კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
პულსოქსიმეტრიით
ტესტი
ზღვის დონეზე კაპილარული სისხლის ჟანგბადით გაჯერება (SpO₂) ≥90% ითვლება ნორმად. SpO₂-ის მწვავე დაქვეითება <80%-მდე დაკავშირებულია სუნთქვის უკმარისობასთან. ზოგადად, როდესაც ზღვის დონეზე SpO₂ <92% პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სუნთქვის მწვავე უკმარისობის ნისნები, არტერიულ სისხლის აირების ანალიზი დაგვეხმარება შემთხვევის შეფასებასა და მართვაში.
თუ შესაძლებელია, უწყვეტი მონიტორინგი მეტად მნიშვნელოვანია.
SpO₂ სატურაციის განსაზღვრასთან ერთად, შრატში ბიკარბონატის (HCO₃) დონე შესაძლოა დაგვეხმაროს დავადგინოთ, მიმდინარეობს თუ არა ფონური ფქოდ-ი ნახშირორჟანგის შეკავებით (მომატებული HCO₃) ან აციდოზი (დაბალი HCO₃).
შესაძლოა უზუსტობები გამოვლინდეს თითის დისტალური ნაწილების ჰიპოპერფუზიის დროს (სადაც მაგრდება მონიტორის ნიმუშები). ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია ნიმუშების ყურის ბიბილოზე მიმაგრებით.
ფრჩხილების ლაქმა, მუქი პიგმენტაციის კანმა, ანემიამ, მოძრაობით გამოწვეულმა არტეფაქტებმა, ადგილზე კაშკაშა სინათლემ, კარბოქსიჰემოგლობინემიამ და მეთჰემოგლობინემიამ შესაძლოა შეამციროს სიზუსტე.[27][41]
შედეგი
SpO2 <80%
არტერიული სისხლის აირები
ტესტი
არტერიული ჟანგბადის ნორმალური პარციალური წნევა (PaO2)არის >12 kPa (>90 მმ.ვწყ.სვ.) (ზღვის დონეზე) ოთახის ჰაერზე.
ნახშირორჟანგის ნორმალური არტერიული პარციალური წნევა (PaCO2) შეადგენს 4.7 - 6.0 kPa-ს(35 - 45 მმ.ვწყ.სვ.) (ზღვის დონეზე)ოთახის ჰაერზე. ნორმალური pH არის 7.38 -7.42.
არტერიული აირების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავახარისხოთ შემდეგ კატეგორიებად: ჰოპოქსემია, ჰიპერკაპნია და შერეული კატეგორია.
შედეგი
pH <7.38; ოთახის ჰაერზე PaO₂ <8 კპა (<60 მმ.ვწყ.სვ.) (ან <6.7 კპა [<50 მმ.ვწყ.სვ.] ქრონიკული დაავადებების დროს); PaCO₂> 6.7 კპა (> 50 მმ.ვწყ.სვ.) ოთახის ჰაერზე
გასათვალისწინებელი კვლევები
FBC
ტესტი
სისხლის თეთრი უჯრედების მომატება ან დაქვეითება შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციის არსებობაზე. თეთრი უჯრედების პროფილის ცვლილება, ლეიკოციტოზი და მოუმწიფებელი უჯრედული ფორმები, შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე.
შედეგი
სისხლის ლეიკოციტების მომატებული რაოდენობა
D-დიმერი
ტესტი
თუ D-დიმერი-ის დიაპაზონი ნორმალურია ან მისი დონე არ არის მომატებული, შესაძლოა გამოირიცხოს ფიტლვის მწვავე ემბოლია.
D-დიმერის ანალიზი შეზღუდულია ცრუ-დადებითი შედეგების მნიშვნელოვანი სიხშირის რისკის გამო.[30]
შედეგი
მომატებული D-დიმერი შესაძლოა მიუთთებდეს ფილტვის თრომბოემბოლიაზე; თუ D-დიმერი არ არის მომატებული, ამან შესაძლოა გამორიცხოს ფილტვის თრომბოემბოლიის არსებობა.
შრატის ბიკარბონატი (HCO3)
ტესტი
ქრონიკული რესპირატორული აციდოზი ხშირად აღინიშნება ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს და დაკავშირებულია HCO₃-ის ნელ მომატებასთან. მომატებული HCO3 სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთდ მიუთითებს ფილტვების ფონური ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების არსებობაზე.[29]
შედეგი
შეიძლება მომატებული იყოს
გულის ტროპონინი I და/ან T
ტესტი
ეკგ-ს მიღების გარდა რეკომენდებულია გულის სპეციფიკური ტროპონი
ამაღლებული გულის სპეციფიკური ტროპონინი საჭიროებს შემდგომ გულის შეფასებას, ხშირად კარდიოთორაკულ ულტრაბგერითი მიოკარდიუმის აქტივობისა და დაძაბულობის უშუალო შესაფასებლად.
შედეგი
გაზრდილი ტროპონინი გააფრთხილებს კლინიცისტს მიოკარდიუმის პოტენციური მწვავე დაზიანების ან დაავადების ან გულის დაძაბვის შესახებ, როგორც ეს აღმოჩენილია ფილტვის მწვავე ემბოლიის დროს
ელექტროკარდიოგრამა
ტესტი
ფილტვის ემბოლია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რიგ შემთხვევაში, განაპირობებს სინუსური ტაქიკარდიას, წინაგულების ფიბრილაციას და/ან მიოკარდიუმის იშემიას. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა განვითარდეს მარჯვენა კონის ტოტის ბლოკადა, ღერძის მარჯვნივ გადახრა და S კბილის არსებობა I განხრაში, Q კბილის არსებობა III განხრაში და T კბილის ინვერსია III განხრაში (S1Q3T3 მიმდევრობის სახელით ცნობილი).
ეკგ შესაძლოა აგრეთვე დაგვეხმაროს გულის იშემიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის არსებობის დადგენაში. გულის იშემიით ან ინფარქტით გამოწვეული მწვავე კორონარულმა სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რაც შესაძლოა შემდგომში გართულდეს კარდიოგენული შოკით.
შესაძოა აგრეთვე იყოს გულის დაავადების ნიშნები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის პრობლემებით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით ფილტვის მწვავე შეშუპების ან გულის დეკომპენსირებული შეგუბებითი უკმარისობის დროს. ტაქიკარდიის ან ბრადიკარდიის გადაუდებელი მკურნალობა ხშირად აუმჯობესებს გულის წუთმოცულობას და შემდგომში რესპირატორულ მდგომარეობას.
შედეგი
ცვალებადი
გულმკერდის რენტგენი
ტესტი
გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევით დიფუზური ან კეროვანი ინფილტრატები შესაძლოა დაკავშირებული იყოს პნევმონიასთან, ფილტვის შეშუპებასთან, ასპირაციასთან, ფილტვის პროგრესირებად ინტერსტიციალიულ დაავადებასთან, ფილტვის კონტუზიასთან და ალვეოლურ სისხლდენასთან.
გულმკერდის რენტგენოგრაფიაზე მინიმალური ცვლილებები ხშირია ფქოდის გამწვავებების, ასთმის, ფილტვის ემბოლიის და სუნთქვის დათრგუნვის დროს.
გულმკერდის რენტგენოგრაფია აგრეთვე გამოიყენება პნევმოთორაქსის, კოლაფსის და პულმონური გამონაჟონის შესაფასებლად.
ასთმის დროს ფილტვების გადაბერვა დაკავშირებულია მცირე სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციასთან.
ბავშვებში ფილტვების ასიმეტრიული გამჭვირვალობა მიუთითებს უცხო სხეულის ასპირაციაზე.
შედეგი
დიფუზური ან კეროვანი ინფილტრატები; პნევმოთორაქსი; პულმონური გამონაჟონი; ფილტვის ველების ასიმეტრიული დაჩრდილვა; ფილტვის ველების ასიმეტრიული გამჭვირვალობა
სუნთქვის ფუნქციური სინჯები
ტესტი
ამოსუნთქვის მაქსიმალური სიჩქარე (PEFR) ან ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა (FEV) < სავარაუდოს მოცულობის 35% - 50% ასაკის, სიმაღლის, წონის და სქესის მიხედვით, შესაძლოა მიუთითებდეს რესპირატორულ დარღვევაზე და სუნთქვის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკზე. ფილტვის აღნიშნული ფუნქციური ტესტების დინამიკის მონიტორინგი გვაწვდის კლინიკურ მტკიცებულებას სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესების ან გაუარესების თაობაზე.
როგორ გამოვიყენოთ პიკ-ფლოუმეტრი პიკური ამოსუნთქვის სიჩქარის გასაზომად.
1 წამში მოსალოდნელი მოცულობის <50% FEV (FEV1) ასაკისა და სქესის მიხედვით, მიუთითებს სუნთქვის მძიმე დარღვევაზე.[42]
ჩასუნთქვის უარყოფითი სიმძლავრის (NIF) -25 სმ H₂O-ზე მაღალი მაჩვენებელი (. ნაკლებად უარყოფითი ნაკადი) დაკავშირებულია სუნთქვის უკმარისობასთან[5]
შედეგი
PEFR < მოსალოდნელის 35% - 50% ; FEV <მოსალოდნელის 35% - 50% ; FVC < მოსალოდნელის 50% -70%; FEV1 < მოსალოდნელის 50%; NIF -25 cm H2O-ზე მეტი
შარდის ან შრატის ტოქსიკოლოგიური ანალიზი
ტესტი
შრატისა და შარდის ტოქსიკოლოგიური ანალიზი შესაძლოა დაგვეხმაროს იმის დადასტურებაში, რომ სუნთქვის უკმარისობა გამოწვეულია მედიკამენტით ან ნარკოტიკით (მაგ. ოპიოდებით ზედოზირება).
შედეგი
გარკვეული ნარკოტიკების იდენტიფიცირება (შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ნარკოტიკების სკრინინგია ხელმისაწვდომი)
გულმკერდის CT (კომპიუტერული ტომოგრაფია)
ტესტი
კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის დაავადება, ფილტვის გამკვრივება და ეფუზია, პარენქიმული დაავადება, ბრონქოექტაზია და ფილტვის ემბოლია, რომელიც აზიანებს ფილტვის დიდი და საშუალო ზომის არტერიებს.
შედეგი
ფილტვის ემბოლია (რომელიც მოიცავს ფილტვის დიდი და საშუალო ზომის არტერიებს); ფილტვის ქრონიკული დაავადება; ფილტვის გამკვრივება და გამონაჟონი; პარენქიმული დაავადება; ბრონქოექტაზია
ფილტვის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CTPA)
ტესტი
CTPA უპირატესი მეთოდია D-დიმერის არასათანადო შედეგის ან ფილტვის ემბოლიის მაღალი ალბათობის მქონე პაციენტებში.[33] CTPAს დროს ვიყენებთ საკონტრასტო ნივთიერებას ინტრავენური გზით სკანირების პროცედურის პარალელურად. ეს უზრუნველყოფს ავსების დეფექტების ვიზუალიზაციას ფილტვის ცირკულაციის სეგმენტურ და სუბსეგმენტურ ტოტებში. ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია ფილტვის ემბოლიის დროს ხასიათდება საუკეთესო დიაგნოსტიკური სიზუსტით, თანამედროვე არაინვაზიურ რადიოლოგიურ სხვა მეთოდებთან შედარებით.[33]
თუმცა, კომპიუტერული ტომოგრაფია ფილტვის ანგიოგრაფიით უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია საკონტრასტო ნივთიერებაზე ან აქვთ თირკმლის უკმარისობა.[34] გამოკვლევის ამ მეთოდს ასევე არ ვიყენებთ ორსულ ქალებში.[35]
შედეგი
ფილტვის ემბოლია (რომელიც მოიცავს ფილტვის დიდი და საშუალო ზომის არტერიებს); ფილტვის ქრონიკული დაავადება; ფილტვის გამკვრივება და გამონაჟონი; პარენქიმული დაავადება; ბრონქოექტაზია
ფილტვის ვენტილაცია/პერფუზიის სკანირება
ტესტი
ფილტვის ვენტილაცია/პერფუზიის სკანირება, უმჯობესად ერთიფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიით (SPECT, რომელიც ამცირებს არადამაჯერებელი სკანირებების რაოდენობას), წარმოაგდენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ალტერნატივას.[36]
შედეგი
ფილტვის ემბოლიის ალბათობა მეტია, როდესაც ვენტილაციის მიდამო არ არის პერფუზირებული; უარყოფითი ვენტილაცია/პერფუზიის სკანირების პასუხი ეფექტიანად გამორიცხავს ფილტვის ემბოლიის დიაგნოზს
კაპნომეტრია
ტესტი
გვერდითი ნაკადის კაპნოგრაფი შესაძლოა გამოვიყენოთ, როდესაც პაციენტები არ არიან ინტუბირებულნი, და უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ეს ხელსაწყო მწვავე დაავადების ან დაზიანების მქონე პაციენტების გასინჯვისა და მონიტორინგისთვის, რესპირატორული მდგომარეობების გაუარესების დასადგენად.
შედეგი
ნორმაზე მაღალი ან დაბალი ამოსუნთქული ნახშირორჟანგი CO₂
კარდიოთორაკულ ულტრაბგერითი კვლევა
ტესტი
დამატებითი სადიაგნოსტიკო საშუალება, რომელიც ხელს უწყობს ადრეულ ეტაპზე მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას განმეორებადი პათოფიზიოლოგიური მონაცემების საფუძველზე. ეს არის არაინვაზიური ტესტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია მწოლიარე პაციენტთან. სრულდება თერაპიის დაწყების წინ, ხოლო დიაგნოზის დასადასტურებლად უფრო მაღალი დონის რადიოლოგიური პროცედურებია საჭირო. გულმკერდის ულტრაბგერითი კვლევა ასევე გამოიყენება ნემსის სწორად წარმართვისთვის თორაკოცენტეზის პროცედურების (დრენაჟი) და დრენაჟის ჩადგმის დროს.[37][38]
შედეგი
გამონაჟონის, პნევმოთორაქსის, გამკვრივების ან აბსცესის ნიშნები; მარჯვენა პარკუჭის დარღვეული ავსება ან გადაბერვა
ახალი ტესტები
CO₂-ის მონიტორინგი კანის გავლით (ტრანსკუტანურად)
ტესტი
შესაძლოა გამოიყენებოდეს PaCO2-ს მუდმივი მონიტორინგისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც არაინვაზიურ ხელოვნურ ვენტილაციაზე რჩებიან.[39] ამჟამად დამუშავების პროცესშია CO₂-ის ტრანსკუტანეური მონიტორინგის ტექნოლოგია. სუბოპტიმალურადაა მიჩნეული PaCO₂ და PCO₂-ს მაჩვენებლებს შორის კავშირი.[40]
როგორ მივიღოთ არტერიული სისხლის ნიმუში რადიალური არტერიიდან
როგორ გავაკეთოთ ბარძაყის არტერიის პუნქცია არტერიული სისხლის ნიმუშის შესაგროვებლად.
შედეგი
ნახშირორჟანგის არტერიული პარციალური წნევის დაქვეითება (PaCO₂)
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას