პროგნოზი

სუნთქვის მწვავე უკმარისობით განპირობებული სიკვდილობა ხშირად დაკავშირებულია ადამიანის ზოგად ჯანმრთელობასთან და ორგანოთა სისტემური დისფუნქციის პოტენციურ განვითარებასთან, რაც შესაძლოა გამოვლინდეს მწვავე დაავადების დროს.[10]

პაციენტები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის ფონური ქრონიკული უკმარისობა ასთმის ჩათვლით, სუნთქვის უკმარისობის განმეორების მაღალი რისკის ქვეშ არიან და სუნთქვის უკმარისობის გამოსწორებისთანავე აუცილებელია გამომწვევი სამედიცინო მდგომარეობის მკაცრი კონტროლი.

CPAP-ით, ორდონიანი დადებითი წნევით (BiPAP) და ენდოტრაქეული ინტუბაციით გართულებები მკურნალობას საჭიროებს მწვავე ეპიზოდებიდან პაციენტის მდგომარეობის აღდგენის შემდეგ.

აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან (CDC) მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ გადარჩენის სიხშირე მაღალია პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროება სუნთქვის უკმარისობის მკურნალობა.[84]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას