ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკ-ფაქტორებია: ალერგიული რინიტი, ასთმა, 5 წლამდე ასაკი და ეგზემის ოჯახური ანამნეზი.
ქავილი
ეგზემით დაავადებული თითქმის ყველა პაციენტი უჩივის ქავილს.
ქსეროზი (მშრალი კანი)
ქსეროზი დაავადების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.
დაზიანებული კანის მიდამოები
ჩვილებში დამახასიათებელია ლოყების, შუბლის, სკალპისა და გამშლელი ზედაპირების დაზიანება. დაზიანებული კანი ხშირად შეშუპებულია, გამოხატული სისველითა (ექსუდაციით) და ფუფხებით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: მწვავე ეგზემა ჩვილის სახეზეFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].
ბავშვებში, როგორც წესი, ჩართულია მომხრელი ზედაპირები, განსაკუთრებით მაჯები, კოჭები, იდაყვისა და მუხლქვეშა ფოსოები.[10][22]
მწვავე დაავადების დროს დაზიანებულ მიდამოებთან ერთად ქრონიკული ეგზემა ხშირად კისერს, ზურგსა და მკლავებს, ასევე მტევნებსა და ტერფებსაც აზიანებს.[1][7][64][Figure caption and citation for the preceding image starts]: მუხლქვეშა ფოსოს ლიქენიფიკაცია, ეგზემით დაავადებული ბავშვიFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: ხელისგულის ქრონიკული ეგზემა, 64 წლის მამაკაციFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].
მწვავე და ქრონიკულ ეგზემას შორის გადაფარვა შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მორეციდივე ხასიათის გამო.[49]
ეგზემის გარეგანი გამოვლინების ნიუანსი შეიძლება განსხვავდებოდეს პიგმენტაციისა და დაზიანებული კერების განაწილების განსხვავებების გამო.[47] უფრო მკვეთრად გამოხატული კანის შემოსაზღვრული დაზიანება, მომატებული აქერცვლა და ლიქენიფიკაცია უფრო ხშირია აზიელ პაციენტებში. აფრიკული წარმოშობის პაციენტებს იშვიათად უნვითარდებათ დერმატიტი მომხრელი კუნთების გასწვრივ,სამაგიეროდ უფრო ხშირია კანის დაზიანება გამშლელი კუნთების არეში.[47] დისკოიდური ან ფოლიკულური გამონაყარი შეიძლება უფრო ხშირი იყოს აზიელ, შავი კარიბის და შავი აფრიკელი ბავშვებისთვის.[46]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ერითემა
ხშირად აღინიშნება მწვავე ფაზაში.[49]
აქერცვლა
ხშირად აღინიშნება მწვავე ფაზაში.[49]
ვეზიკულები
უფრო ხშირია მწვავე ფაზაში და ჩვილებში[49]
პაპულები
უფრო ხშირია მწვავე ფაზაში და ჩვილებში[49]
პილარული კერატოზი
ფოლიკულური ჰიპერკერატოზული პაპულები შესაძლოა გამოვლინდეს მხრების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულოებსა და ბარძაყის წინა მხარეს. როგორც წესი, ის უსიმპტომოა.[49]
ექსკორიაციები
ხშირად გვხვდება ადვილად მისაწვდომ ადგილებში.[49]
ლიქენიფიკაცია
ქრონიკული დერმატიტის ნიშანია სქელი, ლიქენიფიცირებული კანი.[49][Figure caption and citation for the preceding image starts]: მუხლქვეშა ფოსოს ლიქენიფიკაცია, ეგზემით დაავადებული ბავშვიFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].
ჰიპოპიგმენტაცია
გვხვდება დაზიანებულ მიდამოებში[49][Figure caption and citation for the preceding image starts]: ეგზემით დაავადებული 12 წლის გოგონას ხელის მტევნის დორსალური ნაწილის ჰიპოპიგმენტაცია.From the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაპულები, ლიქენიფიკაცია და ჰიპოპიგმენტაცია ქრონიკული ეგზემის მქონე ბავშვთანFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].
რისკფაქტორები
ძლიერი
ფილაგრინის გენის მუტაცია
5 წლამდე ასაკი
ეგზემის ოჯახური ანამნეზი
ალერგიული რინიტი
სუსტი
თამბაქოს კვამლთან აქტიური და პასიური ექსპოზიცია
ობსერვაციული კვლევების ერთმა სისტემურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა დაასკვნა, რომ თამბაქოს კვამლთან აქტიური და პასიური ექსპოზიცია დაკავშირებულია ეგზემის პრევალენტობის გაზრდასთან.[40]
კერძოდ, ეგზემის დიაგნოზთან უფრო მაღალი ალბათობით იყო დაკავშირებული პასიური (შანსების თანაფარდობა 1.18, 95% სარწმუნოების ინტერვალი 1.01 - 1.38) და აქტიური მოწევა (შანსების თანაფარდობა 1.87, 95% სარწმუნოების ინტერვალი 1.32 - 2.63), მაგრამ არა ორსულობის პერიოდში დედის მიერ თამბაქოს მოწევა (შანსების თანაფარდობა 1.06, 95% სარწმუნოების ინტერვალი 0.80 - 1.40).[40]
მდედრობითი სქესი.
ეგზემა უფრო მეტად აზიანებს ქალებს, ვიდრე მამაკაცებს, როგორც 6-7 წლის, ასევე 13-14 წლის პოპულაციაში.[12]
აფრო-ამერიკული ეთნოსი
შეერთებულ შტატებში ეგზემის პრევალენტობა არის 19.3% აფროამერიკელ ბავშვებში და 16.1% ევროპელ-ამერიკელ ბავშვებში.[16]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას