გართულებები
შესაძლოა გამოვლინდეს დადებითი წნევით ვენტილაციის დროს არაინვაზიური დადებითი წნევით ვენტილაციის (NIV) ან ინტუბაციის შემთხვევაში (ასევე ვლინდება ნიღბიანი სასუნთქი ტომრით ვენტილაციის დროს).
ენდოტრაქეული მილი შესაძლოა განთავსდეს მარჯვენა მთავარი ბრონქის ქვედა ნაწილში ან გადაადგილდეს, რაც განაპირობებს სპონტანურ ექსტუბაციას.
არაინვაზიური დადებითი წნევით ვენტილაციის (NIV) დროს შესაძლოა გამოვლინდეს ორალური სეკრეციების და ნაღებინები მასის ასპირაცია, რაც იწვევს ფილტვების ნოზოკომიურ ინფექციას. ინტუბაციის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ასპირაცია მიუხედავად ზედა სასუნთქი გზების ენდოტრაქეული მილით და ენდოტრაქეული მილის ტომრებით დახშობისა (მცირეწლოვანი ბავშვები), რაც იმას ნიშნავს, რომ ინტუბირებულ პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს დაყოვნებული პნევმონია და ფილტვის შესაძლო აბსცესი.[85][86]
არსებობს მტკიცებულებები, რომ სეკრეციების ამოწმენდა ხორხსარქველის ქვედა ამოტუმბვით ამცირებს ფილტვების ინფექციების რისკს.
ინტუბაციის შედეგად პაციენტს შესაძლოა აღენიშნოს ყელის ტკივილი, რაც საჭიროებს ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებას.
პაციენტებს, რომელთაც უმკურნალეს CPAP ან BiPAP-ით, შესაძლოა განუვითარდეთ სინუსების და შუა ყურის ინფექცია გამოჯანმრთელების შემდგომ კვირაში.
ენდოტრაქეული ინტუბაციის პროცესში შესაძლოა შემთხვევით დაზიანდეს ან გადაადგილდეს კბილები. ინტუბაციის პროცესი აგრეთვე შესაძლოა გართულდეს ტუჩების და პირ-ხახის ღრუების რბილი ქსოვილების გაგლეჯით და ჰემატომებით.
ენდოტრაქული მილის გახანგრძლივებული გამოყენება (> 72 საათი) ან ენდოტრაქეული მილის ჩამკეტი ტომრების გადაბერვამ შესაძლოა გამოიწვიოს ტრაქეის ანთება გამოჯანმრთელების შემდგომ კვირაში და პოტენციურად ქრონიკული აციდოზი.
მჭიდროდ მორგებული ნიღბის სამაგრმა, რომელიც გამოიყენება CPAP და BiPAP-თვის, შესაძლოა გამოიწვიოს კანის დაწყლულება ან ლოკალური ნეკროზი კონტაქტის ადგილას. ამ დროს არსებობს ცხვირის ძგიდის დაზიანების განსაკუთრებული რისკი. ჩვეულებრივ კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანება ვლინდება ნიღბის მოხსნის შემდეგ; თუმცა, ნეკროზი შესაძლოა გამოვლინდეს გამოჯანმრთელებიდან ერთ კვირაში.
მილით ჟანგბადის მიწოდებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანის გამოშრობა და დაზიანება, რაც იწვევს გაღიზიანებას და ზედაპირულ ინფექციას, რაც ზრდის მეთიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus aureus-ით კოლონიზაციის რისკს.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას