მიდგომა

ეგზემის დიაგნოზი ძირითადად კლინიკურია. ანამნეზი და გასინჯვა საკმარისია დიაგნოსტიკისთვის, შესაბამისად რუტინული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება უსარგებლოა.

ანამნეზი

ეგზემა, როგორც წესი, ვლინდება ბავშვობის ასაკში. პაციენტთა 45%-ს დიაგნოზი უდგინდება 6 თვემდე, ხოლო 70-85%-ს - 5 წლამდე ასაკისთვის.[1][6][10]​​ პაციენტებს ცხოვრების ან ოჯახურ ანამნეზში ხშირად აქვთ სხვა ატოპიური დაავადება, როგორიცაა ასთმა ან ალერგიული რინიტი.[1][37][38]

დეტალური კლინიკური და წამლის ანამნეზი უნდა იქნას მიღებული, ისეთი კითხვების ჩათვლით, როგორიცაა:[46]

  • ეგზემის დაწყების დრო, ნიმუში და სიმძიმე

  • პასუხი წინა და მიმდინარე მკურნალობაზე

  • შესაძლო გამომწვევი ფაქტორები (გამაღიზიანებელი და ალერგიული)

  • ეგზემის გავლენა ბავშვებზე და მათ მშობლებზე ან მზრუნველებზე

  • დიეტური ანამნეზი ნებისმიერი დიეტური მანიპულაციების ჩათვლით

  • ზრდა და განვითარება

  • პერსონალურ ან ოჯახის ანამნეზში ატოპიური დაავადება

კლინიკური შეფასება

უნდა ჩატარდეს კანის გამოკვლევა ეგზემასთან დაკავშირებული ნიშნების დასადგენად. დაზიანებული კანი ხდება ქსეროზული(მშრალი)და ქავანა, მაგრამ კლინიკური გამოვლინება ცვალებადია ასაკის, დაავადების სიმძიმისა და ეთნიკურობის მიხედვით.[47][48][49]

გამწვავება შესაძლოა გამოვლინდეს მშრალი კანით,ერითემით ან აქერცვლით,პაპულებით ან ვეზიკულებით.[49]

  • ჩვილებში უპირატესად ზიანდება გამშლელი ზედაპირების, ლოყების და შუბლის კანი. საზარდულისა და საფენის არე, როგორც წესი, დაცულია.

  • უფროს ბავშვებში და მოზრდილებში ყველაზე ხშირად ზიანდება კანი გამშლელი კუნთების მიდამოში , გამოხატულია ჰიპერპიგმენტაცია ან ჰიპოპიგმენტაცია და ექსკორიაციები მუდმივი ნაკაწრისგან.

ქრონიკული ეგზემის დროს კანი სქელი და ლიქენისებურია. სხვა შემთხვევები მოზრდილებში მოიცავს თავისა და კისრის დერმატიტს, ხელის დერმატიტს ან პურიგოს ტიპის დაზიანებებს.[48] ფოლიკულური ჰიპერკერატოზული პაპულები, იგივე პილარული კერატოზი (KP) შესაძლოა გამოვლინდეს მხრის გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულოებსა და ბარძაყის წინა მხარეს. როგორც წესი, ის ასიმპტომურია.[49] პილარული კერატოზი ხშირია ეგზემით დაავადებულ პაციენტებში, თუმცა ასევე გვხვდება ამ დაავადების არარსებობის დროსაც.[Figure caption and citation for the preceding image starts]: ეგზემით დაავადებული 12 წლის გოგონას ხელის მტევნის დორსალური ნაწილის ჰიპოპიგმენტაცია.From the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@5efda2ab[Figure caption and citation for the preceding image starts]: პაპულები, ლიქენიფიკაცია და ჰიპოპიგმენტაცია ქრონიკული ეგზემის მქონე ბავშვთანFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@ce8d7f4[Figure caption and citation for the preceding image starts]: იგივე პაციენტთან ჰიპოპიგმენტაცია კოჭებზე, კანის ნაკეცების ადგილზეFrom the personal collection of A. Hebert, MD; used with permission [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@34cb59b7

მწვავე და ქრონიკულ ეგზემას შორის გადაფარვა შეიძლება გამოვლინდეს დაავადების მორეციდივე ხასიათის გამო.[46][49]

ითვლება,რომ ეგზემის გამოვლენა მსგავსია ეთნიკურ ჯგუფებში ეგზემის გარეგანი გამოვლინების ნიუანსი შეიძლება განსხვავდებოდეს პიგმენტაციისა და დაზიანებული კერების განაწილების განსხვავებების გამო. მაგალითად:[46][47]

  • უფრო მკვეთრად გამოხატული კანის შემოსაზღვრული დაზიანება, მომატებული აქერცვლა და ლიქენიფიკაცია უფრო ხშირია აზიელ პაციენტებში.

  • აფრიკული წარმოშობის პაციენტებს იშვიათად უნვითარდებათ დერმატიტი მომხრელი კუნთების გასწვრივ,სამაგიეროდ უფრო ხშირია კანის დაზიანება გამშლელი კუნთების არეში.

  • დისკოიდური ან ფოლიკულური გამონაყარი შეიძლება უფრო ხშირი იყოს აზიელ, შავი კარიბის და შავი აფრიკელი ბავშვებისთვის.

თანმხლები ალერგიის გათვალისწინება

ეგზემის დიაგნოზისთვის პათოგნომური მარკერი არ არსებობს. ეგზემის მქონე ბავშვთა 30%-თან საკვებისმიერმა ალერგიამ შეიძლება ხელი შეუწყოს დაავადების გამწვავებას. მათ შორის, ხშირი გამომწვევი საკვებია კვერცხი ან ძროხის რძე.[50] მტვერთან ასოცირებული საკვებისმიერი ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეგვხვდეს.[51]​​

როდის უნდა განვიხილოთ საკვების ალერგიის ტესტირება

კვებითი ალერგიის ტესტი ეგზემის მქონე პაციენტებში არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ არ დაიწყება პაციენტის განათლება და კანის ოპტიმალური მოვლა, მათ შორის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენება.[52] 5 წლამდე ასაკის პაციენტებს ზომიერი და მძიმე ეგზემით, რომლებიც არ რეაგირებენ საწყის მკურნალობაზე, უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება საკვების ალერგიაზე ორალური საკვების გამოწვევის ან საცდელი ელიმინაციის დიეტის გამოყენებით.[52]

დიდ ბრიტანეთში, კვებითი ალერგიის დიაგნოზი უნდა განიხილებოდეს ეგზემის მქონე ბავშვებში, რომლებიც რეაგირებენ ალერგიულ საკვებზე მყისიერი სიმპტომებით ან ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში ზომიერი ან მძიმე ეგზემით, რაც ვერ კონტროლდება ოპტიმალური მკურნალობით,განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ ეს დაკავშირებულია ნაწლავთა მოტორიკის დარღვევასთან და ბავშვის განვითარების შეფერხებასთან.[46]

პერიფერიული იმუნოგლობულინის E (IgE) დონეები ან კანზე ტესტირება

კვებითი ალერგიის კანის ტესტის მაღალმა მგრძნობელობამ და დაბალმა სპეციფიკამ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დიეტის დანიშვნა,რაც საზიანოა ეგზემის მქონე პაციენტებისთვის.[52] აღწერილია ისეთი ეფექტები, როგორიცაა პროგრესირება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიამდე, ანაფილაქსიური რეაქციების ჩათვლით.[52][53][54][55]

ამიტომ, კანზე ან IgE ტესტირება უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ საკვების მიმართ ალერგიის ისტორია (მაგ., ეგზემის გამწვავება კვერცხის მოხმარების შემდეგ).[52][55][56]

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჩვილებს, რომლებსაც აქვთ მძიმე ეგზემა, კვერცხზე ალერგია ან ორივე, რადგან მათ აქვთ არაქისის ალერგიის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი.[57] აუცილებელია IgE-ს ან კან-პრიკ ტესტის ჩატარება არაქისის დიეტაში შეტანამდე.[52]

პროცედურის შედარებითი რისკი და სარგებელი უნდა განიხილოთ პაციენტთან და მის ოჯახთან.

აეროგენული ალერგენები

ეგზემა შესაძლოა გაამწვავოს აეროგენულმა ალერგენებმა (მათ შორის მტვერმა და საფუარმა სოკომ მალასეზიამ-malassezia) და ჩვეულებრივ, გამოვლინდეს თავსა და კისერზე დაავადების გამწვავების სახით.[51]

დიდ ბრიტანეთში, აეროგენული ალერგიის დიაგნოზი უნდა განიხილებოდეს ბავშვებში:[46]

  • ეგზემა სეზონური გამწვავებით

  • ასთმასთან ან ალერგიულ რინიტთან ასოცირებული ეგზემით

  • 3 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში ეგზემის გამოვლინებით სახეზე და თვალების ირგვლივ.

კანის აპლიკაციური სინჯები

ეგზემის კლინიკური მიმდინარეობა შეიძლება გაართულის ალერგიულმა კონტაქტურმა დერმატიტმა. კანის აპლიკაციური სინჯები განიხილება ნებისმიერ ბავშვთან ან მოზრდილთან, რომელთა დერმატიტი რთულად კონტროლირებადია ან ვლინდება სპეციფიკურ ადგილზე, რაც გარეგან ტრიგერზე მიანიშნებს.[58][59][60]

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შესაძლოა უფრო უეცრად გამოვლინდეს, ვიდრე ეგზემა, იყოს ლაქოვანი, არათანაბარი გავრცელებისა და უსწორმასწორო საზღვრების მქონე. დიაგნოსტირდება კანის აპლიკაციური სინჯით, რა დროსაც საეჭვო ალერგენები თავსდება ზურგის დაუზიანებელ კანზე 48 საათის განმავლობაში. პლასტირის მოცილებისას ფასდება გამღიზიანებელი რეაქციები, ხოლო შემდგომი მეთვალყურეობის დროს კი მოწმდება დაყოვნებული რეაქციები. ეგზემით დაავადებულ პაციენტებისთვის ხშირი კონტაქტური ალერგენებია (თუმცა, მხოლოდ ეს ნივთიერებები არ არის) ნიკელი, ნეომიცინი, არომატიზატორები, ფორმალდეჰიდი და რეზინის ქიმიური ნივთიერებები.[56] ეგზემის მქონე პაციენტებში კონტაქტური ალერგია ტოპიკური თერაპიული საშუალებების ინგრედიენტების მიმართ მომატებულია.[61]

ალერგენის ან ალერგენების აღმოჩენამ ეგზემატოზური მდგომარეობის მქონე ბავშვსა ან მოზრდილთან შესაძლოა, შეამსუბუქოს დაავადების შემდგომი ტვირთი, რაც უზრუნველყოფს უკეთეს პასუხს შესაბამის მკურნალობაზე.[62] ალერგიული კონტაქტური დერმატიტის მკურნალობა მოიცავს მდგომარეობის გამომწვევი აგენტის მოცილებას და ასევე პაციენტის განათლებას მომავალში კონტაქტურ ალერგენთან ექსპოზიციის პრევენციისთვის.

კანის ბიოფსია

შესაძლოა განვიხილოთ ეგზემის დიფერენცირებისთვის ალერგიული კონტაქტური დერმატიტისგან, ასევე ფუნგოიდური მიკოზის ან ფსორიაზისგან.[63] გამოიყენება უფრო იშვიათად, ვიდრე კანის გასინჯვა, რა დროსაც ყურადღება ექცევა პირველად დაზიანებებს, მათ განლაგებას, დაკავშირებულ სიმპტომატოლოგიას, ასევე კანის დაავადების ხანგრძლივობას და გამოვლინების დროსთან კავშირს.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას