პროგნოზი

პაციენტები ინტრააბდომინალური აბსცესით ატარებენ სიკვდილიანობის რისკს, რომელიც როგორც წესი, უშაუალოდ უკავშირდება აბსცესის ეტიოლოგიას. მწვავე ინფიცირებული პანკრეატიტის და მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომის მქონე პაციენტს აქვს უფრო მაღალი სიკვდილიანობის რისკი, ვიდრე პაციენტს მცირე აპენდიციალური აბსცესით. ჩვეულებრივ, პაციენტებს, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ დრენირებას, აქვთ დაავადებულობის მეტი სიმპტომი და სიკვდილიანობა. მულტირეზისტენტული ორგანიზმების, როგორც ინტრააბოდინალური ინფექციის წყაროს გაჩენა, ასევე ზრდის ავადობას და შესაძლო სიკვდილს. სიკვდილიანობა დამოკიდებულია ადრეული სათანადო მკურნალობის დაწყებაზე სითხისა და ელექტროლიტური დისბალანსის აღსადგენად, სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციის მხარდასაჭერად, შესაბამისი ფართო სპექტრის ანტიმიკრობული თერაპიის უზრუნველსაყოფად და ადეკვატურად აკონტროლებს წყაროს.

ადრეული სათანადო ანტიბიოტიკოთერაპიის მნიშვნელობა და სიკვდილიანობა

კვლევებმა დაადგინა, რომ ადრეული სათანადო ემპირიული ანტიმიკრობული თერაპიის დაწყება დაკავშირებულია გაუმჯობესებული შედეგით და სიკვდილიანობის შემცირებით ინტრააბდომინალურ ინფექციებში.[56]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას