დიფერენციული დიაგნოზები

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

დიაბეტური და სხვა ეტიოლოგიის (მაგ: ასპირინით ინტოქსიკაცია) კეტოაციდოზს ახასიათებს გაძნელებული (კუსმაულის) სუნთქვა.

კვლევები

არტერიული სისხლის აირების ანალიზით ვლიინდება მეტაბოლურ აციდოზი (დაბალი pH, დაბალი ბიკარბონატი) და ჰიპერვენტილაცია (დაქვეითებული PaCO2). პულსოქსიმეტრია გვიჩვენებს ჟანგბადით ნორმალურ გაჯერებას.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პანიკის მწვავე შეტევა და სხვა ფორმის შფოთვა ხშირად ვლინდება გამოხატული სუნთქვის დარღვევით, რაც ხასითდება "ჰაერის უკმარისობით" ან დისპნოეთი.

კვლევები

არტერიული სისხლის აირების ანალიზი გვიჩვენებს რესპირატორულ ალკალოზს მომატებული pH-ით და დაქვეითებული PaCO₂-ით. პულსოქსიმეტრია გვიჩვენებს ჟანგბადით ნორმალურ გაჯერებას.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძილის გამოხატულ აპნოეს შესაძლოა ახლდეს ჰიპოვენტილაცია და გახანგრძლივებული აპნოეს პერიოდები ძილის დროს.

კვლევები

აპნოეს პერიოდების განმავლობაში არტერიული სისხლის აირების ანალიზით შესაძლოა გამოვლინდეს დაქვეითებული PaO₂ და მომატებული PaCO₂, ხოლო პულსოქსიმეტრიიით - ჰიპოქსია. სიფხიზლისა და ყოვლედღიური რუტინით სტიმულაციის დროს არტერიული სისხლის აირები ნორმაშია. ძილის აპნოეს დიაგნოსტირება ხდება ძილის ფორმალური კვლევის შედეგად.

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გამოხატულ სიმსუქნეს შესაძლოა ახლდეს ჰიპოვენტილაცია და გახანგრძლივებული აპნოეს პერიოდები ძილის დროს.

კვლევები

აპნოეს პერიოდების განმავლობაში არტერიული სისხლის აირების ანალიზით შესაძლოა გამოვლინდეს დაქვეითებული PaO₂ და მომატებული PaCO₂, ხოლო პულსოქსიმეტრიიით - ჰიპოქსია. სიფხიზლისა და ყოვლედღიური რუტინით სტიმულაციის დროს არტერიული სისხლის აირები ნორმაშია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას