლასას ვირუსი არის არენავირიდას ოჯახის წევრი, გვარი - Mammarenavirus.
ვირუსის შთამომავლობითი ხაზი
ლასას ცხელებას იწვევს ოთხი მთავარი ვირუსული შთამომავლობა, რომლებიც ასოცირებულია სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებთან:[1]
I, II და III შთამომავლობა ასოცირებულია დაავადებასთან ნიგერიაში.
IV შთამომავლობა პასუხისმგებელია დაავადების განვითარებაზე სიერა ლეონეში, ლიბერიასა და გვინეაში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას